ორშაბათი, აპრილი 27, 2026
- Advertisement -
Google search engine

სად შეხვდებით ქართულ სამზარეულოს- ქართული სამზარეულო საერთაშორისო გურმანების ყურადღებას იპყრობს

0
სად შეხვდებით ქართულ სამზარეულოს- ქართული სამზარეულო საერთაშორისო გურმანების ყურადღებას იპყრობს
#image_title

სად შეხვდებით ქართულ სამზარეულოს, მსოფლიო მასშტაბით. ქართული სამზარეულო ისაა, რაც საერთაშორისო გურმანების ყურადღებას იპყრობს. სურნელოვანი ხინკალი, ხაჭაპური, ღვინო და ჩურჩხელა უცხოელ მოგზაურებს განსაკუთრებულ გემოვნების მოგზაურობაში ამოგზაურებს.

 თუ მოგზაურობისას გსურთ ქართული სამზარეულო დააგემოვნოთუთ, გთავაზობთ იმ ქვეყნების სიას, სად  შეხვდებით ავთენტურ ქართულ გემოს

1. აშშ
ამერიკაში მრავალი ქართული რესტორანი გაიხსნა, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, როგორიცაა ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი და ვაშინგტონი. ნიუ-იორკში მაგალითად, რესტორნები “Oda House” და “Chama Mama” სთავაზობენ სტუმრებს ტრადიციულ კერძებს, როგორიცაა ხინკალი, ხაჭაპური და სხვა ცნობილი კერძები.

2. რუსეთი
რუსეთში ქართული სამზარეულო ფართოდ გავრცელებულია და ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში უამრავი ქართული რესტორანია, სადაც სტუმრებს უყვართ ავთენტური ქართული კერძების დაგემოვნება. “Хачапури и Вино” და “Генацвале” ამ ქალაქებში პოპულარული ქართული რესტორნებია.

3. უკრაინა
უკრაინაში ქართული რესტორნები დიდი პოპულარობით სარგებლობს. კიევში რესტორნები “Chachapuri”, “Mama Manana” და “Suluguni” ცნობილია ტრადიციული ქართული კერძებით, რომლებიც სტუმრებს ტრადიციულ ქართულ გემოს სთავაზობენ.

4. საბერძნეთი
საბერძნეთი, რომელიც მჭიდრო კავშირშია ქართველ ემიგრანტებთან, ასევე გვთავაზობს ქართულ სამზარეულოს ავთენტურ რესტორნებში. ათენში “Tamara” და “Tbilisi” რესტორნები პოპულარობით სარგებლობს როგორც ქართველ, ასევე ადგილობრივ გურმანებს შორის.

5. თურქეთი
თურქეთში ქართული სამზარეულო განსაკუთრებით გავრცელებულია სტამბოლში, სადაც მრავალრიცხოვანი ქართული რესტორნებია. “Machakhela” და “Tbilisi Restaurant” მოგზაურებს ქართული კერძების მრავალფეროვნებას სთავაზობენ.

6. ისრაელი
ისრაელშიც საკმაოდ ბევრი ემიგრანტი ცხოვრობს საქართველოდან, ამიტომ ქართულ რესტორნებს აქაც შეხვდებით. თელ-ავივში და სხვა დიდ ქალაქებში რესტორნები, როგორიცაა “Georgian House” და “Nanuchka”, ქართულ გემოს არაერთ მოყვარულს იზიდავს.

7. პოლონეთი
პოლონეთი ასევე ცნობილი გახდა თავისი ქართული სამზარეულოთი, განსაკუთრებით ვარშავაში. ქართული რესტორანი “Gruzińskie Chaczapuri” პოპულარობით სარგებლობს, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული ხაჭაპური, მწვადი და სხვა კერძები.

ქართულ სამზარეულოს უფრო და უფრო ხშირად შეხვდებით სხვადასხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით იქ, სადაც ქართველ ემიგრანტები ცხოვრობენ. თუ მოგზაურობისას ქართული გემოს დატკბობა გსურთ, ეს ქვეყნები აუცილებლად უნდა იყოს თქვენს სამოგზაურო სიაში.

