სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა საზოგადოებრივი კვების ობიექტში – პიცერია „TASHIR PIZZA GEORGIA“-ში (ს/კ 400016647; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N2/4) გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი – Salmonella typhimurium.

პიცერიაში ჩატარდა ინსპექტირება, რომლის შედეგად დადგინდა, რომ ქათმის გაყინული ფილეს მიმწოდებელია შპს „სიფუდ გრუპ თელავი“ (ს/კ 431167364, მის: თელავის რაიონი, სოფ. კისისხევი, მწარმოებელი შპს QINGDAO CHIA TAI CO., LTD, ქარხნის კოდი 3700/03262). სააგენტომ შპს „TASHIR PIZZA GEORGIA“-ს ყველა ფილიალს დაავალა დარჩენილი სურსათის პარტიის აღრიცხვა და აღნიშნული მიმწოდებლისგან სურსათის მიღების დროებით შეზღუდვა, ხოლო შპს „სიფუდ გრუპ თელავს“ აეკრძალა აღნიშნული სურსათის (გაყინული ქათმის მკერდის ფილე, დამზადების თარიღი: 07.12.2023 წ. ვარგისიანობის ვადა: 06.06.2025 წ.) ბაზარზე განთავსება და დაევალა ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის ამოღება, პარტიებად დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება; ასევე უმოკლეს ვადაში იმ ბიზნესოპერატორების საიდენტიფიკაციო მონაცემების გადაცემა, ვისაც მიაწოდა აღნიშნული სურსათი.

გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა შპს „სიფუდ გრუპ თელავიდან“ აიღეს გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები. ლაბორატორიული კვლევის შედეგად ხუთივე ნიმუშში აღმოჩნდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი – Salmonella typhimurium. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სიფუდ გრუპ თელავს“ შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა 1000 ლარით “სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის” 66-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად.

სალმონელოზი ბაქტერიოლოგიური ეტიოლოგიის ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს სურსათისგან, განსაკუთრებით ხორცისა და მისგან დამზადებული პროდუქტისგან გადაეცემა. დაავადების გამომწვევი სალმონელები მიეკუთვნებიან ენტერობაქტერიების ოჯახს და სალმონელების გვარს, რომელიც 2500-ზე მეტ სეროვარს მოიცავს, უმრავლესობა პათოგენურია როგორც ადამიანისთვის, ისე ცხოველებისა და ფრინველებისათვის. სალმონელოზის პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია სურსათის წარმოების მთლიან ჯაჭვში (სასაკლაო, ხორცისა და ხორცის პროდუქტების გადამამუშავებელი, სარეალიზაციო და საზკვების ობიექტები) წარმოების და ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკის დანერგვა.

როგორ დავეხმაროთ მცენარეებს გვალვის პერიოდში? 🌞🌿

როგორ დავეხმაროთ მცენარეებს გვალვის პერიოდში? 🌞🌿

კლიმატის ცვლილების ფონზე ტემპერატურა ყოველდღიურად იზრდება, ნალექი იშვიათია და ხშირია მოულოდნელი ტემპერატურული ცვლა — ეს კი მცენარეებისთვის განსაკუთრებული სტრესის წყაროა. განსაკუთრებით კი ზიანდება ვაზი, კიტრი, პომიდორი და სხვა ბოსტნეული კულტურები. 🥒🍅

როგორ გადავარჩინოთ მცენარეები გვალვისას? — პრაქტიკული რჩევები:


✅ 1. სწორად მორწყვა — მთავარი ნაბიჯი!

მორწყეთ უხვად და ღრმად – ზედაპირული მორწყვა მცენარეს ვერ უზრუნველყოფს საკმარისი ტენით. მიზნად დაისახეთ ნესტის მიწის სიღრმეში შეღწევა, რაც ფესვთა სისტემას დაეხმარება ეფექტურად შეიწოვოს წყალი.


✅ 2. გლიცინი — ბუნებრივი ანტისტრესი მცენარეებისთვის 🌱

  • აფთიაქში შეძენილი ერთი ტაბლეტი გლიცინი გაახსნეთ 1 ლიტრ წყალში და მორწყეთ ბოსტნეული ან დეკორატიული მცენარეები.

