ადგილი სადაც, ყველაფერი მეფე თამარს უკავშირდება
„ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება“
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 აპრილიდან თბილისსა და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში, ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს ფიქსირდება.
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე – https://www.air.gov.ge “, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ზოგიერთი მცენარის ნახარშის გამოყენება მავნებლების წინააღმდეგ
ზოგიერთი მცენარის ნახარშის გამოყენება მავნებლების წინააღმდეგ
1. ხახვისა და ნივრის ფოთლების ნაყენი და ნახარში გამოიყენება ხეხილისა და ვაზის აბლაბუდიანი ტკიპებისა და მცენარეული ტილების წინააღმდეგ.
ნაყენის მომზადების წესი: ხახვის ან ნივრის დაქუცმაცებული მწვანე ნაწილების 200გ ჩაიყრება ვედროში, დაესხმება 10 ლ თბილი წყალი, 4-5 დღის შემდეგ გაიწურება. ვეგეტაციის პერიოდში გამოიყენება 3-ჯერ 5 დღის ინტერვალით მავნებლების გამოჩენისთანავე.
ნახარში შემდეგნაირად მზადდება: ვედროში ნახევრამდე ჩაიყრება ხახვის და ნივრის ფოთლები, ქერცლები, დაესხმება 10 ლ მდუღარე წყალი. ერთი დღე-ღამის შემდეგ გადაიწურება და გამოიყენება შესასხურებლად (1:2 შეფარდებით წყალთან) იმავე მავნებლების წინააღმდეგ და იმავე ვადებში, როგორც ნაყენი.
2. თამბაქოს ფოთლების, ყლორტების ჩამონამტვრევებისა და მტვრის ნაყენი ან ნახარში გამოიყენება ხეხილის მწუწნავი მავნებლების: ტილების, ფსილებისა და ხერხიების ღიად მცხოვრები პირველი ხნოვანების მატლების წინააღმდეგ.
ნაყენის მომზადების წესი: 400 გ ხმელ ნარჩენს ასხამენ 10 ლ წყალს და ტოვებენ 2 დღე-ღამეს, შემდეგ წურავენ საცერში და უმატებენ 10 ლ წყალს, მიმკვრელობის გასაზრდელად უმატებენ 40 გ საპონს და ასხურებენ ხეხილის მწვანე მასას 2-ჯერ 15 დღის ინტერვალით.
ნახარშის მომზადების წესი: 400 გ ხმელ თამბაქოს ნარჩენებს ასხამენ 10 ლ წყალს და აჩერებენ ერთ დღე-ღამეს, შემდეგ ადუღებენ 2 საათს. გაცივების შემდეგ უმატებენ 10 ლ წყალს და შესხურების წინ უმატებენ 40 გ საპონს. ამავე წესით ამზადებენ თამბაქოს მტვრის ნახარშსაც
10 სასარგებლო რჩევა – რითი ებრძოდნენ ჩვენი წინაპრები მცენარეთა დაავადებებს და მავნებლებს
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
მობრძანდა მადლიანი შემოდგომა ხვავით, ბარაქითა და მოსავლის დასაბინავებლად საუკეთესო ამინდით
სექტემბერი
მობრძანდა მადლიანი შემოდგომა ხვავით, ბარაქითა და მოსავლის დასაბინავებლად საუკეთესო ამინდით. ეს ის დროა, როცა მარჯვენადალოცვილი მიწის მუშა სიხარულითა და სიამაყით შეჰყურებს თავის ნაამაგარს – სიმძიმისაგან ტოტებდახუნძლულ ბაღს. უყურებს და ტკბება დამკრახული ყურძნის მტევნების, მუქი ლურჯი და ვარდისფერი ქლიავის, ფერად-ფერადი ვაშლისა და მსხლის, სხვა უტკბილესი და უგემრიელესი ხილის ცქერით, რომელსაც დროულად სჭირდება მოკრეფა-დაბინავება. ეს კი არც ისე ადვილი საქმეა. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ხეხილის ჯიშების მიხედვით ნაყოფის სიმწიფის ხარისხიც. ნაადრევად მოკრეფილი ვაშლი ცუდად ინახება და არც არომატი აქვს შესაბამისი. არც დაგვიანებით მოკრეფილი ვარგა, გადამწიფებული კარტოფილივით ფხვიერი ხდება.