ვიდეო გაკვეთილი – ალოე

0
#image_title

ვიდეო გაკვეთილი – ალოე

ალოე (Aloe vera) არის მრავალწლოვანი მცენარე, რომელიც ცნობილია თავისი მრავალი სამკურნალო თვისებებით და სილამაზით. მისი ფოთლები შეიცავს უნიკალურ გელს, რომელიც ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ჯანმრთელობისა და სილამაზის პროდუქტებში. გაეცანით ალოეს უპირატესობებს და ის, როგორ შეუძლია ამ მცენარეს თქვენი ცხოვრების გაუმჯობესება. ვიდეო გაკვეთილი – ალოე

#gardeniashevardnadze #ზაქარიაჭელიძე

 

მესხური ტრადიცია | ხიზაბავრული წესით დამზადებული ფენოვანი ხაჭაპური…

0
მესხური ტრადიცია | ხიზაბავრული წესით დამზადებული ფენოვანი ხაჭაპური…
#image_title

მესხური ტრადიცია | ხიზაბავრული წესით დამზადებული ფენოვანი ხაჭაპური…

ხიზაბავრული ფენოვანი ხაჭაპური – მესხური სამზარეულოს ერთ-ერთი უნიკალური და გულგრილი კერძია, რომელიც გემოვნური თვისებებითა და ტრადიციული მომზადების მეთოდით გამოირჩევა. ე

თქვენ იცით, რა დადებითი თვისებები აქვს ანწლს?

0
თქვენ იცით, რა დადებითი თვისებები აქვს ანწლს?
#image_title

თქვენ იცით, რა დადებითი თვისებები აქვს ანწლს?

ანწლი –  ბუნებაში ფართოდ იყენებენ სხვადასხვა სამკურნალო თვისებების გამო. ანწლის ფასი და ხარისხი დამოკიდებულია ადგილზე მოყვანისა და დამუშავების მეთოდებზე. 

მისი სიკეთეების შესახებ დეტალურად ნუცა გვიზიარებს თავის დღიურში ნუცას დღიური

საუკეთესო მეთოდს, თუ როგორ გამოვაშროთ ან როგორ გავრეცხოთ ისე, რომ ხელებზე ძლიერი ლაქები არ დაგვრჩეს ფინოს პროდუქცია უზრუნველყოფს.

როგორ შევინახოთ კარტოფილი?

0
#image_title

როგორ შევინახოთ კარტოფილი?

როგორ შევინახოთ კარტოფილი სწორად: მარტივი და ეფექტური რჩევები – კარტოფილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მრავალმხრივი საკვებია, რომელსაც მრავალი რეცეპტისთვის ვიყენებთ. მნიშვნელოვანია მისი სწორი შენახვა. გაეცანით მარტივ და ეფექტურ რჩევებს, როგორ უნდა შეინახოთ კარტოფილი ისე, რომ მისი ხარისხი და გემო მაქსიმალურად შენარჩუნდეს.

irakli arabuli-ის ბლოგი

 

 

„ხაბიზგინა“ – ოსური ხაჭაპური კარტოფილით და ყველით

0
„ხაბიზგინა“ - ოსური ხაჭაპური კარტოფილით და ყველით
#image_title

„ხაბიზგინა“ – ოსური ხაჭაპური კარტოფილით და ყველით

„ხაბიზგინა“ – ოსური სამზარეულოს ერთ-ერთი განსაკუთრებული და პოპულარული კერძია. ეს უგემრიელესი ხაჭაპური, რომელიც კარტოფილთან და ყველთან ერთად მზადდება, შესანიშნავი არჩევანია ოჯახის და მეგობრების შეკრებებისთვის. 

🎞️ პირველი არხის არქივი

ბროწეულის ხე მორთულ პატარძალს ჰგავს – ხასხასა მ­წვანე ფოთლებ­ში წითლად მოელვარე ყვავილებით შემკული

0
ბროწეულის ხე მორთულ პატარძალს ჰგავს - ხასხასა მ­წვანე ფოთლებ­ში წითლად მოელვარე ყვავილებით შემკული
#image_title

ბროწეული – თუ დღემდე თქვენს ნაკ­ვეთს ეს ძვირფასი კულტურა არ ამშვენებს, შემატეთ და სრულყოფილი გახადეთ თქვენი მამული. გინა­ხავთ აყვავებული ან მსხმოიარე ბროწე­ულის ხე? – უფრო დეკორატიულს ვერაფერს შესძენთ თქვენს კარ-მიდამოს. ხასხასა მ­წვანე ფოთლებ­ში წითლად მოელვარე ყვავილებით შემკული ან მსხვილი შინდისფერი ნაყოფით დახუნძლული ბროწეულის ხე მორთულ პატარძალს ჰგავს.

