მთავარი საზოგადოება მსოფლიო სურსათის ფასები იზრდება

მსოფლიო სურსათის ფასები იზრდება

0
მსოფლიო სურსათის ფასები იზრდება
#image_title

ნოემბერში სურსათზე მსოფლიო ფასები 2023 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი იყო. ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ანგარიშში წერია.

ფასები და მისმა ინდექსმა 127,5 პუნქტი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 0,5 პუნქტით მეტია. ზრდა რძის პროდუქტებისა და მცენარეული ზეთების კოტირების მატებამ განაპირობა, რამაც ხორცის, მარცვლეულისა და შაქრის კოტირების მთლიან შემცირებას ოდნავ გადააჭარბა.

მცენარეული ზეთის ფასების ინდექსი ნოემბერში, გასულ თვესთან შედარებით, 7,5%-ით გაიზარდა და 2022 წლის ივლისის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია. ანალიტიკოსები ამ დინამიკას პალმის, რაფსის, სოიოს და მზესუმზირის ზეთების კოტირებების ზრდას უკავშირებენ.

ნოემბერში რძის პროდუქტების ფასების ინდექსი, ოქტომბერთან შედარებით, 0,6%-ით, ხოლო გასულ წელთან შედარებით 20,1%-ით გაიზარდა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ხორცის ფასის ინდექსი, ოქტომბერთან შედარებით, 0,8%-ით შემცირდა, თუმცა გასულ წელთან შედარებით 5,9%-ით გაიზარდა.

შაქრის ფასი, გასულ წელთან შედარებით, 21,7%-ით დაეცა.

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. მსოფლიო სურსათის ფასები იზრდება [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 10]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9d-%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%97%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here