  • გლიცინი არის ამინომჟავა, რომელიც ხელს უწყობს:

    • ფოთლოვანი მასის ზრდას,

    • სტრესის დაძლევას,

    • წყლისა და საკვები ელემენტების უკეთ ათვისებას,

    • ფოტოსინთეზის გააქტიურებას.

თუ ფლობთ სპეციალურ ბიოპრეპარატებს, როგორიცაა ამინოკელატი, ამინოამინო ან ამინოქელსი, თამამად გამოიყენეთ — ეს ყველა პროდუქტი მდიდარია ამინომჟავებით და განსაკუთრებით ეფექტურია გვალვის პირობებში.


✅ 3. წყალბადის ზეჟანგი — ჟანგბადით გამდიდრება და სოკოს საწინააღმდეგო დაცვა 💧

  • 1 სუფრის კოვზი წყალბადის ზეჟანგი გააზავეთ 1 ლიტრ წყალში.

  • კვირაში ერთხელ მორწყეთ მცენარეების ძირები.

  • შედეგი:

    • აუმჯობესებს ჟანგბადის მიწოდებას ფესვებზე,

    • აფერხებს სოკოვანი დაავადებების გავრცელებას,

    • აუმჯობესებს საერთო იმუნიტეტს მცენარეში.


✅ 4. კალციუმი ნაყოფის ჯანმრთელობისთვის 🍅🥕

  • 1 ტაბლეტი კალციუმი/კალციუმის D3 – გააზავეთ 1 ლიტრ წყალში.

  • მორწყეთ ნიადაგში ღრმად, კვირაში ერთხელ.

  • კალციუმი აუცილებელია პომიდვრის, ბადრიჯნის, კიტრის და ბულგარული წიწაკის ნაყოფის ლპობის თავიდან ასაცილებლად.


გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს“

0

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დარგობრივი განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს სამინისტროსთვის და აქტიურად ვმუშაობთ შესაბამისი პროფესიებით ახალგაზრდების დაინტერესებისთვის. ვახორციელებთ „მწვანე და აგროსტიპენდიების“ პროგრამას, რომელიც დავნერგეთ დეფიციტური გარემოსდაცვითი და აგრარული პროფესიების ხელშეწყობის მიზნით და უკვე გვყავს ჯამში 100-მდე წარჩინებული სტუდენტი, რომლებსაც 1500-ლარამდე სტიპენდიები გადაეცა. წარჩინებულ სტუდენტებს ვიწვევთ სტაჟირებაზე სამინისტროს სისტემაში, რათა გაიღრმაონ ცოდნა და მივცეთ დასაქმების შესაძლებლობა“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„კეცზე ყველაფერი გემრიელი გამოდის“

0
„კეცზე ყველაფერი გემრიელი გამოდის“
იმერელი დიასახლისი, რომელიც კერძებს ტრადიციული მეთოდით ამზადებს

უცანური სახელის მქონე ქართული სოფელი ბზუბზუ აჭარაში

უცანური სახელის მქონე ქართული სოფელი ბზუბზუ აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში. მახუნცეთის თემში, ზღვის დონიდან 300 მ სიმაღლეზე, დაბა ქედიდან დაშორებულია 12 კილომეტრით.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 261 კაცი. გადმოცემის თანახმად, სოფელში ბევრი ფუტკარი იყო და მათი ბზუილის გამო შეარქვეს სოფელს ბზუბზუ.

თბილისის მერია დარეჯანის სასახლის რეაბილიტაციას მეორედ იწყებს

თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით დარეჯანის სასახლის რეაბილიტაცია იწყება. როგორც ფონდის დირექტორი “საქმის კურსთან” ინტერვიუში ამბობს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია, რომელიც ფიზიკურ სამუშაოებს ადგილზე სულ ცოტა ხანში დაიწყებს.

