„ყურძენი და ღვინო არ არის მარტო ბიზნესი, დარგი და სექტორი, ეს არის საქართველოს იდენტობის ნაწილი; სახელმწიფო მარტო დარგს კი არ უნდა გაუფრთხილდეს, არამედ იმ იდენტობის ნაწილს უნდა გაუფრთხილდეს, რომელთან ერთადაც იცხოვრა 8 000 წელი, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სწორად გააშენო ვენახი“ – დავით სონღულაშვილი

„ყურძენი და ღვინო არ არის მარტო ბიზნესი | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ვენახის გაშენების სახელმწიფო რეგულაციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

ვენახის ნებართვა არ არის მხოლოდ საქართველოში და აქ მოგონილი. საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, ამერიკის, სადაც მევენახეობა არის წარმატებული, ვენახის გაშენებაზე რეგულაციები ბევრად უფრო მკაცრია. წესები საბოლოოდ აისახება ღვინის ხარისხზე და ფასზე. შევადაროთ ერთი ბოთლი ღვინის საშუალო ფასი საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის და ჩვენი. ეს ფასები მიღებულია ზუსტად იმ წესებით, რა წესებითაც განისაზღვრება ღვინის ხარისხი. ხარისხით დგება, საბოლოო ჯამში, ღვინის ფასი. ეს არის მოცემულობა“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, სამეწარმეო ვენახების შემთხვევაში ძალიან ხშირია მოცემულობა, რომ კახეთში გაშენდა რქაწითელის ვენახები, სადაც ჰექტარზე 30-40 ტონა მოჰყავთ, შაქრიანობა 14-15 გრადუსზე ვერ ადის. ადამიანი უნდა დაიცვა, როდესაც ასეთ ინვესტიციას აკეთებს.

„ყურძენი და ღვინო არ არის მარტო ბიზნესი, დარგი და სექტორი, ეს არის საქართველოს იდენტობის ნაწილი; სახელმწიფო მარტო დარგს კი არ უნდა გაუფრთხილდეს, არამედ იმ იდენტობის ნაწილს უნდა გაუფრთხილდეს, რომელთან ერთადაც იცხოვრა 8 000 წელი, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სწორად გააშენო ვენახი“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). „ყურძენი და ღვინო არ არის მარტო ბიზნესი, დარგი და სექტორი, ეს არის საქართველოს იდენტობის ნაწილი; სახელმწიფო მარტო დარგს კი არ უნდა გაუფრთხილდეს, არამედ იმ იდენტობის ნაწილს უნდა გაუფრთხილდეს, რომელთან ერთადაც იცხოვრა 8 000 წელი, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სწორად გააშენო ვენახი“ – დავით სონღულაშვილი. 5 მაისი, 2026. https://shenisofeli.ge/qurdzeni-da-ghvino-ar-aris-marto-biznesi-dargi-da-seqto/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. „ყურძენი და ღვინო არ არის მარტო ბიზნესი, დარგი და სექტორი, ეს არის საქართველოს იდენტობის ნაწილი; სახელმწიფო მარტო დარგს კი არ უნდა გაუფრთხილდეს, არამედ იმ იდენტობის ნაწილს უნდა გაუფრთხილდეს, რომელთან ერთადაც იცხოვრა 8 000 წელი, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სწორად გააშენო ვენახი“ – დავით სონღულაშვილი [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/qurdzeni-da-ghvino-ar-aris-marto-biznesi-dargi-da-seqto/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network