ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -
Google search engine

არა მხოლოდ იცავს მურაბას ობისგან, არამედ მსუბუქ სითბოსა და განსაკუთრებულ არომატს ანიჭებს

0
არა მხოლოდ იცავს მურაბას ობისგან, არამედ მსუბუქ სითბოსა და განსაკუთრებულ არომატს ანიჭებს
#image_title

თითო ლიტრ მურაბაზე დაამატეთ 2–3 მიხაკი, შეგიძლიათ მოხარშვისას ჩაამატოთ უშუალოდ ხილთან და შაქართან ერთად, ან ქილაში ჩადოთ მოხუფვამდე.

სანელებელი არა მხოლოდ იცავს მურაბას ობისგან, არამედ მსუბუქ სითბოსა და განსაკუთრებულ არომატს ანიჭებს.

რა თქმა უნდა, ქილები აუცილებლად სტერილური უნდა იყოს, ხოლო თავსახურები ჰერმეტულად დახურული. თუმცა, თუნდაც პატარა შეცდომა რომ გაიპაროს, მიხაკი მნიშვნელოვნად ამცირებს ობის გაჩენის რისკს.

დამოწმებულია დროით: მურაბა, რომელსაც მიხაკი აქვს დამატებული, მთელი ზამთარი ინახება ისეთი სუფთა და სურნელოვანი, როგორც მოხუფვის დღეს.

ეს ხრიკი ყველა ხილთან მუშაობს: შავი მოცხარი, მარწყვი, ალუბალი თუ გარგარი.

ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როცა ზაფხულის გემოს ქილებში მოიმარაგებთ, რამდენიმე მიხაკიც დაამატეთ. ალბათ გაგიკვირდებათ, რამდენად დიდხანს შენარჩუნდება მზის დღეების გემო.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რატომ არის ხილი სასარგებლო დიაბეტიანებისთვის? – 5 ხილი, რომელიც დიაბეტიანებს არ ავნებთ და ყოველდღიურ რაციონში მშვიდად შეუძლიათ დაამატონ

0
რომელია შემოდგომის მკურნალი ხილი? - შემოდგომის ნობათის სასარგებლო თვისებები
#image_title

დიაბეტი არ ნიშნავს, რომ ხილზე სრულად უნდა თქვათ უარი.

პირიქით – სწორად შერჩეული ხილი მნიშვნელოვანი ნაწილია დაბალანსებული და ჯანმრთელი კვების რაციონისა, რაც გეხმარებათ გლუკოზის დონის კონტროლში და ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.

რატომ არის ხილი სასარგებლო დიაბეტიანებისთვის?

ხილი შეიცავს ფრუქტოზას – ბუნებრივ შაქარს, თუმცა, ტკბილეულთან განსხვავებით, ხილში შაქარი თან ახლავს დიდი რაოდენობით ბოჭკოს (კუჭ-ნაწლავის ბოჭკოს), რაც შაქრის სისხლში შეწოვას ანელებს და იცავს გლუკოზის დონეს მკვეთრი რყევებისგან.გარდა ამისა, ხილი მდიდარია:

ვიტამინებით (განსაკუთრებით C და ფოლიუმის მჟავით)

მინერალებით (კალიუმი, მაგნიუმი)

ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ებრძვიან ანთებას და ოქსიდაციურ სტრესს — რაც დიაბეტის დროს ხშირად აქტიურდება

მთავარია — შეარჩიოთ ხილი დაბალი გლიკემიური ინდექსით (GI) და დაიცვათ ზომიერი პორციები.

დიაბეტისთვის უსაფრთხო 5 ხილი:

კენკრა (მარწყვი, მოცვი, ჟოლო, მაყვალი)

კენკრა დიაბეტიანებისთვის ნამდვილი სუპერ-საკვებია — დაბალი გლიკემიური ინდექსით, უხვად ბოჭკოთი, ანტიოქსიდანტებითა და ვიტამინებით.

მარწყვი: 1 ჭიქა = 3 გ. ბოჭკო, 7გ. შაქარი

მოცვი: 1 ჭიქა = 4 გ. ბოჭკო, ძლიერ ანტიოქსიდანტური მოქმედება

ჟოლო: 1 ჭიქა = 8 გ. ბოჭკო, დაბალი შაქრიანობა

სუფთად, იოგურტში, ფაფებში ან სმუზებში შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ვაშლი

„ერთი ვაშლი დღეში და ექიმი აღარ დაგჭირდებაო“ – ამ გამოთქმაში სიმართლეა. ვაშლს აქვს საშუალო ან დაბალი GI (ჯიშზეა დამოკიდებული), და სავსეა ბოჭკოთი, განსაკუთრებით ქერქთან ერთად.

