პარასკევი, აგვისტო 28, 2026
- Advertisement -
Google search engine

მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

0
მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
#image_title

გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, მისი უსაზღვროდ მზრუნველი ხელი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახების მფარველი.

სრულიად საქართველოს ვუსურვებ მშვიდობას, გაძლიერებას, კეთილდღეობას და სულიერ სიმშვიდეს!
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 იანვარს აღნიშნავს ხორციელად შობას უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ქრისტეს შობა თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან უდიდესია. 

წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს ყრმა მაცხოვარი.

მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც, ვარსკვლავთმრიცხველებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ თაყვანი სცეს ახალშობილ მაცხოვარს და ძღვენი მიართვეს – ოქრო, გუნდრუკი და მური. უფლის შობის შესახებ წინასწარმეტყველებდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებიც.

ამასთან, შობის ღამეს მორწმუნეები ფანჯარასთან სანთელს ანთებენ, რითაც სიმბოლურად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლსა და მართალ იოსებს თავისთან იწვევენ.

საშობაო ტრადიციები

ქრისტეს შობის დღესასწაულს საქართველოში აღნიშნავდნენ, როგორც მნიშვნელოვან მოვლენას, რომელსაც მარხვის, როგორც სულიერი განწმენდის დასრულებითა და ახალი ცხოვრების დასაწყისად წარმოსახავდნენ და მას სიხარულით უნდა შეგებებოდნენ.
ამ დღესასწაულს საწესჩვეულებო რიტუალი ახლდა თან. ფაქტობრივად, სამზადისი იწყებოდა შობის წინა დღეს.
24 დეკემბერს სამეგრელოში ქირსე საღამოს (ქრისტე საღამოს) უწოდებდნენ; გურიაში – მრავალწლობას; იმერეთში – კორკოტობას; რაჭაში – კორკოტობას ან ჭანტილობას; ლეჩხუმსა და სვანეთში – ჭანტილობას; ზემო სვანეთში – შობ-ს; ქართლში – ქრისტეს კორკოტობას და ა.შ. ეს საღამო დიდ უქმედ ითვლებოდა, განსაკუთრებით ქალებისთვის; არ შეიძლებოდა კერვა, ქსოვა და სხვა ხელსაქმე.
ამ დღეს მთელ საქართველოში ხორბლისგან იხარშებოდა ფაფა, რომელსაც ეწოდებოდა: ჭანტილი (სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი); კორკოტი (იმერეთი, გურია, სამეგრელო); ქრისტეს კორკოტი (ქართლი, თუშეთი); ცხრაწვენა (ქართლი, კახეთი) და სხვ.
ჭანტილის ანუ კორკოტის მოსამზადებლად ქალებს მზის ამოსვლამდე უნდა გაერჩიათ ხორბალი და ჩაედგათ მოსახარშად. იგი იკაზმებოდა ხახვით, მარილითა და ნიგვზით.
გურიაში შობისთვის მზადების მთავარი რიტუალი ღვეზლის (საწესო პურის) გამოცხობა იყო. ნახევარმთვარის ფორმის ღვეზელი ცხვებოდა ხორბლის ფქვილისგან, ურთავდნენ ყველსა და გამომშრალ, შებოლილ კვერცხებს, რომლებიც მთელ-მთელი ან შუაზე გაჭრილი იდებოდა. ღვეზელი ცხვებოდა იმდენი, რამდენი წევრიც იყო ოჯახში, უფროსებისთვის უფრო დიდი ზომის, პატარებისთვის მომცრო. ღვეზლის გამოცხობა მიცვალებულისთვისაც იცოდნენ.
ჩვეულებრივ, შობის წინა საღამოს (ზემო სვანეთში), იკვლებოდა საშობაო ღორი. ღორის დაკვლის შემდეგ მოდიოდნენ მეალილოეები, მგალობლები, ქრისტეს მახარობლები – სამი-ოთხი მამაკაცის ან ქალისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებიც კარდაკარ დადიოდნენ და ოჯახებს შობას ულოცავდნენ.

