სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მონაცემთა ერთიან ბაზაში 94 საფუტკრე მეურნეობა და 3923 ფუტკრის ოჯახი დაარეგისტრირა


„სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე, მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში შეადგენს ღირებულების არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 250,000 ლარს, ხოლო ჩაის საკრეფი ხელის ტექნიკის შემთხვევაში − არაუმეტეს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარს.
პროგრამის დადგენილი პირობებით, შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არ მყოფი), წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს ორი კალენდარული წლით ადრე; ამავდროულად, ტექნიკაზე საგარანტიო პირობები უნდა ვრცელდებოდეს განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის განმავლობაში.
განაცხადების მიღება 15 ივლისს 12:00 საათზე დაიწყება. პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარია.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
არსებობს რამდენიმე მცენარე, რომელიც თავისი მძაფრი სუნით გველებს აფრთხობს.
ეს მცენარეები ძირითადად გამოყოფენ შხამიან ნივთიერებებს, აქვთ ძლიერი სუნი, რომელიც გველებს ეს არ უყვართ.
ლავანდა – გველებს ამ მცენარის ეშინიათ. არ უყვართ მისი სუნი და ამის გამო, მას შორდებიან.

ნიორი – განსაკუთრებით მისი სუნი, გველებს აფრთხობს. ეს კარგი მეთოდია გველების დასაფრთხობად. გააგრძელეთ კითხვა
„მადლობა მინდა გადაგიხადოთ, ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩინეთში ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლება. ვფიქრობ, კოორდინირებული თანამშრომლობით შევძლებთ სასურველი შედეგის მიღწევას“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
„ღვინის მაგისტრის საქმიანობაში მნიშვნელოვანია ემოცია, გულიდან წამოსული სიტყვები. მოუთმენლად ველი ღვინის რეგიონში, კახეთში სტუმრობას, რაც დარწმუნებული ვარ, დამეხმარება ქართულ ღვინოზე გულწრფელ საუბარში“, – განაცხადა ფოგი ვოლკერმა.
აღსანიშნავია, რომ ღვინის მაგისტრები ჩინეთის ბაზრისთვის მუშაობენ და ბაზრის ექსპერტული ანალიზის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ესწრებოდა.
ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია. ჩინეთი მყარად დამკვიდრდა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში. მიმდინარე წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 1.4 მლნ ლიტრი ქართული ღვინო, რაც 65%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ამჟამად ჩინეთში 40-მდე ქართული ღვინის სახლი, მაღაზია და სალონი მოქმედებს, ხოლო ღვინის ექსპორტს 100-მდე ქართული ღვინის კომპანია ახორციელებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მიმდინარე წელს ქართული ღვინო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში წარმოდგენილი იყო გამოფენებზე: ,,Fine Wine Hotel Exhibition”, „The China Food & Drinks Fair“, ,,RAW Wine Shanghai” და „Interwine China 2025“.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართულ ღვინოს უნდა ჰქონდეს ძლიერი პოზიცია, როგორც ხარისხიან და ავთენტურ პროდუქტს.
„დიდი ბრიტანეთი ჩვენთვის სტრატეგიული ბაზარია, ამიტომ ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ქართველ მეღვინეებს ბაზარზე წვდომის გაზრდაში. ჩვენი გრძელვადიანი მიზანია მაღალი ხარისხის, პრემიუმ კლასის ღვინის წარმოება და მისი დამკვიდრება საერთაშორისო ბაზრებზე. საქართველოს არ აქვს ბუნებრივი რესურსი, მასშტაბურად აწარმოოს დაბალი ფასის კატეგორიის ღვინო; სწორედ ამიტომ, აქცენტი ხარისხზეა“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართველი მეღვინეების და ღვინის კომპანიების მიერ ბრიტანეთის ბაზარზე პოზიციონირების გაძლიერებასა და ექსპორტის მოცულობის ზრდას. სარა ებოტმა აღნიშნა, რომ 2024 წელი წარმატებული იყო ქართული ღვინისთვის ბრიტანულ ბაზარზე და წლის განმავლობაში დადებითი გამოხმაურება და გაყიდვების ზრდა დაფიქსირდა. მისი თქმით, 2025 წლისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია ონლაინ მარკეტებში ქართული ღვინის კომპანიების ცნობადობის გაზრდა.
„ჩვენი მიმდინარე წლის მიზანია, ქართული ღვინის პოზიციონირება მოვახდინოთ ონლაინ გაყიდვების პლატფორმებზე, რომლებიც დიდ ბრიტანეთში განსაკუთრებით პოპულარულია. გასათვალისწინებელია, რომ ღვინის ხარისხი იწყება ვენახიდან, შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ ექსპორტის ზრდასა და პრემიუმ სეგმენტში დამკვიდრებაზე, აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ ვენახის მოვლასა და პირველადი ხარისხის უზრუნველყოფასაც“, – განაცხადა სარა ებოტმა.