ხასხასა მ­წვანე ფოთლებ­ში წითლად მოელვარე ყვავილებით შემკული ან მსხვილი შინდისფერი ნაყოფით დახუნძლული ბროწეულის ხე მორთულ პატარძალს ჰგავს. ნაყოფი 63%-მდე წვენს შეიცავს, რომლის შემადგენლობაშიც 4,5-19,2% შაქრებია, 0,2-9% ლიმონისა და ვაშლის მჟავები, 14% ვიტამინი C. გამოიყენება როგორც ნატურალური სახით, ისე დასაკონსერვებლად (წვენის სა­ხით). მისგან აყენებენ ალკოჰოლურ სასმელს, ე.წ. ბროწეულის ღვინოს და ადუღებენ უძვირფასეს საწებელს – მაშარაბს. ნა­ყო­ფის ქერქი და მასში არსებული თხელი ტიხრები შეიცავს 28% მთრიმლავ ნივთიე­რებებს, რომელთაც იყენებენ ტყავის დასამუშავებლად და ს­ხვადასხვა ქსოვილის შესაღებად. გამოიყენება ჩამოცვენილი ფოთლებიც. ღეროსა და ფესვის ქერქი შეიცავს ალკალოიდებს.
მედიცინაში გამოიყენება ბროწეულის წვენი ყელის ტკივილის დროს, ყვავილების ნახარში შემკვრელი საშუალებაა კუჭის აშლილობის დროს. ქერქის ნა­ხარშს ხმარობენ დამწვრობის, ანთებების სამკურნალოდ და კუჭის შემკვრელად. ფესვისა და ღეროს ქერქის ნახარში ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მუცლის ყოველგვარი პარაზიტის მოსაცილებლად, ოღ­ონდ მისი ხმარება მკაცრი დოზირებით უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოწამვლა გარდაუვალია.
ადვილად ფესვიანდება ერთწლიანი კალმები, რომლებიც შემოდგომაზე უნდა აიჭრას; შეინახეთ გრილ სარდაფში მო­თავსებულ ქვი­შიან ყუთებში და გაზაფხულზე დარგეთ. მშვენივრად ფესვიანდება ადრე გაზაფხულზე აჭრილი და პირდაპირ დასაფესვიანებლად დარგული კალმებიც. ამობარეთ ერთ ბარისპირ­ზე კვალი, ჩააწყვეთ შიგ კალმები დახრილად, დააყარეთ მიწა, კარგად მიუტკეპნეთ და მორწყეთ. თუ ფეს­ვიანს იშოვით, შეგიძლიათ დარგოთ მუდმივ ად­გილზე. ძალიან კარგად ფესვიანდება ამო­ნაყარები გადაწვენითაც. დარგეთ აუცილებლად მზისგულზე, ჩრდილი არ უყვარს.

უნაბი – გამშრალი ნაყოფის ნახარში უძველესი დროიდან გამოიყენება: ხველების, ბრონქიტისა და ყივანახველის დროს

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

„4 პროდუქტი, რომელიც სახლში არ უნდა გვქონდეს“

0
დაივიწყეთ ანემია - არსებობს რკინის შემცველი პროდუქტები და მათ შესახებ დაწვრილებით მოგიყვებით
#image_title

 ფიტნეს ტრენერი და კვების სპეციალისტი სანდრო გოგოხია ასახელებს 4 პროდუქტს, რომ სახლში არ უნდა გვქონდეს.

„პირველი ეს არის ნახევარფაბრიკატები, რომლებიც ასოცირდებიან ონკოლოგიურ დაავადებებთან. 

მეორე, ტკბილი სასმელები, რომელიც ყველაზე მარტივი გზაა შაქრის მიღების.

მესამე, მარილიანი სნექები, რომელიც მარტივი გზაა უამრავი არაჯანსაღი კალორიის მისაღებად.

