ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -
Google search engine

რატომ უნდა გააშენოთ ტირიფი – თუ გნებავთ, რომ ულევად გქონდეთ ჭი­გო, მარგილი, სა­ტა­­რე (ბარის, თო­ხის), ბოძი, წნელი და შეშა…

0

გააშენეთ ტირიფი

თუ გნებავთ, რომ ულევად გქონდეთ ჭი­გო, მარგილი, სა­ტა­­რე (ბარის, თო­ხის), ბოძი, წნელი და შეშა, ვისაც საშუალება გაქვთ, თქვენი ნაკ­ვეთის მა­ხ­ლობ­ლად, აუთ­ვი­სებელ და გამოუსადეგარ ად­გილ­ზ­ე დარგეთ ტი­რი­ფის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე კარგად მოზარდი სახეობა – წნორი, ანუ თეთრი ტირიფი.
ტირიფისებრთა ოჯახში ამ გვარის 600-მდე სახეობას ითვლიან. გავრცელებულია ჩრდილო ნახევარსფეროს ზო­მი­ერი და ცივი ჰა­ვის სარტყელში. სა­ქარ­­თველოში ბუ­ნებ­­რი­ვად გავ­რცე­ლებულია 17 სა­ხე­ობა. დაბლობ ზო­ნაში ძირი­თადად გვხვდე­ბა ნოყიერ, ტე­ნიან ნიადაგებ­ზე, მდინარეთა გას­წვრივ და ჭალის ტყეებში. მისი სიმაღლე 25-30 მ-მდე აღ­ევს. ტირიფს ამრავლებენ როგორც თესლით, ისე კალმით, ანუ ახალგაზრდა ტოტებით, რომლებიც ნესტიან ადგი­ლებში ადვილად ხარობს. მის გამრავლებას უპ­რობლე­­მოდ შეძლებთ, თუ იმ გამოუყენებელ ად­გილზე (ხევი, მდინარის ან ნაკადულის ნაპირი, ჭაობი) მუდმივად არის წყალი. მის გასამრავლებლად 1-2-მეტრიანი სარები აჭერით, წა­უთალეთ წვერი და 25-30 სმ-ის სიღრმეზე მიწაში ჩაარჭვეთ. 3-4 წელიწადში უკვე გექნებათ სარების მოჭრის ს­აშუალება. სხვა­თა შორის, თუ დაწნა გეხერხებათ (გოდრის, ლასტის, ღობის და ა.შ.), წნელიც გექნებათ თავსაყრელად. ტირიფის სატარე მასალა სწორია და მსუბუქი. თუ მას მოჭრისთანავე ქერქს გააძრობთ და ჩრდილში გაახმობთ, შესანიშნავი ტარები გექნებათ ბა­რის, ნიჩბის, თოხისა და ფოცხისთვის. ქერქის შიგ­ნითა ფენა – ლაფანი შესანიშნავი მასალაა ვა­ზის შესაყელად და ასახვევად. გამხმარიც რომ შეინახოთ, ხმარების წინ დალბობაღა დასჭირდება.
სარგავი მასალის მოპოვება ნებისმიერი მდინარის ჭალებში შეიძლება, ოღონდ ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ ბუნებას ზიანი არ მიაყენოთ. 3-5 სარის აჭრა ტირიფს ვერაფერს დააკლებს, თქვენ კი მუდმივად გექნებათ საჭირო მასალა.
ტირიფს საგანგებოდ აშენებენ საკალათე წნე­­ლად, ჭიგოდ და ვაზის შესაკრავ მასა­ლად. ტი­რი­ფის ქერქი და ფოთლები შეიცავს მა­ღალ­­ხარისხოვან მთრიმლავ ნივთიერებებს – ტა­ნი­ნებს, რომლებიც გამოიყენება ტყავის წარმო­ებაში.
წნორის ქერქი გამოიყენება საღებავადაც (მოწითალო-ყავისფერი), აგრეთვე სამკურნალწამლო საშუალებად, როგორც სალიცილის მჟავას შემცველი. ტირიფი შესანიშნავი თაფლოვანი მცენარეა, საუკეთესოა ღობედაც.

მყნობის წესები და ვადები

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

საქართველოში მოსახლეობისა და სოფლის მეურნეობის საყოველთაო აღწერა 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება

0

„2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში დაგეგმილია მოსახლეობისა და სოფლის მეურნეობის საყოველთაო აღწერა, – ამის შესახებ „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში დაგეგმილია მოსახლეობის და სოფლის მეურნეობის საყოველთაო აღწერა. წინა აღწერა ჩატარდა ზუსტად 10 წლის წინ, 2014 წლის ნოემბერში.

