რას მივირთმევდით ქართველები წარსულში…
მარტვილის მუნიციპალიტეტში მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 120 000 ქვირითით გათევზიანდა
„წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის პოპულაციის აღდგენის პროექტის ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბალდის კანიონის ბუნების ძეგლის მიმდებარედ და სალხინოში მდინარეები 120 000 ქვირითით დათევზიანდა.
ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს. სახეობების გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შესაბამის უწყებებთან ერთად, ყოველწლიურად ახორციელებს მდინარეების დათევზიანების აქტივობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. მარტვილის მუნიციპალიტეტში დათევზიანების პროგრამა მომდევნო 2 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მდინარეების დათევზიანების პროცესში მონაწილეობა დაცული ტერიტორიებისა და ველური ბუნების ეროვნული სააგენტოების წარმომადგენლებთან ერთად, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ დავით იოსებაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კარლო ამირგულაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ მიიღეს.
საქართველოს „წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს. სააგენტოს გეგმა წელიწადში მილიონზე მეტი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების დათევზიანებაა.
ახალციხის მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 18 ახალი სამგზავრო ავტობუსი ჰყავს
მთავრობის მხარდაჭერით, ახალციხის მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 18 ახალი სამგზავრო ავტობუსი ჰყავს.
Euro 5-ის სტანდარტის შესაბამისი, კომფორტული ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
ახალი სამგზავრო ავტობუსები პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ახალციხის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დაათვალიერეს.
სამგზავრო ავტობუსები ახალციხის მუნიციპალიტეტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ბესიკ ამირანაშვილთან, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან ანტონ ობოლაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძესთან, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და ამ მიმართულებით მერიის გეგმებზე დეტალურად ისაუბრა.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი სიახლე მუნიციპალიტეტისათვის, რომელიც საარჩევნო დაპირება იყო და ჩვენი გუნდის ერთობლივი ძალისხმევით და მხარდაჭერით შესრულდა. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით
წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მთლიანად მოგვარდება და მოქალაქეები უახლოეს ხანში სწრაფად და კომფორტულად გადაადგილებას შეძლებენ, როგორც ქალაქ ახალციხეში, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში“ -განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა.
პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენას და შემდგომ განვითარებას,
ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსით განხორციელდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 38 მუნიციპალიტეტისთვის „ისუზუს“ ფირმის 154 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსები იქნა შეძენილი.
გეოგრაფიული აღნიშვნა „გუდა“ „საქპატენტში“ არის რეგისტრირებული
გეოგრაფიული აღნიშვნა „გუდა“ „საქპატენტში“ 2012 წლის 24 იანვარს არის რეგისტრირებული.
„საქპატენტმა“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო.
ინფორმაციას „გუდას“ წარმომავლობის შესახებ „საქპატენტი“ ავრცელებს.
როგორ ინახავდნენ ღვინოს საქართველოში
როგორ ინახავდნენ ღვინოს საქართველოში
უძველეს საქართველოში ღვინის შესანახად იყენებდნენ ქვევრს, ანუ ჭურს. სხვათა შორის, თავდაპირველად თიხის ამ ჭურჭელს ჭური რქმევია.
ჭურს, როგორც წესი, საუკეთესო ხარისხის თიხისგან ამზადებდნენ და, რაღა თქმა უნდა, სხვადასხვა ზომისას. უმთავრესად კი დასავლეთ საქართველოში ზემო იმერეთის თიხის ქვევრები იყო ცნობილი. სხვათა შორის, შროშაში ახლაც საუკეთესო თიხის ჭურჭელი (მათ შორის ქვევრებიც) მზადდება.
სანამ ჭურს მიწაში ჩამარხავდნენ, წინასწარ დაამუშავებდნენ, რათა კედლებს ღვინო არ შეეშრო და არ გაეჟონა, ან კიდევ ნესტი არ შეპარულიყო მასში და ღვინო არ გაეფუჭებინა. კახეთსა და ქართლში ახალშეძენილ ქვევრში ფიჩხს ჩაყრიდნენ, ცეცხლს დაანთებდნენ, რომ ჭურჭელი კარგად გახურებულიყო. ამის შემდეგ ქვევრს ცხელსვე გამოასუფთავებდნენ და შიგ საგანგებოდ მომზადებულ საცხს ჩაასხამდნენ, რომელსაც ღორის ქონის, კომშის ფოთლებისა და დარიჩინისგან ამზადებდნენ. ჭურჭელს ააგორავებდნენ, რომ საცხი ყველგან მოხვედრილიყო და ამასთანავე თანაბრად განაწილებულიყო. როცა ქვევრი ამ საცხს შეიშრობდა და გაიჟღინთებოდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ მზად იყო მიწაში მოსათავსებლად.
აღმოსავლეთ საქართველოში ქვევრს მარანში ფლავდნენ, რომ ღვინოზე არ ემოქმედა გარემოს ტემპერატურის ცვალებადობას. თანაც, მეურნე კაცი ცდილობდა, ქვევრი ისეთ ადგილას ჩაემარხა, სადაც ნაკლები ნესტი იქნებოდა.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, იქ ჭურებს დახურულ მარნებში შეხვდებით და ღია ადგილებშიც, რომელთაც „ჭურისთავს“ უწოდებენ და რატომღაც კომშის ხეებით არის შემორაგული. ჭურები კი ღია ცის ქვეშ მარხია.