შეიცავს პექტინს, რაც ამცირებს გლუკოზის რყევას და აუმჯობესებს მონელებას. ასევე შეიცავს კვერცეტინს – ანტიოქსიდანტს, რომელსაც ანტიდიაბეტური მოქმედება აქვს.

რეკომენდებული პორცია: 1 საშუალო ვაშლი.

ციტრუსები (ფორთოხალი, გრეიპფრუტი, ლიმონი)

დაბალი GI, მდიდარია C ვიტამინით, ბოჭკოთი და ანტიოქსიდანტებით, რაც ამცირებს დიაბეტის გართულებების რისკს.

ფორთოხალი: 3 გ. ბოჭკო, 12 გ. შაქარი

გრეიპფრუტი: ძალიან დაბალი GI

შენიშვნა: ზოგიერთი მედიკამენტი ვერ აიტანს გრეიპფრუტს – აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

რეკომენდებული პორცია: 1 ფორთოხალი ან გრეიპფრუტის ნახევარი.

ავოკადო

ბოტანიკურად ხილია, თუმცა უნიკალური შემადგენლობით გამოირჩევა. ძალიან დაბალი GI, მდიდარია ჯანსაღი ცხიმებით, რომლებიც აუმჯობესებს ინსულინის მგრძნობელობას და გაჯერებას.

შეიცავს დაახლოებით 10 გ. ბოჭკოს თითო ნაყოფში, ასევე კალიუმსა და სხვა საჭირო ელემენტებს.

ავოკადოს ცხიმები ანელებს სხვა ნახშირწყლების შთანთქმას, რაც იდეალურ დამატებად აქცევს მას სალათებისთვის ან ტოსტისთვის.

რეკომენდებული პორცია: 1/4 ან 1/2 საშუალო ავოკადო.

კივი

დაბალი GI, სავსე C და K ვიტამინით, კალიუმით და ბოჭკოთი. ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და გლუკოზის სტაბილიზაციას.

კვლევებით დადასტურებულია, რომ კივი ამცირებს გლუკოზის დონეს ჭამის შემდეგ.

რეკომენდებული პორცია: 1-2 საშუალო კივი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

6 ოქტომბრიდან დაიწყება ახალი ვიზუალის პასპორტების გაცემა

0
იანვარში უქმე დღეები განისაზღვრა – მთავრობის დადგენილება
#image_title

2025 წლის 6 ოქტომბრიდან დაიწყება ახალი ვიზუალის პასპორტების გაცემა.

რაც შეეხება ახალი დიზაინის საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, მათზე უნდა იყოს: სახელი; გვარი; მოქალაქეობა; დაბადების თარიღი; პირადი ნომერი; ფოტოსურათი; სქესი; დაბადების ადგილი; პირადი ხელმოწერის ნიმუში; გაცემის თარიღი; მოქმედების ვადა; გამცემი ორგანოს დასახელება; დოკუმენტის ტიპის შესახებ მითითება; ქვეყნის კოდი; დოკუმენტის ნომერი და წვდომის კოდი (CAN – Card Access Number).

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

“ჰაერი +29, +31 გრადუსამდე გათბება”

0
სეზონის ყველაზე ცხელი პერიოდი თვის ბოლო დღეებშია მოსალოდნელი,
#image_title

7-8 ოქტომბერს, საქართველო ზაფხულის ხასიათით დახვდება, ყველგან მოსალოდნელია მზიანი, უნალექო ამინდი, – ამის შესახებ მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე წერს.

ჰაერის ტემპერატურა: დასავლეთ საქართველოში, ასევე სანაპიროზე +29, +31°C-მდე აიწევს, აღმოსავლეთში კი +25, +27 გრადუსი იქნება და ეს უკვე არა უბრალოდ სითბოა, არამედ შემოდგომისგან მოპარული ზაფხული.

დასავლეთში პერიოდულად იქროლებს ფიონი, რომელიც, ნაცვლად იმისა, ფანჯრებზე შემოდგომის ხმებს აკაკუნებდეს, თბილ სიამოვნებას მოგვიტანს.

