რაჭის ეროვნული პარკი ახალი დაცული ტერიტორიაა, რომლის ეკოტურისტული მიმართულებით განვითარების მიზნით, აშენდება და მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა

SheniSofeli.ge
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

რაჭის ეროვნული პარკი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში, ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

ეროვნული პარკი 2023 წელს შეიქმნა და მისი საერთო ფართობი 50 835 ჰა-ია. რაჭის ეროვნულ პარკს 11 რეინჯერი იცავს.

დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა რეინჯერებს ბუნების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის, დაცული ტერიტორიების შექმნა-განვითრების პარალელურად, მნიშვნელოვანი პრიორიტეტია რეინჯერების შესაბამისი სამუშაო პირობებითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფა.

რაჭის ეროვნული პარკის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხებით უკვე შეძენილია 4 კვადროციკლი, 2 მაღალი გამავლობის ავტომანქანა, 3 ტრაქტორი, ბაგი და თოვლის მანქანა (ბურანი), რომელიც რეინჯერებს შესაძლებლობას აძლევს, მეტად ეფექტიანად განახორციელონ პატრულირების პროცესი.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დაგეგმილია რაჭის დაცული ტერიტორიების გაფართოება და განვითარება, რისთვისაც უკვე მომზადებულია კანონპროექტი.

რაჭის ეროვნული პარკი ახალი დაცული ტერიტორიაა, რომლის ეკოტურისტული მიმართულებით განვითარების მიზნით, აშენდება და მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა. დავით სონღულაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რაჭის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის ახალი შენობის ონში განთავსების შესაძლო ვერსიები განიხილა.

რაჭაში ასევე მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, ტურისტული თავშესაფრები, სარეინჯეროები და სხვა თანმდევი ინფრასტრუქტურა. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია გერმანიის განვითარების ბანკი (KfW) და კავკასიის ბუნების ფონდი (CNF). აღსანიშნავია, რომ ამავე პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიმდინარეობს სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური აქტივობა.

მინისტრთან ერთად რაჭის ეროვნულ პარკში სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის დელეგატი საქართველოს პარლამენტში გოჩა ენუქიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2025). რაჭის ეროვნული პარკი ახალი დაცული ტერიტორიაა, რომლის ეკოტურისტული მიმართულებით განვითარების მიზნით, აშენდება და მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა. 2 ოქტომბერი, 2025. https://shenisofeli.ge/რაჭის-ეროვნული-პარკი-ახა/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. რაჭის ეროვნული პარკი ახალი დაცული ტერიტორიაა, რომლის ეკოტურისტული მიმართულებით განვითარების მიზნით, აშენდება და მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%ad%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%99%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network