მეოთხე, დაპაკეტებული ტკბილეული”, – ამბობს სანდრო გოგოხია.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რატომ არ უნდა დაწვათ ფოთლები შემოდგომით

0
5 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა მოვრატომაგროვოთ შემოდგომით, ბაღში ჩამოცვენილი ფოთლები?!
#image_title

იმ შემთხვევაში, თუ ბაღში ლამაზად მოფენილი შემოდგომის ფოთლების ყურება თქვენც გსიამოვნებთ და მათი დაშლის ბუნებრივ პროცესს ხელს არ უშლით, ძალიან კარგად იქცევით.

იმ შემთხვევაში კი, თუ თქვენს წკრიალა ბაღში ერთი ფოთოლიც კი არ გდია და სისუფთავის შესანარჩუნებლად ფოთლებს წვავთ ხოლმე, ალბათ არ იცით, რომ ამით გარემოს აზიანებთ და საკუთარ თავს და გარშემომყოფებს უქმნით საფრთხეს.

ხანდახან, შემოდგომით ეზოსა თუ ბაღში იმდენად ბევრი ფოთოლი გროვდება, რომ მათ თავიდან მოსაცილებლად საუკეთესო გზა ცეცხლის გაჩაღება გვგონია. თუმცა, არსებობს რამდენიმე ყურადსაღები მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ფოთლების დაწვა ძალიან ცუდი აზრი.

ჰაერის დაბინძურება და ჯანმრთელობის რისკები
აშშ-ს გარემოსდაცვითი სააგენტოს — EPA-ის მიხედვით, ფოთლების დაწვის დროს ჰაერში სხვადასხვა ტიპის ნაწილაკები გამოიყოფა, რომლებიც ჰაერს აბინძურებენ და ადამიანის ჯანმრთელობასაც უქმნიან საფრთხეს. ფოთლების წვის შედეგად გამოყოფილი კვამლი შეიცავს მთელ რიგ ტოქსინებს, კანცეროგენებსა და გამაღიზიანებლებს. კვამლში არსებული ნაწილაკები, შესაძლოა, ფილტვებში დაილექოს და წლების მანძილზე დარჩეს იქ. ისინი ზრდიან სასუნთქი გზების დაზიანებისა და ინფექციების რისკს, ამცირებენ ჰაერის რაოდენობას, რომელსაც ფილტვებამდე შეუძლია მიღწევა. იმ ადამიანების გარემოში კი, რომლებსაც ასთმა ან სხვა მსგავსი დაავადება აქვს, ფოთლების დაწვა, შესაძლოა, ძალიან სახიფათო იყოს.

გარდა ამისა, ფოთლების დაწვის შედეგად ატმოსფეროში ნახშირბადის მონოქსიდი — მხუთავი აირი გამოიყოფა. მისი ჩასუნთქვის შემდეგ CO სისხლში შეიწოვება, სადაც იგი იმ ჟანგბადის რაოდენობას ამცირებს, რომლის გადატანაც სისხლის უჯრედებს შეუძლია. ნახშირბადის მონოქსიდის ზემოქმედების მიმართ ყველაზე მგრძნობიარენი ბავშვები, მოხუცები, მწეველები და ის ადამიანები არიან, რომლებიც გულის ან ფილტვის ქრონიკული დაავადებით იტანჯებიან.

აღსანიშნავია ისიც, რომ ხმელ ფოთლებთან შედარებით, ტენიანი ფოთლები უფრო ნელა იწვიან და ამ პროცესის დროს კიდევ უფრო მეტ კვამლს გამოსცემენ. ასევე, ტენიანი ფოთლები უფრო ხშირად გამოყოფენ ნახშირწყალბადებს, რომლებიც თვალების, ცხვირის, ყელისა და ფილტვების გაღიზიანებას იწვევს, ზოგიერთი მათგანს კი კანცეროგენული თვისებებიც აქვს.

ხანძრის საფრთხე
დიდი გროვიდან თითოეული ცალკეული ფოთოლი, რომელიც ნაწილობრივ იწვის, პოტენციურად, შესაძლოა, თავის აალებულ ნაწილაკებთან ერთად ქარს გაჰყვეს და ცეცხლის გაჩენისთვის ხელსაყრელ პირობებში აღმოჩნდეს. იმ შემთხვევაში, თუ მშრალ ადგილას ცხოვრობთ, სულ პატარა ნაპერწკალიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ერთი უწყინარი კოცონი კატასტროფად იქცეს. ასე რომ, ფოთლების დაწვა არამხოლოდ თქვენ, თქვენს გარშემო მცხოვრებ ადამიანებს და ბუნებასაც უქმნის საფრთხეს.

