წიწაკის მწნილის რეცეპტი ნინო კვაჭანტირაძის რეცეპტების წიგნიდან, რომელსაც ათასობით ნახვა აქვს

SheniSofeli.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

წიწაკა ქილებში – ნინო კვაჭანტირაძის რეცეპტი, რომელსაც ათასობით ნახვა აქვს.

გემრიელი წიწაკის მწნილის რეცეპტი ნინო კვაჭანტირაძის რეცეპტების წიგნიდან:

“ვიღებთ ყვითელ წიწაკას და ვჩხვლეტთ ჩანგლით, რომ არ გაიბეროს და ჰაერი შევიდეს. წითელი წიწაკა არ სჭირდება. თუ გვსურს, ქილა ლამაზად რომ გამოიყურებოდეს, შეგვიძლია ორი ცალი ჩავდოთ.

დაჩხვლეტილ წიწაკებს ადუღებულ ზეთში ვყრით და სულ 5 წუთით ვაჩერებთ,  შემდეგ ამოგვაქვს. თუ დიდხანს გააჩერებთ წიწაკას ზეთში, ის ჩაიშლება.  ჯობია, დააკლოთ ხარშვა, რადგან ქილების გასტერილების დროს ისედაც იხარშება.

შემდეგ უნდა გავამზადოთ მწვანილები. საშუალო ზომაზე ვჭრით ქინძს, ოხრახუშს, კამას. დაჭრილ მწვანილებს ვაყრით გამზადებულ წიწაკას და ვამატებთ მარილს. კარგად გადავურევთ ამ ყველაფერს და ვათავსებთ ქილებში, სილამაზისთვის ვდებთ წითელ წიწაკას. ქილაში ვასხამთ უკვე გამზადებული ზეთის და ძმრის წვენს. ვახურავთ თავსახურს, მოვხუფავთ და ვასტერილებთ ღუმელში.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

სტერილიზება ხდებს შემდეგანირად:  – ტაფას ვადებ ბადეს, ვალაგებ ქილებს და შევდგამ. ჩადებამდე ღუმელი აუცილებლად უნდა იყოს ცივი. ცოტახნით ვტოვებთ ღუმელში და ჩვენი წიწაკის მწნილი მზადაა”, – ამბობს ნინო კვაჭანტირაძე.

იხილეთ ვიდეო 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2025). წიწაკის მწნილის რეცეპტი ნინო კვაჭანტირაძის რეცეპტების წიგნიდან, რომელსაც ათასობით ნახვა აქვს. 2 ოქტომბერი, 2025. https://shenisofeli.ge/წიწაკის-მწნილის-რეცეპტი/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. წიწაკის მწნილის რეცეპტი ნინო კვაჭანტირაძის რეცეპტების წიგნიდან, რომელსაც ათასობით ნახვა აქვს [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%99%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%ac%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%a2%e1%83%98/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network