ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ბრიუსელში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

Orange background with a white rounded-square logo in the center containing the letters 'ag60', and a white Georgian wordmark beneath the logo.
1 წუთიანი წაკითხვა
ბრიუსელში ქართული ღვინის წარდგენის შემდეგ, ბევრი ამბობს, რომ ჩვენი ღვინო ევროპაში უკვე ყველამ იცის. მაგრამ რეალობა სხვაგვარია და ეს მითები ხშირად ზღუდავს ჩვენი ღვინის ნამდვილ პოტენციალს.

ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელში, ბუნებრივი ღვინოების და ალკოჰოლიანი სასმელების მესამე გამოფენაზე „Atomic PIF” ქართული ღვინის წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „FLOW SRL“ ორგანიზებით გაიმართა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების 30 მწარმოებლის პროდუქცია საქართველოდან, ბელგიიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან. გამოფენა-გაყიდვას ღვინის პროფესიონალები, ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები და იმპორტიორები დაესწრნენ, რაც ქართული ღვინის ევროპის ბაზარზე ცნობადობის ზრდის და ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების დამატებით შესაძლებლობაა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში ახორციელებს.

გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის