ზოდი – სამეფო სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში

ზოდი – სამეფო სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
ზოდის სამკურნალო წყლების გამოყენებით შეისწავლეთ ტრადიციული ქართული მეთოდები სამკურნალო ბაღის მოსაწყობად. ძველი ქართული ცოდნა ბუნებრივი რესურსების გონივრული გამოყენებისთვის.

ზოდი – სამეფო სოფელი

ზოდი სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში

ზოდი ზემო იმერეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია, იგი მდებარეობს ჭიათურის პლატოზე. გადმოცემით, სოფელ ზოდის სახელწოდება წარმოდგება ამ ტერიტორიაზე ნაპოვნი ლითონისგან, ზოდისგან, რის შემდეგაც სოფელს დარქმევია „ზოდი”.

ზოდი ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XV საუკუნეში. სოფელში არის მინერალური წყლები. აღსანიშნავია: კლდის წყალის, ნეკრესის, ჯრუჭულის, ხვედელიძეების კლდის მღვიმეები. ზოდის ტერიტორია მდიდარია უგემრიელესი წყაროებით, მათ შორის უმნიშვნელოვანესია სამკურნალო წყაროები. ზოდის აბანოს, რომელიც მდებარეობს მდ. ნეკრესას ხეობაში, მინიჭებული აქვს პროფილაქტიკური, გინეკოლოგიური, ნევროლოგიური სამკურნალო თვისებები. ასეთივე სამკურნალო წყალი გადმოედინება ქვედა ზოდის ტერიტორიაზე, გიორგაძეების უბნის ბოლოზე, რომელიც ცნობილი იყო “კოდისწყლის” სახელით. თანამედროვეების გადმოცემით, ხალხი სხვადასხვა რაიონიდან ჩამოდიოდა აღნიშნული წყაროს წყლის წასაღებად, რომელიც კუჭის წყლულის დაავადებას არჩენდა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს ყაველაშვილების ანუ ზედუბნის ციხის ნანგრევები, აქვე გვხვდება ძველი ეკლესიის ნანგრევები. სოფელში მდებარეობს გოგირდოვანი წყლის აბანო, რამდენიმე არქეოლოგიური ძეგლია აღმოჩენილი, რომელთა შორის აღსანიშნავია: სამგლე კლდე, სამელე კლდე და სამერცხლე კლდე.

უხუცესი ადამიანების გადმოცემით, სოფელ ზოდს „სამეფო სოფელს” უწოდებენ.

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). ზოდი – სამეფო სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში. 28 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/zodi-samefo-sofeli-chiaturis-munitsipalitetshi/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. ზოდი – სამეფო სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/zodi-samefo-sofeli-chiaturis-munitsipalitetshi/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network