კრეფის ნორმალურად ჩასატარებლად აუცილებელია: კიბეები, ვედროები, კავები ტოტის მოსაწევად და ვედროს ჩამოსაკიდებლად, გრძელ ჭოკზე მიმაგრებული სპეციალური საკრეფი, რომელიც გამოიყენება ვაშლისა და მსხლის კენწეროებიდან ჩამოსაკრეფად. ვაშლის კრეფისას შეეცადეთ ნაკლებად დაზიანდეს ცვილი, რომლითაც დაფარულია ნაყოფი, ვინაიდან იგი აუცილებელია ნაყოფის შესანახად; ვედროშიც ფრთხილად ჩააწყვეთ, არ დაჟეჟოთ. მოკრიფეთ სათითაოდ და არა ორ-ორი ნაყოფი ერთად. კარგად ინახება მხოლოდ მწიფე (და არა გადამწიფებული ხილი). მოკრეფილი ხილი ფრთხილად ჩააწყვეთ ხის ყუთებში და შეინახეთ ბნელ სარდაფში, სადაც ტემპერატურა 2-4ºჩ-ია, შეფარდებითი ტენიანობა – 85-90%. ხილი მოკრეფისთანავე უნდა დახარისხდეს, დაჟეჟილი და ჭიანი მოსცილდეს და ზომის მიხედვით გადაირჩეს, ხოლო შემდეგ ფრთხილად ჩალაგდეს 4%-იანი საჭმელი სოდით წინასწარ გარეცხილ ყუთებში ან დალაგდეს თაროებზე. ვაშლი დაალაგეთ ყუნწით ქვემოთ, მსხალი – პირიქით. იმისათვის, რომ ჰაერი არ გამოშრეს, საცავში დადგით წყლიანი თასი. ტენიან სარდაფებში დგამენ ჩამქრალი კირით სავსე ყუთს, რომ ზედმეტი ტენი შეიწოვოს. იქ, სადაც ხილი ინახება, არ შეიძლება მძაფრსუნიანი პროდუქციის ან ქიმიური საშუალებების (მათ შორის ბენზინის, ნავთის) შენახვა. ძალიან კარგად ინახება გაუქმებულ ჭაში კალათით ჩაკიდებული ხილი, მათ შორის ქლიავიც. სარდაფის უქონლობის შემთხვევაში ხილის შენახვა შეიძლება აივანზეც, ოღონდ წინასწარ სათითაოდ შეახვიეთ ქაღალდში და ისე ჩააწყვეთ, ხოლო ყინვის შემთხვევაში ყუთები შეფუთეთ. კარგად ინახება ვაშლი, მსხალი და კომში ღია აივანზე ან საკუჭნაოში დადგმულ სახურავიან ტახტებსა და სკივრებში, ოღონდ იქაც სათითაოდ ქაღალდში გახვეული ჩაალაგეთ. ყურძნის შესანახად ვარგისია სათავსი, სადაც ტემპერატურაა 5-6ºჩ, ტენიანობა – 80%, ასეთია სარდაფი. უკეთესია, თუ მტევნებს ასე ჩაალაგებთ – ერთი ფენა ნახერხი, შემდეგ მტევნები და ა.შ.
მოსავლის აღების შემდეგ, როცა ყველაფერს დააბინავებთ, ნაკვეთი გადაბარეთ. თუ სამი წლის მანძილზე სასუქი არ შეგიტანიათ, სასურველია, ყოველ 10 მ2-ზე 40-60კგ ნაკელის შეტანა. ყინვების დაწყებამდე გადაბარვა იმიტომ არის აუცილებელი, რომ ყინვა ბელტებს შლის და ნიადაგს აფხვიერებს. გამხმარი და დაავადებული ხეები ძირიანად ამოძირკვეთ და ნაკვეთიდან გაიტანეთ. ხის ამოსაღებად ძირიდან 60-100 სმ-ის დაშორებით ირგვლივ მოთხარეთ და ყველა ფესვი გადაჭერით. როგორც კი ხეს გვერდზე გადახრით, მისი მოთხრა ადვილია.