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, ოჯახის უფროსი ქალი ან მამაკაცი მეალილოეებს გამოუტანდა ფულს, კვერცხს, ღვინოს, მათთვის გამომცხვარ ღვეზელს (ამ უკანასკნელს იმერეთში საციქველი ეწოდება); სამეგრელოში ასე ამბობდნენ, – ალილოზე კაცი რომ მოვა და გიმღერებს, ეს იგივეა, რომ დიდი ძღვენი მიუტანო ოჯახსო.
როგორც სამეგრელოსა და სვანეთში, აღმოსავლეთ საქართველოშიც, ქართლსა და კახეთში იკვლებოდა ღორი, რომელსაც ნოემბრიდან ასუქებდნენ. ამ დღეს საუკეთესო ხორბლის ფქვილისგან ცხვებოდა ქადა, რომელსაც იმდენ ნაწილად ყოფდნენ, რამდენი ოჯახის წევრიც იყო, ანთებდნენ სანთლებს. საშობაო სუფრაზე უნდა ყოფილიყო: პური, ყველი, ქათამი, ინდაური, საკლავის ხორცი, თხილ-კაკალი, ღვინო და ყველაფერი, რის საშუალებაც ოჯახს ჰქონდა. სუფრასთან რომ დასხდებოდნენ, ოჯახის უფროსი დაილოცებოდა: “ღმერთო, მშვიდობის ზაფხული მოგვეცი, ბარაქიანი წელიწადი მოგვეცი! ღმერთო, უშველე ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს!”
აღმოსავლეთ საქართველოს მთაში ძირითადი საწესჩვეულებო რიტუალები ხატში სრულდებოდა. მზადდებოდა მთის ყოფაში დამკვიდრებული კერძები და სასმელი, ხინკალი, შეთქმული საკლავის ხორცი, ფაფა, მოხარშული ბრინჯი და სხვ.

შობის დადგომისას წასაკითხი ლოცვა

0
შობის დადგომისას წასაკითხი ლოცვა
#image_title

ხვალ, 7 იანვარს შობის ბრწყინვალე დღესასწაულია. გთავაზობთ შობის დადგომისას წასაკითხ ლოცვას.

„მოწყალე ღმერთო, შენ გაბარებ ჩემს სულსა და სხეულს, ჩემს გრძნობებსა და ფიქრებს, ყველა ჩემს საქმიანობას. ჩემს რწმენას, საცხოვრებელ ადგილს, ჩემი სუნთქვის თითოეულ საათსა თუ დღეს, ჩემს წარმოდგენებს, სულისა და სხეულის სიმშვიდეს. შენ ხარ უფალი, რომელიც მოწყალების კალთას აფარებს ცოდვილ სამყაროს.

ჩემო ღმერთო, შეიწყალე ყველა ცოდვილი, დაიცავი და გაათავისუფლე ყოველგვარი ბოროტებისგან. ნუ გამირისხდები, თუ კაცთმოყვარეობისთვის გაგკიცხავ. შემიწყალე ჩემი სისუსტეების გამო, დამიფარე ვნებების,დემონებისა და ბოროტი ადამიანებისგან. ხილულ თუ უხილავ მტრებს ნუ მისცემ უფლებას, გადარჩენის გზაზე გადამეღობონ. მომიყვანე შენამდე. გლოცავ საუკუნოდ შენ, ჩემს შემქმნელს. ამინ”…

როგორ შევინახოთ ყველი ქილებში -გამოცდილი დიასახლისების რჩევები

0
ქართული ყველის ჯიშები შენახვის სათვინიერ კონტეინერებში
ყველის სწორი არჩევა და შენახვა განსაზღვრავს პროდუქტის ხარისხს და უსაფრთხოებას. იმერული ყველიდან სულგუნამდე, ყველა ჯიშს თავისი შენახვის მეთოდი სჭირდება.

ყველს უნიკალური შემადგენლობა აქვს. ყველი შეიცავს ამინომჟავებს, ვიტამინებსა და მინერალებს, ცილებს და სხვა ძვირფას ნივთიერებებს. ამ პროდუქტის რეგულარულადმოხმარება ხელს შეუწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას.

ყველი მხოლოდ 200 გრამის ოდენობის ფარავს სხეულის ყოველდღიურ მოთხოვნილებას ცხიმებზე, ცილებსა და მინერალებზე.

