„ოთხი რამ იცავს სულს…“ – ვრცელდება ამონარიდი პატრიარქის ერთ-ერთი ქადაგებიდან

„ოთხი რამ იცავს სულს...“ - ვრცელდება ამონარიდი პატრიარქის | შენი სოფელი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

წმ. მამები წერენ: ძირითადად, ოთხი რამ იცავს სულს: ქველმოქმედება, ურისხველობა, ჭირთა დათმენა, წყენის დავიწყება.

ძირითადად, ასევე, ოთხი რამ ვნებს მას: მოყვასის სიძულვილი, შური, განკითხვა, მკვლელობა,- ნათქვამია პატრიარქის ერთ-ერთ საშობაო ეპისტოლეში.

„საერთოდ, გონება ადვილად იმღვრევა, მაგრამ მალევე იწმინდება ლოცვით, წმინდა წერილის, წმინდათა ცხოვრებისა და მათი დარიგებების კითხვით.გულის სიწმინდის მოპოვებას კი ხანგრძლივი სულიერი შრომა სჭირდება. ამის მიღწევა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ადამიანის წრფელი და განწმენდილი გული არის ის ადგილი, სადაც ღმერთი ივანებს. ინებოს მაცხოვარმა, როგორც სრულიად საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში, ეს სინერგია, ეს შეხვედრა ყველას გულში განხორციელდეს. უფალს ჩვენი მონანული და მადლიერი გული უნდა შევაგებოთ და გავახაროთ. საკუთარ ცოდვათა შემცნობი ადამიანი ფრიად სათნოა ღვთისთვის. ძველ „პატერიკში” წერია: ერთხელ შეწუხებულმა ხალხმა ღმერთს მიმართა:რატომ არის ამდენი მკვლელობა, გაუტანლობა, სიძულვილი, უბედურება? თქვენ ეს არ მოგწონთ? – ჰკითხა უფალმა. – რა თქმა უნდა, არა, – იყო პასუხი. და მიუგო: – მაშ, რატომ ომობთ, რატომ ბოროტმოქმედებთ, განიკითხავთ და მძლავრობთ ერთმანეთზე?! მართლაც, ეს ყველაფერი ხომ ჩვენი ნების, ჩვენი არჩევანის შედეგია.რაოდენ უკეთესი იქნებოდა, ყველას ის გვეკეთებინა, რაც მოსაწონია ღვთისთვის!“,- ბრძანებს პატრიარქი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). „ოთხი რამ იცავს სულს…“ – ვრცელდება ამონარიდი პატრიარქის ერთ-ერთი ქადაგებიდან. 5 იანვარი, 2026. https://shenisofeli.ge/ოთხი-რამ-იცავს-სულს-ვრც/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. „ოთხი რამ იცავს სულს…“ – ვრცელდება ამონარიდი პატრიარქის ერთ-ერთი ქადაგებიდან [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 23]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%9d%e1%83%97%e1%83%ae%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%a1-%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%aa/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network