სექტემბერში იბერტყება კაკალი; თხლად გაშალეთ მშრალ სათავსში, რომელიც კარგად ნიავდება და დაცულია მღრღნელებისაგან. მსხვილი, მაღალხარისხოვანი კაკლები გადაარჩიეთ და შეინახეთ სათესლედ. ითესება ადრე გაზაფხულზე.
გახსოვდეთ
შესანახი ვაშლი და მსხალი იკრიფება ყუნწიანად, ნაყოფის დაუზიანებლად.
აგვისტო – ბაღი. აგვისტოში იკრიფება საადრეო ჯიშის ვაშლი (პაპიროვკა, სუისლაპერი, ზაფხულის ატმისებრი
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
მუცო – განსაკუთრებით პოპულარულია ტურისტებისა და მთამსვლელებისთვის
მუცო — სოფელი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის თემში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1880 მეტრზე.
განსაკუთრებით პოპულარულია ტურისტებისა და მთამსვლელებისთვის.
მუცოს ნასოფლარში შემავალი ძეგლებია:
- ბორჩაშვილების ციხე-სახლი
- ბროლისკალოს წმინდა გიორგის ხატი
- თორღვაის კოშკი
- თორღვაის ციხე-სახლი
- კოშკიანი ციხე-სახლი
- ჩოლოყაანთ კოშკი
ქალაქიდან სოფელში წასული მწერალი, რომელიც ბაღდათში 150 წლიან ოდაში ცხოვრობს
ქალაქიდან სოფელში წასული მწერალი, რომელიც ბაღდათში 150 წლიან ოდაში ცხოვრობს.
ის ჰყვება თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და რა უპირატესობები აქვს სოფლად ცხოვრებას.
„დავიბადე და გავიზარდე თბილისში. მთელი ცხოვრება თბილისში გავატარე და 2020 წელს შევიძინე მიწა ბაღდათის რაიონში. თავის წესები აქვს ქალაქს, სადაც შენ ვერ ოპერირებ, თუ მეტი თავისუფლება გინდა, აქ სრული თავისუფლებაა. გადმოვედი ჩავყარე ვენახი, პატარა ოდა დამხვდა 150 წლის, რომელიც გავაკეთე.
რაც შენთვის არის საჭირო უნდა გააკეთო. ვინც მიცნობდა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ თოხს ავიღებდი ხელში. სოფელი უპირატესია იმ გაგებით, რომ შენი თვითრეალიზება ხდება.
უნდა შევინარჩუნოთ სოფელი, სოფლის გარეშე ქვეყანა არ არსებობს“,- ამბობს ალექსანდრე პაიკიძე.
„ოტიას ეზო“ – როგორ გამოიყურება მწერლის კარ-მიდამო
“ოტიას ეზო” – ეზო, რომელიც მოიცავს მუზეუმს, მარანს, მასტერკლასებისა და კულტურული ღონისძიებების სივრცეს.
ოტია იოსელიანის შვილიშვილი 27 წლის ასაკში მამაპაპისეულ სახლში დაბრუნდა და ბაბუის ეზოს ახალი სიცოცხლე შესძინა… ცნობილი წინაპრის სახლი რომ არ დაკეტილიყო, ოჯახმა გადაწყვეტილება მიიღო და წყალტუბოსა და თბილისს შორის ყოველდღიური კავშირი გაიბა. ამგვარად, ცნობილი ქართველი მწერლის ოტია იოსელიანის სახლი “სიჩუმეს” გადაარჩინეს და არაოფიციალურ სახლ-მუზეუმად აქციეს.
ოტიას ეზოს სხვა დატვირთვაც აქვს – აქ მისული სტუმრები და ტურისტები ადგილზე წარმოებულ პროდუქციას ეცნობიან და აგემოვნებენ. სახელზე ბევრი არც უფიქრიათ, ალბათ, ძნელად შეირჩეოდა სხვა უფრო ეფექტური სახელი, ამგვარ ბმაში რომ ყოფილიყო მწერალთან. ასე შეიქმნა პროექტი „ოტიას ეზო“, საკუთარი ლოგოთი და ნატურალური პროდუქტებით.