ყველი დადებითად მოქმედებს მეხსიერებაზე, ამიტომ ის აუცილებლად უნდა იყოს ბავშვთა და მოხუცთა კვების რაციონში. ასევე, ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

გასწავლით გამოცდილი დიასახლისების მეთოდს როგორ შევინახოთ ყველი დიდხანს, ისე რომ არ გაფუჭდეა. დაჭერით ნაჭრებად რომელ ქილაშიც ჩადებთ იმის მიხედვით. ჩაალაგეთ კარგად. სამ ლიტრიან ქილაში ჩადის ორი კგ ყველი. ისე დაჭერით, რომ ამოღების დროს არ გაუჭირდეს ამოსვლა. გააკეთეთ წათხი. 5 ლიტრ წყალს უნდა 1 კგმარილი და 1ჩ/ჭიქა შაქარი. ძმარი დაგჭირდებათ 5 ლიტრა წყალზე 0,5 ღვინის ჭიქა. კარგად გახსენით, დაასხით ქილებს და გააჩერეთ ერთი საღამო. დილით ნახავთ რომ შეიწოვა ყველმა წვენი. დაამატეთ მორჩენილი წათხი და მოხუფეთ. სულ ესაა. არ იცვლის ფერს, გემოსა და სუნს.

მეტეოროლოგი ამინდის ცვლილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

0
თებერვლის ამინდი დასავლეთ საქართველოში სოფლის მეურნეობისთვის
თებერვლის 7-8 გრადუსიანი საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. კოლხეთის დაბლობზე მოსალოდნელი -5 გრადუსი მოითხოვს სოფლის მეურნეობის კულტურების დამატებით დაცვას.

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

„შობას დაიწყება და მთელს კვირას გაგრძელდება საქართველოში მზიანი და თბილი დღეები. მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში უფრო და უფრო დათბება, მოსალოდნელია მზიანი ამინდი, კვირის შუა დღეებში ტემპერატურა: დასავლეთში +18, სანაპირო კურორტებზე +20, აღმოსავლეთში +11 გრადუსს მიაღწევს.

ზამთრის კურორტებზე მყარი თოვლის საფარი შენარჩუნდება, მაგრამ თოვა შეწყდება. ზამთრისთვის დამახასიათებელი ცივი და თოვლიანი ამინდები, ბოლო მონაცემების მიხედვით საქართველოს დაბლობსა და ბარში ჯერ არ დადგება. ბედნიერ სადღესასწაულო განწყობას გისურვებთ.“ – წერს მეტეოროლოგი.

მსოფლიო სურსათის ფასები იზრდება

0
მსოფლიო სურსათის ფასები იზრდება
#image_title

ნოემბერში სურსათზე მსოფლიო ფასები 2023 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი იყო. ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ანგარიშში წერია.

ფასები და მისმა ინდექსმა 127,5 პუნქტი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 0,5 პუნქტით მეტია. ზრდა რძის პროდუქტებისა და მცენარეული ზეთების კოტირების მატებამ განაპირობა, რამაც ხორცის, მარცვლეულისა და შაქრის კოტირების მთლიან შემცირებას ოდნავ გადააჭარბა.

მცენარეული ზეთის ფასების ინდექსი ნოემბერში, გასულ თვესთან შედარებით, 7,5%-ით გაიზარდა და 2022 წლის ივლისის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია. ანალიტიკოსები ამ დინამიკას პალმის, რაფსის, სოიოს და მზესუმზირის ზეთების კოტირებების ზრდას უკავშირებენ.

ნოემბერში რძის პროდუქტების ფასების ინდექსი, ოქტომბერთან შედარებით, 0,6%-ით, ხოლო გასულ წელთან შედარებით 20,1%-ით გაიზარდა.

ხორცის ფასის ინდექსი, ოქტომბერთან შედარებით, 0,8%-ით შემცირდა, თუმცა გასულ წელთან შედარებით 5,9%-ით გაიზარდა.

შაქრის ფასი, გასულ წელთან შედარებით, 21,7%-ით დაეცა.

„ოთხი რამ იცავს სულს…“ – ვრცელდება ამონარიდი პატრიარქის ერთ-ერთი ქადაგებიდან

0
25 დეკემბერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა. 
#image_title

წმ. მამები წერენ: ძირითადად, ოთხი რამ იცავს სულს: ქველმოქმედება, ურისხველობა, ჭირთა დათმენა, წყენის დავიწყება.

ძირითადად, ასევე, ოთხი რამ ვნებს მას: მოყვასის სიძულვილი, შური, განკითხვა, მკვლელობა,- ნათქვამია პატრიარქის ერთ-ერთ საშობაო ეპისტოლეში.