აღწერა ტარდება ორ ეტაპად, პირველ ეტაპზე, 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით, მონაცემები შეგროვდება თვითრეგისტრაციის მეთოდის გამოყენებით. ეს გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელს შეეძლება შევიდეს ჩვენს ვებგვერდზე და დაარეგისტრიროს კითხვარით გათვალისწინებული ინფორმაცია.

მეორე ეტაპზე, რომელიც ჩატარდება 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით, მონაცემები შეგროვდება პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით. ამ პროცესს წარმართავენ „საქსტატის“ ინტერვიურები კარდაკარის პრინციპით“, – აღნიშნა თოდრაძემ.

მერქნიანი კულტურების სხვლა

0

მერქნიანი კულტურების სხვლა

სხვლა ერთ-ერთი ძირითადი აგ­რო­ტე­ქნიკური ღო­­ნის­ძი­ებაა ბაღ-ვენახში. მი­სი მიზანია მცენა­რის ფორ­მი­რება, ძლიერი მცენარის გაზრდა და, რაც მთავარია, უხვი და მაღალხარისხოვანი მოსავლის მიღება.
ახალდარგულ მცენარეს აუცილებლად უნდა მო­აჭრათ ცენტრალური ღეროს კენწერული ნა­წილი და გვერდითი ტოტები დარგვის დროს დაზიანებულ ფესვებსა და მიწისზედა ნაწილებს შორის წონასწორობის შესანარჩუნებლად.
განუტოტავი ერთწლიანი ნერგის ფორმირების დროს უნდა გაითვალისწინოთ, რომ გადაჭრილი ადგილიდან დაახლოებით 20 სმ-ის ქვემოთ ვითარდება ტოტები. ამიტომ, თუ გინდათ, რომ ნერგის შტამბის სიმაღლე იყოს 60 სმ, უნდა გადაიჭრას 80 სმ სიმაღლეზე.
ორწლიანი ნერგის გასხვლისას უნდა ამოიჭ­რას ვარჯის შუაგულში არსებული, ერთმანეთთან ძალიან ახლოს მყოფი სუსტი ტოტები; ძლიერ ტოტებს, რომელთაც დატოვებთ, წვერები ეკვეცება. როგორც წესი, ტოტი იჭრება ისე, რომ წვერის კვირტი დარჩეს გარეთ, რათა ნაზარდი განზე განვითარდეს და არა ცენტრისკენ. ცენტრისკენ მიმართული ტოტები იჭრება ძირში. თავისთავად ცხადია, უნდა მოაცალოთ ყველა მოტეხილი ან შემხმარი ტოტი. ტოტები, რომლებიც მახვილ კუთხეს ქმნიან ცენტრალურ ღეროსთან, შეგიძლიათ გადაღუნოთ სასურველ კუთხემდე და კანაფით მიაბათ შტამბზე.
სამწლიან ხეს რომ სასურველი ფორმა მის­ცეთ, ვარჯში არსებული ყველა ჩახშირე­ბუ­ლი, შიგნით მიმართული და დაზიანებული ტო­ტი უნ­­და მოაცალოთ, ხოლო ცენტრალურ ღეროს­­თან მახვილი კუთხით მოზარდი ტოტები, ისევე როგორც ორწლიანების შემთხვევაში, გადაღუნოთ ჰორიზონტალურ ან ნიადაგისკენ დახ­რილ მდგო­მარეობაში და დააბათ შტამბზე ან სპე­ცი­ალურად დარჭობილ პალოებზე. ეს ღო­ნის­ძიება აფერხებს ტოტების გაძლიერებულ ზრდას და ხე უფრო ადრე იწყებს მსხმოიარებას. ასე გამოგვყავს 4-5 იარუსი, რომელსაც ყოველწლიურად ვარეგულირებთ.
ოთხწლიანი ხე უკვე ფორმირებულია და ის­ხამს კიდეც. ამ შემთხვევაში სხვლის ძირითადი მიზანია ვარჯის გამოხშირვა და ცენტრალური ღეროს ზედა ნაწილის წაჭრა დაახლოებით 3მ-ის ზევით. სხვლის დროს ყველა ხეს ინდივიდუალური მიდგომა სჭირ­დება. მსხვლელმა უნდა გაითვალისწინოს ხის ან ბუჩქის შესაძლებლობები, კლიმატური პირობები, მცენარეთა რწყვისა და გამოკვების საკითხები და ა.შ.
ქლიავისა და გარგარის ვარჯებს ზომიერი გამოხშირვა სჭირდება. ერთმანეთზე გადახლართული და ერთმანეთთან ახლო მყოფი ტოტებიდან სცილდება შედარებით სუსტი, აგრეთვე ცენტრისკენ მიმართული და დაზიანებული ტოტები. ეს ჯიშები ისე უნდა გაისხლას, რომ ვარჯში მზის სხივი ადვილად აღწევდეს.
ატამს, რაც უფრო დაბალი შტამბი ექნება, ჯობია. ამ შემთხვევაშიც ვარჯის გამოხშირვა მოხდება ზემოთ მითითებული მეთოდით. სხვლის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია ატ­მის ხის პოლარობა, ანუ წვერისკენ ზრდის თვი­სება. ეს რომ არ მოხდეს, ყოველწლიურად ვუტოვებთ სანაყოფე და სამამულე – 1/3-ზე და­მოკლებულ ტოტებს. ასე ნასხლავი ატამი დიდ­ხანს იძლევა ნაყოფს, გაუსხლავად დატოვებული, ანუ წვერისკენ გაქცეული ხეები მხოლოდ კენწეროში ისხამენ და მალეც ხმებიან. თუ მაინც „გაგექცათ“ ატმის ტოტები წვერისკენ, ჩაატარეთ გასაახალგაზრდავებელი სხვლა – ზომიერად გა­დაბელეთ.