7-8 ოქტომბერს მოსალოდნელი მეტეოროლოგიური მონაცემები:
•  ულტრაიისფერი ინდექსი მაღალი (6–7), ამიტომ მზისგან დაცვა რეკომენდებულია, გარუჯვა კი სასიამოვნო.
•  ტენიანობა საშუალო (60–65%)  სითბო კომფორტულად აღიქმება
•  ზღვის წყალი +20–21°C  ცურვისთვის ცოტათი ცივი.

ამინდი ხელსაყრელი იქნება:

•  ღია სივრცეში დროის გასატარებლად

•  ზღვისპირა გასეირნებისთვის

•  ფოტოსესიისთვის•  და უბრალოდ – იმისთვის, რომ ვიფიქროთ – დროის კანონებს ამინდი ყოველთვის არ ემორჩილება, 7-8 ოქტომბერს, საქართველოში არ იქნება შემოდგომა. ის იქნება ზაფხულის ბოლო, მოულოდნელი სტროფი” – წერს მეტეოროლოგი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი თათარა

0
როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი თათარა
#image_title

როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი თათარა👇🏼

ინგრედიენტები
  • რუხი ფქვილი
  • ბადაგი
მომზადების წესი
სუფთა ბადაგი კარგად ნადუღი (მაგალითად თუ გაქვთ 10 ლიტრი ახალგამოწურული ყურძნის წვენი უნდა ადუღოთ განახევრებამდე ანუ საშუალოდ 5 ლიტრზე უნდა დავიდეს თქვენი წვენი. ეს არის ნამდვილი ბადაგი, რომელიც შეგიძლიათ მოხუფოთ და შეინახოთ კიდეც. წლები არ ფუჭდება) და რუხი ფქვილი 1 ლიტრზე 2 ჭიქა. თლილი 200 გრამიანია ძველებური. ფქვილი უმაღლესი ხარისხი თუ სხვა შემთხვევაში კარგია, თათარაში არ არის კარგი. გემოც სხვანაირიაქვს და თან მალე ხმება ჩურჩხელაც. რუხი ფქვილი გემოსაც სხვას აძლევს და რბილია.
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

მკურნალი ოსპის საოცარი თვისებები – ვირუსული ინფექციები: როგორ უნდა გაუმკლავდეთ და რა საკვებით უნდა მივიღოთ

0
მკურნალი ოსპის საოცარი თვისებები - ვირუსული ინფექციები: როგორ უნდა გაუმკლავდეთ და რა საკვებით უნდა მივიღოთ
#image_title

ვირუსული ინფექციები: როგორ უნდა გაუმკლავდეთ და რა საკვებით უნდა მივიღოთ

სხვადასხვა ტიპის ვირუსები აქტიურად ცირკულირებენ. ვირუსის ზოგიერთი სახეობა დაბალი სიცხით მიმდინარეობს, ზოგი, პირიქით, მაღალი ტემპერატურით. ვირუსებსა და ბაქტერიებს, დასალევი სითხეების გარდა, წვნიანები უმკლავდება. ქათმის ბულიონი კლასიკაა ამ დროს, თუმცა ბოსტნეულის სუფები საჭიროც არის ამ დროს მივიღოთ. ვიცით, რომ ნიორი ასეთ დროს, დიდი მკურნალია. მაგრამ ოსპის სუფი, ვირუსული ინფექციის დროს, პირდაპირ დანიშნულებაში უნდა ჩაწეროთ.

რა საკვები უნდა მოიხმაროთ?

1. ქათმის ბულიონი

ქათმის ბულიონი კლასიკაა, რომელიც აღმოფხვრის სისველეს და აძლიერებს იმუნიტეტს. მისი მოხმარება ხელს უწყობს სხეულის ჰიდრატაციას და სასარგებლო ნუტრიენტების მიღებას.

2. ბოსტნეულის სუფები

ბოსტნეულის სუფები უნდა იყოს რეგულარულად თქვენს მენიუში, რადგან ისინი მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით, რომლებიც აუცილებელია იმუნური სისტემის მხარდაჭერისთვის.

3. ნიორი

ნიორი ძალზე ეფექტური ბუნებრივი მკურნალია ვირუსული ინფექციების დროს. ის შეიცავს ანტიბაქტერიულ და ანტივირუსულ თვისებებს, რაც ხელს უწყობს ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლას.

4. ოსპის სუფი

ოსპის სუფი აუცილებლად უნდა იყოს თქვენს რაციონში, რადგან ის მდიდარია პროტეინებით და ნუტრიენტებით, რომლებიც ეხმარებიან ორგანიზმს აღდგენის პროცესში.