„საერთოდ, გონება ადვილად იმღვრევა, მაგრამ მალევე იწმინდება ლოცვით, წმინდა წერილის, წმინდათა ცხოვრებისა და მათი დარიგებების კითხვით.გულის სიწმინდის მოპოვებას კი ხანგრძლივი სულიერი შრომა სჭირდება. ამის მიღწევა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ადამიანის წრფელი და განწმენდილი გული არის ის ადგილი, სადაც ღმერთი ივანებს. ინებოს მაცხოვარმა, როგორც სრულიად საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში, ეს სინერგია, ეს შეხვედრა ყველას გულში განხორციელდეს. უფალს ჩვენი მონანული და მადლიერი გული უნდა შევაგებოთ და გავახაროთ. საკუთარ ცოდვათა შემცნობი ადამიანი ფრიად სათნოა ღვთისთვის. ძველ „პატერიკში” წერია: ერთხელ შეწუხებულმა ხალხმა ღმერთს მიმართა:რატომ არის ამდენი მკვლელობა, გაუტანლობა, სიძულვილი, უბედურება? თქვენ ეს არ მოგწონთ? – ჰკითხა უფალმა. – რა თქმა უნდა, არა, – იყო პასუხი. და მიუგო: – მაშ, რატომ ომობთ, რატომ ბოროტმოქმედებთ, განიკითხავთ და მძლავრობთ ერთმანეთზე?! მართლაც, ეს ყველაფერი ხომ ჩვენი ნების, ჩვენი არჩევანის შედეგია.რაოდენ უკეთესი იქნებოდა, ყველას ის გვეკეთებინა, რაც მოსაწონია ღვთისთვის!“,- ბრძანებს პატრიარქი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

რა ოცნება ჰქონდა ილია მეორეს, სანამ პატრიარქი გახდებოდა – ემოციური ჩანაწერი

0
25 დეკემბერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა. 
#image_title

მე მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი და მინდოდა, სულ პატარა სოფელში, საქართველოში ვყოფილიყავი მოძღვარი, – განაცხადა ერთ-ერთ ჩანაწერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ.

მისი სურვილი ახდა, მოძღვარი გახდა, თუმცა ღვთის განგებით ამ სოფლად ერთ-ერთი უძველესი სამწყსო ერგო – საქართველო.

„იყო ისეთი დღეები, თვეები და წლები, როდესაც ძალიან უჭირდა ეკლესიას, ვეღარ ვპოულობდი გზას და აი, იმ დროს დაიწერა ეს, ძალიან უბრალო, მაგრამ გულიდან ამოსული სიტყვები და საგალობელი: „დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო“, – იხსენებდა პატრიარქი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

ვიდეო – გორში შექმნილი ჯადოსნური საახალწლო სამყარო, ზღაპარი გორიდან

0
გორში შექმნილი ჯადოსნური საახალწლო სამყარო, ზღაპარი გორიდან
#image_title
🌲

გორში შექმნილი ჯადოსნური საახალწლო სამყარო – ზღაპარი გორიდან. შორენა დათაშვილის საახალწლო დეკორაცია

 „ეს ჯადოსნობა ბავშვობაში არ მქონდა, ამიტომ ახლა ვიქმნი“ – ამბობს შორენა დათაშვილი.

„მადლობა თქვენ ამისთვისყველას გილოცავთ ახალ 2025 წელს…“
შორენა დათაშვილი

„აუცილებლად ჩასანიშნი რეცეპტი, ვინც ხართ სოფელში“

0
აუცილებლად ჩასანიშნი რეცეპტი, ვინც ხართ სოფელში.
#image_title

ღორის ხორცის კონსერვი

აუცილებლად ჩასანიშნი რეცეპტი, ვინც ხართ სოფელში.
დაჭერით ახალი ხორცი – მჭლეც და ცოტა მსუქანიც. გაამზადეთ ნახევარკილოიანი ქილები. გააშრეთ. დაჭერით ალყად ხახვი. ძირში ჩადეთ 2 დაფნის ფოთოლი. შავი პილპილის 5 ცალი მარცვალი. ერთი ჩ/კ მარილი დააყარეთ. მსუქანი ნაჭრები ძირში დაალაგეთ. ქილა „ყელამდე“ შეავსეთ ხორცით. ზემოდან მოათავსეთ 2 ნათალი ხახვი. ერთი დაფნის ფოთოლი და შავი პილპილის სამი ცალი მარცვალი. დააფარეთ ხუფები და მოათავსეთ ღუმელში. დააყენეთ ღუმელი ქვედა წვაზე, 200 გრადუსზე. ხორცი რომ დუღილს დაიწყებს ქილებში, დაუკელით ტემპერატურას და 150 გრადუსზე დააყენეთ. 2  საათის განმავლობაში გაასტერილეთ. გამოიღეთ და მოხუფეთ.
ინახება დიდხანს მაცივრის გარეშე.

