გაგაცნობთ სამთო ინჟინერს, გელა ცენტერაძეს – ერთადერთია საქართველოში, ვინც მწვანე ფიგურებზე მუშაობს

გაგაცნობთ სამთო ინჟინერს, გელა ცენტერაძეს | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა

ტოპიარის ოსტატი – გელა ცენტერაძე

გაგაცნობთ სამთო ინჟინერს, გელა ცენტერაძეს, რომელიც ბუნებრივი თუ ხელოვნური ბალახისგან, ცნობილი კინო მსახიობებისა და ანიმაციური პერსონაჟების ფიგურებს ქმნის.
როგორც თავად აღნიშნავს, ნამუშევრების შექმნა სპონტანურად, შვილიშვილის თხოვნით დაიწყო და აზარტში შესულმა, 59 წლის ასაკში, საკუთარი თავი და შესაძლებლობები ახლიდან აღმოაჩინა.
მიუხედავად იმისა, რომ თავის თავს ხელოვანს არ უწოდებს, ამას გადაჭარბებულად მიიჩნევს, ფაქტია, მისი ავტორობით შექმნილი ათეულობით ქანდაკება დახვეწილი და ორიგინალური ვიზუალით გამოირჩევა და საზოგადოების აღფრთოვანებას იმსახურებს.
ის ერთადერთია საქართველოში, ვინც მწვანე ფიგურებზე მუშაობს. თვითნასწავლი მეწარმე თითოეულ დღეს წინსვლისა და განვითარებისთვის იყენებს. ძალიან უნდა საყვარელი საქმიანობა შემოსავლის წყაროდ აქციოს, დაუფასდეს შრომა, მოიზიდოს ფინანსები სამუშაო სივრცის ასაშენებლად და წარმოების გასაფართოებლად.
ძირითად დროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, საკუთარ ეზოში მოწყობილ სახელოსნოში ატარებს. მისი ეზოს კარი ნებისმიერი მსურველისთვის ყოველთვის ღიაა.
გაგაცნობთ სამთო ინჟინერს, გელა ცენტერაძეს - ერთადერთია საქართველოში, ვინც მწვანე ფიგურებზე მუშაობს
გაგაცნობთ სამთო ინჟინერს, გელა ცენტერაძეს - ერთადერთია საქართველოში, ვინც მწვანე ფიგურებზე მუშაობს – ფოტო 2
გაგაცნობთ სამთო ინჟინერს, გელა ცენტერაძეს - ერთადერთია საქართველოში, ვინც მწვანე ფიგურებზე მუშაობს – ფოტო 3
გაგაცნობთ სამთო ინჟინერს, გელა ცენტერაძეს - ერთადერთია საქართველოში, ვინც მწვანე ფიგურებზე მუშაობს – ფოტო 4

 

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). გაგაცნობთ სამთო ინჟინერს, გელა ცენტერაძეს – ერთადერთია საქართველოში, ვინც მწვანე ფიგურებზე მუშაობს. 22 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/gagatsnobt-samto-inzhiners-gela-tsenteradzes-ertadertia/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. გაგაცნობთ სამთო ინჟინერს, გელა ცენტერაძეს – ერთადერთია საქართველოში, ვინც მწვანე ფიგურებზე მუშაობს [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/gagatsnobt-samto-inzhiners-gela-tsenteradzes-ertadertia/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network