დიდი ბრიტანეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან განიხილება როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარი. ქართული ღვინის დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო სარა ებოტის კომპანიასთან „Swirl Wine Group LTD” 2015 წლიდან თანამშრომლობს. სააგენტოს და ქართული ღვინის მწარმოებლებს შორის თანმიმდევრული და მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, 2024 წელს ექსპორტირებული იყო დაახლოებით 426 ათასი ლიტრი ღვინო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 72%-ით აღემატება.
2025 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ქართულ ღვინოს დიდ ბრიტანეთში კვლავ „Swirl Wine Group” წარადგენს. მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია დეგუსტაცია-სემინარები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, ქართული ღვინის მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენებში, ასევე მიზნობრივი სარეკლამო და მედია აქტივობები, რაც დამატებით შეუწყობს ხელს ბრიტანულ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და გაყიდვების ზრდას.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გამოცხადებული კონკურსის შედეგად ჟიურიმ 78 კანდიდატიდან 10 მზარეული შეარჩია. გამარჯვებულები საფრანგეთში გაემგზავრებიან, სადაც 2 კვირის განმავლობაში გაივლიან კერძების მომზადების პრაქტიკულ მეცადინეობას, დაეუფლებიან ახალ ტექნოლოგიებს, გაეცნობიან მსოფლიო უახლეს ტენდენციებს სამზარეულოს აღჭურვასა და მართვაში.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტი ხელს შეუწყობს მზარეულებს, რომ ქართული კულინარია კიდევ უფრო განვითარდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იწყებს ახალ პროექტს, რომელიც გულოსხმობს დამწყები შეფმზარეულების საზღვარგარეთ გადამზადებას. 78 კანდიდატიდან შეირჩა 10 საუკეთესო, რომლებიც გაივლიან გადამზადებას საფრანგეთის რეპუტაბელურ აკადემიაში ფერანდიში. ორი კვირის განმავლობაში ისინი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გივლიან გადამზადებას და უკან ახალი ცოდნით შეიარაღებული დაბრუნდებიან. რათქმა უნდა ვინოდოვნებთ რომ ეს გააუმჯობესებს ქართულ გასტრონომიას, რაც მომავალში ტურიზმის განვითარებას და გასტროტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მუდმივად ანხორციელებს სხვადასხვა ტიპის გადამზადრბებს, თუმცა ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საზღვარგარეთ მიგვყავს ქართველი შეფმზარეულები, იმისთვის რომ საერთაშორისო სტანდარტებს დაეუფლონ. ვფიქრობ ძალიან წარმატებული პროეტი იქნება და მომავალშიც გაგრძელდრბა“, – აცხადებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს Ferrandi Paris-ის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი ნიკოლა გაიარი.
„საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, თბილისში შეირჩა ნიჭიერი ქართველი შეფ-მზარეულების ჯგუფი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ფერანდის დიჟონის კამპუსში, უფასო სასწავლო პროგრამაში, რომელიც ბურგუნდიის გულში მდებარეობს.
პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ კულინარიულ მასტერკლასებს, ტრენინგებს ინოვაციური კულინარიული ტექნოლოგიების შესახებ, გლობალური კვების ტენდენციების გაცნობას, სამზარეულოს აღჭურვილობასა და მენეჯმენტს.
ფერანდი ერთ-ერთი წამყვანი კულინარიული სკოლების ქსელის ნაწილია საფრანგეთში, რომელიც აღიარებულია ფრანგული კულინარიული ხელოვნების მაღალი ხარისხით. ფერანდის კურსდამთავრებულები მთელ მსოფლიოში, საერთაშორისო კარიერას პრესტიჟულ სასტუმროებსა და ცნობილ რესტორნებში აგრძელებენ.
„ეს შესანიშნავი სასწავლო გამოცდილებაა და ჩვენ მოუთმენლად ველით დავხვდეთ ქართველ მზარეულებს“, -აცხადებს ნიკოლა გაიარი.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების 30 მწარმოებლის პროდუქცია საქართველოდან, ბელგიიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან. გამოფენა-გაყიდვას ღვინის პროფესიონალები, ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები და იმპორტიორები დაესწრნენ, რაც ქართული ღვინის ევროპის ბაზარზე ცნობადობის ზრდის და ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების დამატებით შესაძლებლობაა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში ახორციელებს.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ლაბორატორიული ქსელის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით მუშაობა უწყვეტი პროცესია.
„ლაბორატორიული ქსელის გაძლიერება მოიცავს არაერთ მიმართულებას, ესენია გამართული ინფრასტრუქტურა, თანამედროვე ტექნოლოგიები და ტექნიკური აღჭურვილობა; ლაბორატორიებში მუდმივად მიმდინარეობს ახალი კვლევის მეთოდების დანერგვა, რომლებიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და ვალიდურია. ჩვენი ლაბორატორიის სპეციალისტები რეგულარულად გადიან სწავლებას საერთაშორისო პარტნიორ ლაბორატორიებში“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა აგროწარმოების ყველა ეტაპზე დროული და ზუსტი დიაგნოსტირების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ახლად გახსნილ შენობაში დამატებით მოწყობილი სამუშაო სივრცეები მნიშვნელოვნად აძლიერებს სურსათის უვნებლობის მიმართულებით კვლევის შესაძლებლობებს.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დროული და ზუსტი დიაგნოსტირება არის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი აგროწარმოების ყველა ეტაპზე. ჩვენ გვაქვს მთავარი მიზანი, ჯანსაღი პროდუქციით უზრუნველვყოთ ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ადგილობრივი ბაზარი და, ამავდროულად, ქართული პროდუქცია, საკუთარი მაღალი ხარისხით, გავხადოთ მოთხოვნადი საერთაშორისო ბაზრებზე“, – განაცხადა მინისტრმა.