ინდაურის საცივი – ტრადიციული რეცეპტი რაჭიდან

0
ინდაურის საცივი - ტრადიციული რეცეპტი რაჭიდან
#image_title

ინდაურის საცივი – ტრადიციული რეცეპტი | ახალი წლისთვის საუკეთესო არჩევანი

საჭირო ინგრედიენტები:

  • ინდაური – 1 ცალი
  • ხახვი – 400 გრ
  • ხმელი ქინძი – 1 ს.კ.
  • უცხო სუნელი – 1 ს.კ.
  • ნიორი – 5 კბილი
  • მწარე წიწაკა – 1 ცალი
  • დანაყილი ყვითელი ყვავილი (ზაფრანა) – 2 ს.კ.
  • მშრალი ნიგოზი – 500 გრ
  • ღვინის ძმარი – ნახევარი ჩაის ჭიქა
  • კვერცხი – 2 ც.
  • მარილი და მიხაკი-დარიჩინი – გემოვნებით

მომზადების პროცესი:

  1. ინდაურის მომზადება:
    • მოათავსეთ ინდაური დიდ ქვაბში და დაასხით იმდენი წყალი, რომ მთლიანად დაფაროს. დატოვეთ ქვაბი თავახდილი და ადუღებისას მოაცილეთ ქაფი.
    • მოხარშვის შემდეგ გადაიტანეთ ინდაური ემალის სინზე, მოაყარეთ მარილი და განათავსეთ ანთებულ ქურაში.
  2. ბულიონის მომზადება:
    • ბულიონიდან ცხიმი მოაშორეთ. 1 ჭიქა ბულიონი ამოიღეთ და დაასხით ტაფაზე. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ.
    • შემდეგ დააბრუნეთ ბულიონში და ადუღეთ 10 წუთი.
  3. სპეციალური სუნელებისა და ნიგოზის შერწყმა:
    • ცალკე აურიეთ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ზაფრანა, ნიორი, წიწაკა და ორჯერ გაწურული ნიგოზი, ძმარი ნახევარი საათით ადრე ჭიქა ძმარში გახსენით.
    • მიღებული მასა გაწმინდეთ საცერში და დაამატეთ ბულიონს.
  4. შერწყმა და დაადუღება:
    • ადუღეთ 20 წუთი და თან ურიეთ ხის კოვზით.
    • გადმოდგით ქურიდან, გააცივეთ და შემდეგ დაამატეთ 1 ს.კ. ძმარი და კვერცხის გული. კარგად აურიეთ, კვერცხი რომ არ აიჭრას.
  5. ინდაურის და საცივის შერწყმა:
    • ინდაური დაჭერით ნაჭრებად და ჩაალაგეთ მზა საცივში. ზევიდან მოასხით ნიგოზის ზეთი და მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები.

შეფუთვისა და შენახვის რჩევები:

  • საცივი საუკეთესოა, როდესაც 1-2 საათი გადის, რადგან სუნელების და ინგრედიენტების გემო კარგად მერყეობს.
  • შეინახეთ მაცივარში რამდენიმე დღე და გაათბეთ სუფრაზე მიტანის წინ

როგორ მოამზადოთ ინდაურის საცივი ტრადიციული რეცეპტით?

ამ რეცეპტით მზადდება ინდაურის საცივი. ეს კერძი თქვენს ოჯახში ნამდვილად დააგვირგვინებს სადღესასწაულო სადილს. ინდაური, ნიგოზი და სუნელები სრულად აავსებენ თქვენს სუფრას განსაკუთრებული გემოთი.

მნიშვნელოვანი რჩევები:

  • თბილი ძმარი ხელს უწყობს იმას, რომ კვერცხის გული არ აიჭრას.
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network