შეცდომას უშვებენ ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ ოსპის კერძებზე. თავისი კვებითი თვისებებით, ამ ბოსტნეულს შეუძლია შეცვალოს პური და ხორციც კი. შეიცავს A და C და B ჯგუფის ვიტამინებს, უჯრედისებს, ბევრ ცილას, ნახშირწყლებს, ფლავონოიდებს, ფოლიუმის მჟავას (რომელიც გვიცავს კიბოსაგან), მიკროელემენტებს: კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, თუთიას, რკინას, ფოსფორს. თანამედროვე მედიცინა აქტიურად იყენებს ოსპს სამკურნალოდ. ძალიან სასარგებლოა ოსპის კერძები (წვნიანი, სალათა, ფაფა) გულ-სისხლძარღვთა და დიაბეტით დაავადებულთათვის, რადგან აწესრიგებს სისხლში შაქრის დონეს, კუჭ-ნაწლავის პრობლემების (კოლიტი, წყლული) დროს. სასურველია, მომავალმა დედებმაც ოსპი გაითვალისწინონ რაციონში, რადგან ხელს უწყობს ნაყოფის განვითარებას.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ოსპი ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა პროდუქტია, რადგან ის არ აგროვებს ტოქსინებსა და ნიტრატებს. მასში შემავალ ნივთიერებებს, იზოფლავონებს, უნარი შესწევთ, თავიდან აგვაცილონ ძუძუს კიბო. გარდა ამისა, შეიცავს გულისთვის აუცილებელ უჯრედისს.

რეცეპტები

მოხარშეთ ოსპი ერთ მოზრდილ კარტოფილთან და სტაფილოსთან ერთად. შეურიეთ ტაფაზე მოთუშული ხახვი, გინდ ტომატით, გინდათ – უტომატოდ. დაუმატეთ ორი კბილი გაჭყლეტილი ნიორი. გამორთეთ და მოაყარეთ დაჭრილი პიტნა, ქინძი, კამა და დააბლენდერეთ. ცხადია, მარილი და წიწაკა გემოვნებით. თეფშზე დასხმულ წვნიანს მოაწურეთ ლიმონი და გახუხულ პურთან ერთად მიირთვით.

ოსპი, ნიორი და ლიმონი თქვენს ვირუსს უთქვენოდ გაუსწორდება.

***

მოთუშეთ ხახვი და გახეხილი სტაფილო. დააყარეთ გარეცხილი ოსპი, დაასხით წყალი და მოხარშეთ კუბიკებად დაჭრილ კარტოფილთან ერთად. მოხარშულ ბოსტნეულებს, სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუმატოთ გახეხილი კანგაცლილი პომიდორი. შემდეგ გაჭყლეტილი ორი კბილი ნიორი და გამორთეთ. ბოლოს – დაჭრილი ოხრახუში, კამა და მარილი.

ჯანმრთელობას გისურვებთ.

დასკვნა

როდესაც ვირუსული ინფექცია გიგრძვნით, მნიშვნელოვანი ფაქტორია სწორი კვება. სასმელები და წვნიანები, როგორებიცაა ქათმის ბულიონი, ბოსტნეულის სუფები, ნიორი და ოსპის სუფი, დაგეხმარებათ სწრაფად გააუმჯობესოთ ჯანმრთელობა.

გაიცანით, ახალგაზრდა მზარეული -კობა დურგლიშვილი, რომელმაც თავისი ხელით ულამაზესად მორთო ეზო სოფელ ბაზალეთში

0
#image_title

გაიცანით, ახალგაზრდა მზარეული –კობა დურგლიშვილი, რომელმაც თავისი ხელით ულამაზესად მორთო ეზო სოფელ ბაზალეთში.

კობა დურგლიშვილი – ახალგაზრდა, შრომისმოყვარე და ნიჭიერი ადამიანი, რომელიც თავისი უნიკალური ხედვით და მონდომებით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიულად მზარეულად მუშაობს და ამ სფეროში დიდი სიყვარულითაა ჩართული, კობას გული ხელოვნებისკენ ეკუთვნის, განსაკუთრებით კი, სივრცის დიზაინისა და ეზოს გაფორმებას.