წაიკითხეთ სრულად

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აჭარაში მცხოვრებ ქალთა და შშმ პირთა ათასგვარი ხელნაკეთი ნივთი

23 მარტს ბათუმში, ხელოვნების უნივერსიტეტში გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აჭარაში მცხოვრებ ქალთა და შშმ პირთა ათასგვარი ხელნაკეთი ნივთი: ნაქარგები, მძივები, თოჯინები, სარკეები, რას აღარ ნახავდით. სხვადასხვა ასაკის ქალები ერთ სივრცეში გაერთიანდნენ და ირგვლივ მყიდველ-დამთვალიერებლები შემოიკრიბეს.

„ქალთა და შშმ პირთა გაძლიერება“ – ეს პროექტი ხორციელდება „პური მსოფლიოსთვის“ (bread for the world) ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც მშვიდობის დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი ახორციელებს. ორგანიზებას კი „მხარდაჭერის და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი“ უწევს, რომელიც ამავე პროექტის ფარგლებში დაფუძნდა.

„გამოფენა-გაყიდვის მიზანია, გამოვლინდეს რა შესაძლებლობები არსებობს ხელნაკეთი ნივთების სფეროში, რას ამზადებენ ადამიანები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში.

გამოფენა-გაყიდვა ხელს შეუწყობს ცვლილებებს სოციალურ, ეკონომიკური თვალსაზრისითაც. ასევე გვინდა ვნახოთ, რა საჭიროებები აქვთ ამ ადამიანებს – ჩვენი ორგანიზაციის მთავარი მიზანია იმათი მხარდაჭერა, ვინც ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს. გვინდა ვიცოდეთ, რა რესურსი არსებობს ამ თვალსაზრისით. რა ტიპის ნაკეთობები იქმნება და შემდგომ უკვე ვუპასუხოთ იმ გამოწვევებსა და საჭიროებებს, რომლებიც ამ ადამიანებს აქვთ.

გამოფენა-გაყიდვა ხორციელდება პროექტის ფარგლებში, რომელსაც ასე ჰქვია – აჭარაში მცხოვრები ქალები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გაძლიერება და მხარდაჭერა“ – განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენმა, ციალა ქათამიძესმ.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

კოვიდი ახალ ძალებს იკრებს – სამწუხაროდ, ძალიან სწრაფად ვრცელდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის ინფორმაციით, ბევრ ქვეყანაში „კოვიდის” შემთხვევები გაიზარდა. სახელმწიფოებს მოუწოდა, ტესტებსა და ვაქცინებზე წვდომა უზრუნველყონ.

საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანიზაციას „აკრედიტაცია კანადას“ საქართველოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, კოვიდის ახალი შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება.

„ეს არის კოვიდის ახალი შტამი. სამწუხაროდ, ძალიან სწრაფად ვრცელდება. იგივე მაჩვენებლები ახასიათებს, რაც ომიკრონს. სამწუხაროპდ, დღეს საქართველოში ერთადერთი თავდაცვის მექანიზმი არის სამედიცინო პირბადე, დისტანცია, თუ ხართ ავად, უნდა იყოს სახლში. სამედიცინო პირბადე არის ყველაზე სწრაფი და ყველაზე ეფექტური საშუალება ვირუსის შესაჩერებლად“, – განაცახდა გიორგი ფხაკაძემ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

„წყლის რესურსების მართვის მიმართულებით სექტორულ რეფორმაზე მუშაობა საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს“