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სატყეო სააგენტო ტერიტორიისთვის ტყის სტატუსის მოხსნას მხარს უჭერს
უცანური სახელის მქონე ქართული სოფელი ძუყნური
უცანური სახელის მქონე ქართული სოფელი ძუყნური
სოფელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ოკრიბა–არგვეთის სერის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 420 მეტრი.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 158 ადამიანი.
დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, პროგრამის მიზანს დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს. საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყობა. ჯამში, 20-მდე პროექტი დაფინანსდება.
ამ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, მცხეთის, გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, ფოთის, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, ხობის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ, რომლებსაც 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ. პროგრამა ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობის კომპონენტსაც ითვალისწინებს.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველი დევნილებისა და ეკომიგრანტების საგრანტო განაცხადების მიღება 29 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. განაცხადები მიიღება სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში შემდეგ მისამართებზე:
• ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა;
• ქ. გორი, სამების ქ.N1;
• ქ. რუსთავი, ი. ცურტაველის ქ.N5ა;
• ქ. ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ.N106;
• ქ. ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27.
ჩაქაფული ქართული საგაზაფხულო კერძი – ქართული სამზარეულოს უნიკალური შედევრი
ჩაქაფულის კლასიკური რეცეპტი კახეთიდან
ჩაქაფული ქართული საგაზაფხულო კერძი – ქართული სამზარეულოს უნიკალური შედევრი
ინგრედიენტები:
- ბატკანი – 2 კგ
- ხახვი – 1 თავი
- ღვინო თეთრი – 500 მლ
- ქინძი – 4 კონა
- ოხრახუში – 4 კონა
- ტარხუნა – 6 კონა
- წიწმატი – 2 კონა
- შავი წიწაკა – გემოვნებით
- ძმარი – 1 ს/კ
- ტყემალი – 1 ჭიქა
- მარილი – გემოვნებით
- მწვანე ხახვი – 4 კონა
მომზადების მეთოდი:
ოთარ შამუგია: „შავი ზღვის დაბინძურებისთვის სანქცია მკაცრდება – 65 000 ლარიანი ჯარიმა იზრდება და 100 000 ლარი ხდება“
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტის შესახებ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ რიგ გარემოსდაცვით სამართალდარღვევაზე სანქციები მკაცრდება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც გარემოს დაბინძურების შემცირების მიმარულებით, ისე ბრაკონიერობასთან ბრძოლის კუთხით ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა. შავი ზღვის დაბინძურებისთვის სანქცია მკაცრდება – 65 000 ლარიანი ჯარიმა იზრდება და ხდება 100 000 ლარი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბრაკონიერობასთან ბრძოლის კუთხით ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა, სხვა გარემოსდაცვით კანონმდებლობის დარღვევებთან მიმართებაში პრევენცია. სწორედ აქედან გამომდინარე გვიწევს გარკვეული ზომების მიღება სანქციების გამკაცრების მიმართულებით. ძალიან აქტიურად ვახორციელებთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გადაიარაღებასა და ტექნიკურ აღჭურვას, რათა მათი მუშაობა იყოს უფრო ეფექტიანი; მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პრევენცია და წელს უკვე რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, უკანონო ტყითსარგებლობის, მოპოვების, ტრანსპორტირების მიმართულებით გავამკაცრეთ სანქციები. ეს ყველაფერი ემსახურება ბიომრავალფეროვნების მაქსიმალურ დაცვას“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტების უმეტესობა ჩადენილია საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების მიერ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს მიერ გასულ წელს გამოვლენილი 63 სამართალდარღვევიდან, 21 სწორედ გემების მიერ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტია. 2023 წელს კი, დღეის მონაცემებით, გამოვლენილია 65 სამართალდარღვევა. მათგან 16 შემთხვევაში ზღვა გემებიდან დაბინძურდა. შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზით დადგინდა, რომ ამ ქვეყნებში, საქართველოსთან შედარებით, მკვეთრად მაღალი საჯარიმო სანქციებია. შესაბამისად, შავი ზღვის ქვეყნებთან ზღვის დაბინძურების კუთხით საჯარიმო სანქციების ჰარმონიზების მიზნით, წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს შავი ზღვის დაბინძურებისთვის საჯარიმო სანქციის გაზრდას – 65 ათასი ლარიდან 100 000 ლარამდე იზრდება ჯარიმა გემებიდან, სხვა მცურავი საშუალებებიდან, პლატფორმიდან, მილსადენებიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ზღვაში მავნე, დამაბინძურებელი ნივთიერებების, საწარმოო, ტექნიკური ან სხვა სახის ნარჩენების ან/და მასალის ჩაღვრა (ჩაყრა, ჩაშვება), აგრეთვე მათი ჩამარხვის წესის დარღვევით ზღვის დაბინძურებაზე.