ამ და ზემოთ ჩამოთვლილი სხვა მიზეზების გამო, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ფოთლების დაწვა არაკანონიერია. იმის გასაგებად, თქვენს ეზოში ფოთლების დაწვით არღვევთ თუ არა კანონს, ადგილობრივ სახანძრო განყოფილებას უნდა მიმართოთ. ამჟამად საქართველოში, ეზოში ფოთლების დაწვასთან დაკავშირებით კანონი არ არსებობს, თუმცა ისედაც აშკარაა, რომ ფოთლების დაწვის უარყოფითი მხარეები მნიშვნელოვნად აჭარბებს მის უპირატესობებს.

რის გაკეთება შეგიძლია სანაცვლოდ?
EPA-ის რეკომენდაციით, ფოთლების თავიდან მოსაცილებლად ყველაზე უსაფრთხო და ეკოლოგიურად გამართლებული გზა მათგან კომპოსტის დამზადებაა. ამ გზით ფოთლები — ორგანული მასალა ბუნებრივად იშლება, ჰაერში მავნე ნივთიერებების გამოყოფისა და ხანძრის გაჩენის გარეშე და, საბოლოოდ, ეფექტიან და ჯანსაღ სასუქსაც ვიღებთ.

კომპოსტირების გარდა, შემოდგომის ფოთლების გამოყენების სხვა გზებიც არსებობს — მაგალითად, შეგიძლიათ ეზოში ერთი დიდი გროვა გააკეთოთ და დაუსრულებლად იხტუნაოთ მასში. იმ შემთხვევაში კი, თუ ფიქრობთ რომ უკვე საკმარისად გაერთეთ და გინდათ საბოლოოდ თავიდან მოიცილოთ ფოთლები, ისინი ბალახის საკრეჭით უნდა დააქუცმაცოთ და მიწაზე მოაფრქვიოთ — დაჭრილი ფოთლები ბევრად უფრო სწრაფად დაიშლება და მალევე იქცევა ნიადაგის ნაწილად.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რა პროდუქტები უნდა გავატანოთ ბავშვს სკოლაში წასახემსებლად

0
ამ პროდუქტებს თუ ხშირად მიირთმევთ, დაბერების პროცესი საგრძნობლად შენელდება
#image_title

 პედიატრი ეკა უბერი გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო”საუბრობს, რა პროდუქტები უნდა გავატანოთ ბავშვს სკოლაში წასახემსებლად, რომ მთელი დღის განმავლობაში ენერგია შეინარჩუნოს და საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩაერთოს:

შევთანხმდეთ, რომ პურ-ფუნთუშეული არასდროს გავატანოთ. ჰამბურგერი, ჩიზბურგერი, ის საკვები, რაც დიდი რაოდენობით ნახშირწყლებსა და დიდი რაოდენობით არაჯანსაღ პროდუქტებს შეიცავს, არ გავატანოთ. ეს კალორიებით დატვირთული კვებაა და ჯანსაღი არ არის. პირიქით, შეიძლება, შუალედებში, გაკვეთილებს შორის მიღებულმა ასეთმა საკვებმა, ბავშვი მოადუნოს, იმიტომ, რომ დიდი რაოდენობით სისხლი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ნაწილდება და ჩვენ, ყველა, ასეთ დროს ვითენთებით და უფრო წამოწოლა გვინდა, ვიდრე აქტიური სწავლა და მეცადინეობა.

სასურველია, ბავშვებს სტაფილო, კიტრი, ტკბილი ბულგარული წიწაკა, უკიდურეს შემთხვევაში, ხილი, ვაშლი, ბანანი, ასევე, თხილეული, ნიგოზი, ნუში გავატანოთ. ძალიან ჯანსაღი პროდუქტია და ამავდროულად, საკმარისი რაოდენობის კალორიები აქვს, რომ ბავშვმა მეცადინეობა აქტიურად განაგრძობს.“

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.