ზოგიერთი მცენარის ნახარშის გამოყენება მავნებლების წინააღმდეგ

ირინა დათაშვილი
2 წუთიანი წაკითხვა

ზოგიერთი მცენარის ნახარშის გამოყენება მავნებლების წინააღმდეგ

1. ხახვისა და ნივრის ფოთლების ნაყენი და ნახარში გამოიყენება ხეხილისა და ვაზის აბლაბუდიანი ტკიპებისა და მცენარეული ტილების წინააღმდეგ.
ნაყენის მომზადების წესი: ხახვის ან ნივრის დაქუცმაცებული მწვანე ნაწილების 200გ ჩაიყ­რება ვედროში, დაესხმება 10 ლ თბილი წყალი, 4-5 დღის შემდეგ გაიწურება. ვეგეტაციის პერიოდში გამოიყენება 3-ჯერ 5 დღის ინტერვალით მავნებლების გამოჩენისთანავე.
ნახარში შემდეგნაირად მზადდება: ვედროში ნახევრამდე ჩაიყრება ხახვის და ნივ­რის ფოთლები, ქერცლები, დაესხმება 10 ლ მდუღარე წყა­ლი. ერთი დღე-ღამის შემდეგ გადაიწურება და გამოიყენება შესასხურებლად (1:2 შეფარდებით წყალთან) იმავე მავნებლების წინააღ­მდეგ და იმავე ვადებში, როგორც ნაყენი.
2. თამბაქოს ფოთლების, ყლორტების ჩა­მო­ნამტვრევებისა და მტვრის ნაყენი ან ნახარში გამოიყენება ხეხილის მწუწნავი მავნებლების: ტილების, ფსილებისა და ხერხიების ღიად მცხოვ­რები პირველი ხნოვანების მატლების წინააღმდეგ.
ნაყენის მომზადების წესი: 400 გ ხმელ ნარ­ჩენს ასხამენ 10 ლ წყალს და ტოვებენ 2 დღე-ღამეს, შემდეგ წურავენ საცერში და უმატებენ 10 ლ წყალს, მიმკვრელობის გასაზრდელად უმატებენ 40 გ საპონს და ასხურებენ ხეხილის მწვანე მასას 2-ჯერ 15 დღის ინტერვალით.
ნახარშის მომზადების წესი: 400 გ ხმელ თამ­ბაქოს ნარჩენებს ასხამენ 10 ლ წყალს და აჩერებენ ერთ დღე-ღამეს, შემდეგ ადუღებენ 2 სა­ათს. გაცივების შემდეგ უმატებენ 10 ლ წყალს და შესხურების წინ უმატებენ 40 გ საპონს. ამავე წესით ამზადებენ თამბაქოს მტვრის ნახარშსაც

10 სასარგებლო რჩევა – რითი ებრძოდნენ ჩვენი წინაპრები მცენარეთა დაავადებებს და მავნებლებს

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — სოფლის მეურნეობა და ფერმერობა. სპეციალიზდება აგრარულ სიახლეებზე, მოსავლის, ბოსტნეულისა და მეცხოველეობის თემებზე.
1 კომენტარი