სოფელ ბაზალეთში, მის მშობლიურ გარემოში, კობამ საკუთარი ხელით მორთო და განალაგა საოცრად ლამაზი ეზო – ადგილი, რომელიც მშვიდობას, სილამაზეს და ქართული სოფლური კულტურის სიყვარულს ასხივებს. ძველი ნივთების გამოყენებით, ბუნებრივი მასალებითა და დეტალებზე დიდი ყურადღებით, მან შექმნა სივრცე, რომელიც ადგილობრივებისთვისაც და სტუმრებისთვისაც შთაგონების წყაროა.

კობას ეზო არა მხოლოდ ვიზუალურადაა მიმზიდველი, არამედ მისი თითოეული კუთხე რაღაც ისტორიას ჰყვება – ხელით გაკეთებული სკამები, დეკორაციები და სიზუსტით დალაგებული ბაღის კომპოზიციები მის გემოვნებას და შრომას აშკარად გამოხატავს.

კობა დურგლიშვილი იმ თაობის წარმომადგენელია, რომელიც იცავს ტრადიციებს, მაგრამ ახლებურად და შემოქმედებითად ახერხებს მათ გადმოცემას. მისნაირი ახალგაზრდები სჭირდებათ სოფელს – მოტივირებულები, მერყევ პირობებში ფეხზე მდგომნი და თავიანთ საქმეში შეუპოვარნი.

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს და ექნება გარემოსდაცვითი კონტროლის განმახორციელებელ უწყებას“-დავით სონღულაშვილი

0
„მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს და ექნება გარემოსდაცვითი კონტროლის განმახორციელებელ უწყებას“-დავით სონღულაშვილი
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან გამართულ შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა უპირველესი პრიორიტეტია.

გარემოსდაცვითი მიმართულება საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს და ექნება გარემოსდაცვითი კონტროლის განმახორციელებელ უწყებას. კონტროლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გაძლიერების პროცესი, რომლის შემადგენელი ნაწილია რეგიონული ოფისების მშენებლობა/რეაბილიტაცია“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის განყოფილების ოფისში, რომელიც ამბროლაურში მდებარეობს, სარემონტო სამუშაოები 2025 წლის ივნისში დაიწყო. რემონტის დასრულების შემდეგ ოფისი სრულად იქნება აღჭურვილი თანამედროვე სტანდარტების ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან შეხვედრაზე მინისტრთან ერთად სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის დელეგატი საქართველოს პარლამენტში გოჩა ენუქიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

წიწაკის მწნილის რეცეპტი ნინო კვაჭანტირაძის რეცეპტების წიგნიდან, რომელსაც ათასობით ნახვა აქვს

0
წიწაკის მწნილის რეცეპტი ნინო კვაჭანტირაძის რეცეპტების წიგნიდან, რომელსაც ათასობით ნახვა აქვს
#image_title

წიწაკა ქილებში – ნინო კვაჭანტირაძის რეცეპტი, რომელსაც ათასობით ნახვა აქვს.

გემრიელი წიწაკის მწნილის რეცეპტი ნინო კვაჭანტირაძის რეცეპტების წიგნიდან:

“ვიღებთ ყვითელ წიწაკას და ვჩხვლეტთ ჩანგლით, რომ არ გაიბეროს და ჰაერი შევიდეს. წითელი წიწაკა არ სჭირდება. თუ გვსურს, ქილა ლამაზად რომ გამოიყურებოდეს, შეგვიძლია ორი ცალი ჩავდოთ.

დაჩხვლეტილ წიწაკებს ადუღებულ ზეთში ვყრით და სულ 5 წუთით ვაჩერებთ,  შემდეგ ამოგვაქვს. თუ დიდხანს გააჩერებთ წიწაკას ზეთში, ის ჩაიშლება.  ჯობია, დააკლოთ ხარშვა, რადგან ქილების გასტერილების დროს ისედაც იხარშება.

შემდეგ უნდა გავამზადოთ მწვანილები. საშუალო ზომაზე ვჭრით ქინძს, ოხრახუშს, კამას. დაჭრილ მწვანილებს ვაყრით გამზადებულ წიწაკას და ვამატებთ მარილს. კარგად გადავურევთ ამ ყველაფერს და ვათავსებთ ქილებში, სილამაზისთვის ვდებთ წითელ წიწაკას. ქილაში ვასხამთ უკვე გამზადებული ზეთის და ძმრის წვენს. ვახურავთ თავსახურს, მოვხუფავთ და ვასტერილებთ ღუმელში.