მხარეებმა საქართველოში კლიმატის ცვლილების ნეგატიური ზეგავლენის შემცირებისკენ მიმართული მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
„საქართველოს პარტნიორობა „კლიმატის მწვანე ფონდთან“ (GCF) 2016 წელს დაიწყო. მას შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით არაერთ ერთობლივ პროექტს ვახორციელებთ. საქართველოში კლიმატის ცვლილების შემარბილებელი და საადაპტაციო ღონისძიებების განსახორციელებლად GCF-მა ორი ეროვნული პროექტი დააფინანსა. ჩვენ ჩართულები ვართ ფონდის რეგიონულ პროექტებშიც. ვიმედოვნებთ, რომ „კლიმატის მწვანე ფონდთან ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“,-განაცხადა დავით სონღულაშვილმა. გააგრძელეთ კითხვა
მართლაც ბაღის მშვენებაა ვარდისფრად მოყვავილე „კაბით“ შემოსილი ბაღის „პატარძალი“ – ატამი, ჯერ ყვავილების, ხოლო შემდგომ მწიფე ნაყოფის სურნელით რომ ავსებს ბაღს. ახლა ნაყოფის ფერები – მომწვანო, თეთრი, ყვითელი ან მოწითალო!
გემოთი ხომ განუმეორებელია. ტყუილად კი არ იწვალეს სელექციონერებმა, რომლებმაც ატმის 5000-მდე ჯიში გამოიყვანეს. ნაყოფის რბილობი თეთრია ან ყვითელი, შეიცავს შაქრებს, ორგანულ მჟავებს, პექტინოვან ნივთიერებებს, კალიუმის მარილებს, ვიტამინებს. კურკა შეიცავს 57%-მდე ცხიმოვან ზეთს, რომელიც გამოიყენება მედიცინაში. ატამი უგემრიელესი ხილია და მისგან საზამთროდ მარაგის შექმნაც შეიძლება – ჩირის, მურაბის, კომპოტის, წვენების სახით.
ატმის ნაყოფის გარეკანი ორი სახისაა: შებუსვილი და გლუვი (ვაშლატამა). ჯიშის მიხედვით – ივნისიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე მწიფდება. ნაყოფს იძლევა მეორე-მესამე წლიდან, 5 წლის ხე უკვე სრულმოსავლიანია, ცოცხლობს 15-18 წლამდე, რა თქმა უნდა, კარგი მოვლა-პატრონობის პირობებში. მოვლა-პატრონობის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია ნერგის ფორმირება და მისი ყოველწლიური სხვლა. ისხვლება დაახლოებით ვაზის სხვლის პრინციპით – სამამულე-სანაყოფეს დატოვებით.
კარგად ხარობს ალუვიურ (მდინარის მოტანილ) კარბონატულ ნიადაგზე. ირგვება ჩვეულებრივად, როგორც ყველა ნერგი. საუკეთესოა ორწლიანი ნერგის დარგვა, რომელიც დაბალ შტამბზე 60-80 სმ-ზე ისხვლება. სითბოს მოყვარული კულტურაა, სიცხისა და გვალვის ამტანი.
საქართველოში გავრცელებულია ატმის 11 ჯიში, აქედან ქართლის ზონისათვის დამახასიათებელია მსხვილნაყოფიანი სახრავი ჯიშები: ხიდისთაური – ვარდისფერი, თეთრი, ყვითელი, და ბერების. კახეთის ადგილობრივი ჯიშებიდან ფართოდაა გავრცელებული საშემოდგომო ჯიშები: კახური თეთრი, გავაზური, ხირსული.
ქართველმა სელექციონერებმა გამოიყვანეს საგვიანო ჯიშები: ბესტავაშვილი და წედისური, აგრეთვე საადრეო სუფრის ჯიშები: ნობათი, ერისთავის ვარდისფერი, გორული საადრეო, სკრის საადრეო, სანდო. შემოტანილი ჯიშებიდან ფართოდ არის დანერგილი ელბერტა და ამსდენი.
ატამი კურკითაც კარგად მრავლდება და მყნობითაც. საძირეებად იყენებენ: ატმის, ტყემლისა და ნუშის ნათესარს. ყველაზე მეტად აზიანებს ფოთლის სიხუჭუჭე (რომლისგანაც შესანიშნავად იცავს პრეპარატი `ბიორაგი~), მავნებლებიდან – მწვანე ბუგრი და ატმის ჩრჩილი.
ხეხილის ბაღი, სადაც მსხალი არ დგას, ღირსი არ არის, ბაღად იწოდებოდესო
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)