თევჭერის წესების დარღვევისთვის ჯარიმა იზრდება

SheniSofeli.ge
1 წუთიანი წაკითხვა

თევზჭერის წესები მკაცრდება. რიგ შემთხვევებში იზრდება ჯარიმები, გარკვეულ შემთხვევებში კი, კანონს ისეთი მუხლები ემატება, რომელიც აქამდე საერთოდ არ არსებობდა.

კანონპროექტის თანახმად, კოდექსს ემატება მუხლი, რომელიც თევზჭერის იარაღის სამოქალაქო ბრუნვას აწესრიგებს. კერძოდ, ამ მუხლის პირველი ნაწილი არეგულირებს სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, გადაცემისა და გასხვისების შემთხვევებს. აღნიშნული მოთხოვნების დარღვევისთვის ჯარიმა განსაზღვრულია 1000 ლარის ოდენობით და იარაღის კონფისკაციით. მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენას, რაც გამოიწვევს ჯარიმას 2000 ლარის ოდენობით და იარაღის კონფისკაციით.

პროექტის თანახმად, გემიდან, სხვა მცურავი საშუალებიდან, პლატფორმიდან, მილსადენიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან ზღვაში მავნე, დამაბინძურებელი ნივთიერებების, საწარმოო, ტექნიკური ან სხვა სახის ნარჩენების ან/და მასალის ჩაღვრა (ჩაყრა, ჩაშვება), აგრეთვე მათი ჩამარხვის წესის დარღვევით ზღვის დაბინძურება – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 65 000 ლარისა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება, რომელიც თევზჭერისა და შავი ზღვის დაბინძურების საკითხებს შეეხება, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). თევჭერის წესების დარღვევისთვის ჯარიმა იზრდება. 8 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/თევჭერის-წესების-დარღვევ/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. თევჭერის წესების დარღვევისთვის ჯარიმა იზრდება [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%97%e1%83%94%e1%83%95%e1%83%ad%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%94%e1%83%95/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network