0
წყლის ეროვნული პოლიტიკის დიალოგის ფარგლებში, წყლის რესურსების მართვის კუთხით მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები განიხილეს.
ეროვნული პოლიტიკის დიალოგი წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს წყლის პოლიტიკის რეფორმის განხორციელებას და, შესაბამისად, ეროვნული მიზნებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.
ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა გახსნა.
„წყლის რესურსების მართვა, არსებული კლიმატური ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებით აქტუალურია. წყალი არის მნიშვნელოვანი რესურსი ეკონომიკის ფაქტობრივად ყველა სექტორის განვითარებისთვის. შესაბამისად, წყლის რესურსების მართვის მიმართულებით სექტორულ რეფორმაზე მუშაობა საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს. ეროვნული პოლიტიკის დიალოგის ფარგლებში, წყლის რესურსების მდგრადი მართვის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რაც ,,წყლის რესურსების მართვის შესახებ’’ კანონის მიღებით დასრულდა. აღნიშნული კანონი სრულ თანხვედრაშია როგორც ეროვნულ საჭიროებებსა და გამოწვევებთან, ასევე იმ ვალდებულებებთან, რაც საქართველოს აღებული აქვს საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებითა და ასოცირების დღის წესრიგით. აღნიშნული კანონის ძირითადი ნაწილი ძალაში 2026 წლის 1 სექტემბრიდან შევა, რის შედეგადაც ქვეყანაში მდინარეთა სააუზო მართვის მექანიზმის დანერგვა მოხდება. ამასთან, ჩვენ გავაძლიერეთ წყლის მონიტორინგის ეროვნული სისტემა, რაც გვეხმარება ქვეყნის მასშტაბით უზრუნველვყოთ წყლის რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მდგომარეობის შეფასება. უნდა აღინიშნოს, რომ რეფორმის განხორციელების პროცესში, ჩვენი მნიშვნელოვანი მხარდამჭერია ევროკავშირი, ევროკომისია, რისთვისაც მინდა მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. დღეს, როდესაც საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რათა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის საჭირო ყველა წინაპირობა შევასრულოთ’’, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
სხდომაზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდეროვიჩმა აღნიშნა, რომ საქართველომ, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, გასულ წელს მიღებული კანონის საფუძველზე, წყლის სექტორში რეფორმები უნდა განახორციელოს.
„გვჯერა, რომ ეს რეფორმები ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობით და მხარდაჭერით წარმატებით განხორციელდება“, – განაცხადა ნიკოლას სენდეროვიჩმა.
ევროკავშირის პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორების სახელით საუბრისას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონსორციუმის პროექტის ლიდერმა, ავსტრიის გარემოსდაცვითი სააგენტოს წარმომადგენელმა, ალექსანდრე ზინკემ აღნიშნა, რომ საქართველო აუმჯობესებს გარემოს მართვას. ამასთან, წყლის შესახებ კანონის მიღება არის წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობისკენ. საერთაშორისო პარტნიორები გააგრძელებენ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოების კუთხით.
როგორც სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა, საბინ მახლმა განაცხადა, გაერო მზად არის გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა მდგრადი განვითარების მიზნით განხორციელებულ საქმიანობებში, მათ შორის, წყლის სექტორის რეფორმის პროცესში.
წყლის ეროვნული პოლიტიკის დიალოგის მონაწილეებმა განიხილეს წყლის რესურსების მართვის შესახებ საქართველოს ახალი კანონის დანერგვისთვის საჭირო ღონისძიებები. სხდომაზე ყურადღება გამახვილდა წყალთან დაკავშირებული სხვადასხვა დირექტივის შესრულებასა და სექტორული მიმართულებით კლიმატის ცვლილებიდან მომდინარე გამოწვევებზე.
ღონისძიების ფარგლებში, მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილე ნინო თანდილაშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს’’ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ. პანელურ დისკუსიას მოდერაციას უწევდა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია.
წყლის ეროვნული პოლიტიკის დიალოგის სხდომა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და პროგრამის „ევროკავშირი გარემოსთვის“ ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

თბილისში ნარჩენების გადამუშავების პროექტისთვის საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან 26 მილიონ ევროს მიიღებს

0

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და საქართველოს შორის, ხელი მოეწერა „თბილისში ნარჩენების გადამუშავების პროექტის“ სასესხო შეთანხმებას.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა.

დღესვე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და თბილისის მერიას შორის გაფორმდა პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა.

თბილისში ნარჩენების გადამუშავების პროექტის განსახორციელებლად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და მწვანე კლიმატის ფონდი (GCF) ჯამურად გამოყოფს 26 მლნ ევროს ოდენობის გრძელვადიან ფინანსურ რესურსს.

სესხის თანხები მოხმარდება ნარჩენების დამუშავების სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელიც მოიცავს დახარისხების ობიექტისა და მასალების აღმდგენი ობიექტის მშენებლობას.

პროექტს განახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მეშვეობით. შესაბამისად, პროექტის განხორციელების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, დავით ფაჩულიამ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.