მთავარი აგრო სიახლეები აგვისტოში (თუ ივლისში გამოგვრჩა მხედველობიდან) აუცილებელია ნაყოფით დახუნძლული ხეებისთვის ორკაპი საყრდენების შეყენება

აგვისტოში (თუ ივლისში გამოგვრჩა მხედველობიდან) აუცილებელია ნაყოფით დახუნძლული ხეებისთვის ორკაპი საყრდენების შეყენება

0
აგვისტოში (თუ ივლისში გამოგვრჩა მხედველობიდან) აუცილებელია ნაყოფით დახუნძლული ხეებისთვის ორკაპი საყრდენების შეყენება
ბაღის მავნებლებთან და დაავადებებთან წარმატებული ბრძოლა საჭიროებს სეზონური კალენდრის მკაცრ დაცვას. სწორი დროის არჩევა და ეფექტური პრეპარატები განსაზღვრავს მომავალი მოსავლის ხარისხს.

აგვისტო 

ბაღი. აგვისტოში იკრიფება საადრეო ჯიშის ვაშლი (პაპიროვკა, სუისლაპერი, ზა­ფხულის ატ­მისებრი, ლეჩხუმური შაფრანა), მსხალი (კა­ხური გულაბი, ქართული გულაბი, სამარიობო, სოხუმის დუშესი, კლაპის ფავორიტი, ვენის ტრი­უმფი, უზუნ-არმუდი) და ქლიავის საადრეო ჯიშები (მწვანე რენკლოდი, ონტარიო, ჭრელი პედრიგონი, დიდი ჰერცოგი და სხვ.).
აგვისტოში (თუ ივლისში გამოგვრჩა მხედველობიდან) აუცილებელია ნაყოფით დახუნძლული ხეებისთვის ორკაპი საყრდენების შეყენება, რისთვისაც ორკაპში წინასწარ მცირეოდენ თივას ან სხვა რბილ მასალას ვათავსებთ, რათა ტოტი არ გაიხეხოს. ამ პერიოდში იცის სარეველების მომრავლება, ამიტომ ნუ დაიზარებთ მამაპაპური თოხით მათ განადგურებას.
ვენახი. საჭიროებისამებრ ტარდება ბორდოს 1%-იანი ხსნარით შესხურება, ასევე გო­გირ­დით შეფრქვევა, ოღონდ წამლობას წინ უნ­და უძღოდეს ზედმეტი ყლორტების – შტამ­ბზე ამონაყარების მოცილება (გარდა იმ ამო­ნა­ყარისა, რომელიც შეიძლება დაგვჭირდეს გა­დასაწიდნად ან დაზიანებული მხარის შესაც­ვლელად). ამ პერიოდში ხდება ყლორტების მიბმა საყრდენზე და ნამხარის შეცლა; მტევნის ზემოთ 10 ფოთლის, ანუ 10 მუხლის, დატოვება და წვერის წაწყვეტა, ხოლო სიმწიფეში შესვლისთანავე იმ ფოთლების მოცილება, რომლებიც მტევნებს ჩრდილავს.
აგვისტოში ასევე აუცილებელი ღონისძიებაა თოხნა მიწის გაფხვიერებისა და სარევე­ლების მოსპობის მიზნით. საუკეთესო საშუ­ალებაა დამულჩვა, ანუ ვაზის ძირში ნათოხნი ბალახის, ნაკელის, ტორფის და ა.შ. დაფენა. ეს ხელს უწყობს ტენის შენარჩუნებას და სარეველებთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია.
ბოსტანი. კომბოსტო. იღებენ საშუალო-საგვიანო ჯიშის (თეთრთავიანი, წითელთავიანი და სავოიის) კომბოსტოს მოსავალს თანდათანობით. მოსავლის აღების დაგვიანება იწვევს თავების დახეთქას და საყვავილე ისრების განვითარებას.
სტაფილო. დამატებითი გამოკვების სახით სტაფილოს კვლებში შეაქვთ ამონიუმის გვარჯილა ან მინერალური სასუქის ნარევი გადამწვარ ნაკელთან ერთად.
ჭარხალი. იღებენ ადრეულ პერიოდში და­თესილი სუფრის ჭარხლის მოსავალს შერჩე­ვით. გვიან დათესილ ან დარგულ ჭარხალს და­მატებით უტარებენ გამოკვებას ისევე, როგორც სტაფილოს.
თვის ბოლოკი და ბოლოკი. თესავენ თვის ბოლოკს სექტემბერში მოსავლის აღების მიზ­ნით. აუცილებელია ხშირი რწყვა, ვინაიდან წყლის ნაკლებობისას ძირხვენი არ იზრდება, უხეშდება და საკვებად უვარგისი ხდება.
ამავე თვეში ითესება წითელი, ანუ ჩინური ბოლოკი, რომლის მოსავალს ოქტომბერ- ნოემბერში იღებენ.
თავიანი ხახვი. აგვისტოს ბოლოს, როცა ხახვის ფოჩები დაჭკნება და ჩაწვება, იწყებენ მის ამოყრას. მომწიფებული ბოლქვი უნდა დაუყოვნებლივ ამოიღოთ, რადგან დაგვიანებისას შეიძლება ახალი ფესვი და ფოჩი განივითაროს.

ივლისი – თქვენს ბაღჩა-ბოსტანში, ბაღსა და ვენახში ივ­ლისშიც ბევრი სამუშაოა

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. აგვისტოში (თუ ივლისში გამოგვრჩა მხედველობიდან) აუცილებელია ნაყოფით დახუნძლული ხეებისთვის ორკაპი საყრდენების შეყენება [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 10]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%90%e1%83%92%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%97%e1%83%a3-%e1%83%98%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here