სტერილიზება ხდებს შემდეგანირად:  – ტაფას ვადებ ბადეს, ვალაგებ ქილებს და შევდგამ. ჩადებამდე ღუმელი აუცილებლად უნდა იყოს ცივი. ცოტახნით ვტოვებთ ღუმელში და ჩვენი წიწაკის მწნილი მზადაა”, – ამბობს ნინო კვაჭანტირაძე.

იხილეთ ვიდეო 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ყურის გახვრეტა ადრეულ ასაკში: უსაფრთხოება, წესები და მოვლა, რა წესები უნდა დაიცვას მშობელმა

0
ყურის გახვრეტა ადრეულ ასაკში: უსაფრთხოება, წესები და მოვლა, რა წესები უნდა დაიცვას მშობელმა
#image_title

ყურის გახვრეტა ადრეულ ასაკში: უსაფრთხოება, წესები და მოვლა, არის თუ არა უსაფრთხო ყურის გახვრეტა ადრეულ ასაკში, რა წესები უნდა დაიცვას მშობელმა და როგორ უნდა მოვუფრთხილდეთ გახვრეტილ ყურს

ყურის გახვრეტა ბავშვებისთვის შეიძლება იყოს სასიამოვნო, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მშობლები ყურადღებით მოეპყრან ამ პროცესს. “რუსთავი 2-ის” გადაცემაში “ნამდვილ ექიმებში” ექიმები გვთავაზობენ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოიხდეს ყურის გახვრეტა და როგორ უნდა მოვუაროთ გახვრეტილ ყურს.

არის თუ არა ყურის გახვრეტა უსაფრთხო ადრეულ ასაკში?

ყურის გახვრეტა ადრეულ ასაკში შეიძლება იყოს უსაფრთხო, თუმცა მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ კონკრეტული პირობების დროს ეს პროცედურა შეიძლება არ იყოს რეკომენდებული. დიაბეტიან ბავშვებში, ჰემოფილიითა და გულის დაავადებებით დაავადებულ ბავშვებში, ყურის გახვრეტა უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ყველაზე კარგ მეთოდად მიიჩნევა:

1. ნემსი

  •  ნემსით გახვრეტა უფრო ნატიფი და ზუსტი პროცესია.
  • პროცედურა წამის განმავლობაში სრულდება და ჩვეულებრივ არ საჭიროებს ანესთეზიას.

2. თოფი

  • თოფით გახვრეტა სწრაფი და ნაკლებ ტკივილთან დაკავშირებული პროცესია.
  • თუმცა, ბავშვი შეიძლება შეშშინდეს თოფის ხმით.

ბევრი მშობელი აინტერესებს, არსებობს თუ არა კონკრეტული ასაკი, როდესაც არ უნდა მოხდეს ყურის გახვრეტა. ექიმები ურჩევენ მშობლებს, დაელოდონ იმ ასაკამდე, როცა ბავშვი თავად შეძლებს გახვრეტილი ყურის მოვლა.

საყურის არჩევა

პირველ რიგში შევარჩიოთ სწორი საყურის ტიპი:

  • წვრილი საყურეები: უმჯობესია გამოიყენოთ წვრილი და არა ჩამოკიდებული საყურეები.
  • ტიტანი და ოქრო: საყურეები უნდა იყოს ტიტანის ან ოქროსი.

ყურის გახვრეტის პროცესი უნდა ჩატარდეს სტერილურ გარემოში:

  • სხვადასხვა ფაქტორები: ყურადღება მიაქციეთ ოთახის განათებას, სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებას და სპეციალისტის დაცვას.

გახვრეტილი ყურის მოვლა

ახალ გახვრეტილ ყურზე ზრუნვა მოიცავს შემდეგი რეკომენდაციების დაცვას:

  • ყურის დამუშავება: დღეში ორჯერ დამუშავება ალკოჰოლით ან ანტისეპტიკით.
  • მექანიკური ზეწოლა: ნუ შეეხებით საყურეს ხელით, რათა თავიდან ავიცილოთ ინფექცია.
  • წყლის შეზღუდვა: საცურაო აუზზე და აბაზანაში ყოფნა არ არის რეკომენდებული.

დასკვნა

ყურის გახვრეტა ადრეულ ასაკში შეიძლება იყოს უსაფრთხო, თუ მშობლები სწორად მიჰყვებიან რეკომენდაციებს. მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციონ პროცედურის მეთოდს, გარემოს და როგორ უნდა მოვუაროთ გახვრეტილ ყურს. თუ მაინც განვითარდა ინფექცია, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.