“კარს ვუღებთ სტუდენტებს, ისინი ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნიან” – გიორგი ფხაკაძის შეთავაზება ახალგაზრდებს
2024 წლის 10 აპრილს ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და მედიაჰოლდინგ “შენის” თანამშრომლობა, ასევე მათთვის არაერთი სიახლე შესთავაზა.

აღსანიშნავია, რომ მხარდაჭერას გიორგი ფხაკაძე სრულიად საქართველოს სტუდენტებს სთავაზობს. ეს პროექტი კი საკუთარი მშობლიური ქალაქიდან, ქუთაისიდან დაიწყო…
“შეხვედრა უკავშირდებოდა ჩვენს ახალ პროექტს – მედიაჰოლდინგ “შენის” 11-დან ერთ-ერთ ვებგვერდ sheniganatleba.ge -ზე შევქმნით პლატფორმას “შენი სიტყვა”, რომლის მიზანია, სტუდენტებს, ახალგაზრდებს მივცეთ საშუალება, გამოხატონ აზრი იმ პროფესიის შესახებ, რასაც ეუფლებიან.

მათ საშუალება ექნებათ, ჩვენს პლატფორმაზე გამოაქვეყნონ სტატია თანდართული ვიდეოთი, სადაც მოკლედ და ლაკონიურად ახსიან, თუ რას ფიქრობენ იმ პროფესიის შესახებ, რაც აირჩიეს. სტუდენტები ამით საკუთარ თავს გააცნობენ ფართო საზოგადოებას და გაუწევენ პოპულარიზაციას იმ უნივერსიტეტს, რომელსაც წარმოადგენენ.

მჯერა, რომ ახალგაზრდების ფართო ჩართულობა და საჯაროობა არის სწორი გზა ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის. ჩვენი მედიაჰოლდინგი კარს უხსნის ახალგაზრდობას, სტუდენტობას და უზრუნველყოფს მათ პროფესიულ წინსვლას და წარმატებებს…” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
შეხვედრის შესახებ ისაუბრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა იმერი ბასილაძემაც:
“დღევანდელ შეხვედრაზე შევჯერდით – ეს პროექტი არის საუკეთესო და გამორჩეული იმ თვალსაზრისით, რომ კომუნიკაცია, რაც აკლია სტუდენტებს, იყოს მრავალფეროვანი და მრავალმხრივი. თანაც, ეს პროექტი პოპულარულზაციას გაუწევს უნივერსიტეტს და ჩვენს სტუდენტებს განუვითარებს კრიტიკული აზროვნების უნარს.
ვფიქრობ, რომ ბატონი გიორგი ფხაკაძის ამ შემოთავაზებით სტუდენტების ძირითადი ნაწილი დაინტერესდება, რა თქმა უნდა.
ამასთან, ფაკულტეტებიდან მათ გამოეყოფათ კურატორები, რომლებიც გარკვეულ დახმარებას გაუწევენ ინფორმაციის წარმოდგენის და რედაქტირების მხრივ და ეს ინფორმაცია, რომელიც განთავსდება ვებგვერდებზე, არამხოლოდ უნივერსიტეტის პოპულარიზაციას მოახდენს, არამედ თავად სტუდენტებისათვისაც იქნება ხელსაყრელი, რადგან ისინი გახდებიან ცნობადები და გამოქვეყნებული ინფორმაცია იქნება მათთვის საინტერესო.”
ეკატერინე გაჩეჩილაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე:
“უნივერსიტეში სტუმრად გვყავდა ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელმაც გამართა შეხვედრა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.
მან წარადგინა თავისი კონცეფცია, რომელიც განკუთვნილია სტუდენტების თავისუფალი სიტყვასთვის, მათი თავისუფალი ნების გამოხატვისათვის. გიორგი ფხაკაძემ დააანონსა ახალი პლატფორმა “შენი სიტყვა” , სადაც სტუდენტები შეძლებენ 50-წამიანი ვიდეოების ატვირთვას, რომელშიც გააჟღერებენ მათ ინტერესებსა და იდეებს.
რა თქმა უნდა, ამ პლატფორმამ დიდი ინტერესი გამოიწვია ახალგზარდებში, გაიმართა აქტიური ინტერაქცია, დისკუსია. გვჯერა, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ათეულობით ვიდეო ჩაიწერება ახალი პლატფორმისთვის….”











