მთავარი სამინისტრო მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას ფერმერები გაზრდილი სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძლებენ

მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას ფერმერები გაზრდილი სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძლებენ

0
მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას ფერმერები გაზრდილი სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძლებენ
სოფლის განვითარების სააგენტომ მოსავლის ამღები ტექნიკის შეძენაზე თანადაფინანსება გაზარდა 250,000 ლარამდე. იხილეთ ვისთან და როგორ მიმართოთ ამ შესაძლებლობის გამოსაყენებლად.

პროგრამაში შესული ცვლილებით, 150,000 ლარიდან 250,000 ლარამდეა გაზრდილი მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენაზე სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების ჯამური ოდენობა, – ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე, მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში შეადგენს ღირებულების არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 250,000 ლარს, ხოლო ჩაის საკრეფი ხელის ტექნიკის შემთხვევაში − არაუმეტეს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარს.

პროგრამის დადგენილი პირობებით, შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არ მყოფი), წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს ორი კალენდარული წლით ადრე; ამავდროულად, ტექნიკაზე საგარანტიო პირობები უნდა ვრცელდებოდეს განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის განმავლობაში.

განაცხადების მიღება 15 ივლისს 12:00 საათზე დაიწყება. პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარია.

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniSofeli.ge. მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას ფერმერები გაზრდილი სახელმწიფო თანადაფინანსებით შეძლებენ [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 აგვ 30]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%9d/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here