ჩაი, ეს უბადლო ცხელი სასმელი, ბევრად მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე დღემდე იცოდნენ. დიდხანს ეგონათ

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

0
ბაგა-ბაღების აღსაზრდელები

თბილისის საბავშვო ბაგა – ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 8 ივლისს 10:00 საათზე დაიწყება.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.რეგისტრაციას გაივლიან შემდეგი მიზნობრივი კატეგორიის აპლიკანტები:

1. სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას; 2. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე); 4. მარტოხელა მშობლის შვილი (შვილები); 5. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირის შვილი (შვილები) ან/და ნაშვილები; 6. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქა რთველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების შვილები; 7. ბავშვი იმ ოჯახიდან, რომლის შვილი (შვილები) სარგებლობს იმავე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების მომსახურებით (დედმამიშვილები);8. თბილისის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები.

სსსმ ბავშვებისა და სამხედრო მოსამსახურეთა შვილების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს შემდეგი ელფოსტის მისამართზე: registracia2025@gmail.com.ყველა სხვა კატეგორია რეგისტრირდება ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.geმშობელს, რომელიც ვერ ახერხებს ბავშვის რეგისტრაციას, შეუძლია დახმარებისთვის მიმართოს ბაღის ადმინისტრაციას.ბავშვის რეგისტრაციის გადასამოწმებლად, მშობლები უნდა დაუკავშირდნენ კონკრეტული ბაღის ადმინისტრაციას.

გიორგი კალანდია სამეგრელოში არსებული ტრადიციის შესახებ

0

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სამეგრელოში არსებული ტრადიციის შესახებ წერს:

„ძველ სამეგრელოში არსებობდა ერთი უცნაური ტრადიცია: თუ ადამიანი უპატიებელ ცოდვას ან დანაშაულს ჩაიდენდა მას მაწყევარი გაუჩნდებოდა… წყევლა კი დიდი და ფრიად საშიში სასჯელი იყო ოდიშში… მაწყევარი ლურსმანს აიღებდა და წმინდა ხესთან, ან ეკლესიის ეზოში წყევლას წარმოთქვამდა, თან ლურსმანს ხის მერქანში ან ტაძრის კედელში ჩააჭედებდა… ჰოდა მაშინ “გამოიჭედებოდა”, “დაიკლიტებოდა” დაწყევლილის მომავალი… თუ დამნაშავე ცოდვის გამოსყიდვას შესძლებდა, დაზარალებული თავისსავე ჩაჭედებულ ლურსმანს კედლიდან ან მერქანიდან ამოიღებდა… დაწყევლილსაც სასჯელის უღელი აეხსნებოდა… დღეს სამეგრელოს რამდენიმე ტაძარში არაერთი ასეთი ლურსმანი ვნახე, საბედნიეროდ ყველა კედლიდან ამოღებული. ადამიანთა მოდგმის ცოდვა-ბრალიანი ცხოვრების ეს თავისებური სიმბოლოები, ამასთანავე მიტევებისა და პატიების ერთგვარი მოწმეებიც არიან”.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

„ჩემთვის სატყეო სამსახურში მუშაობა ორმაგად საპასუხისმგებლოა, რადგან იქ ჩემს მეუღლესთან ერთად ვმუშაობ”

0
21 მარტი ტყეების საერთაშორისო დღეა.
„ჩემთვის სატყეო სამსახურში მუშაობა ორმაგად საპასუხისმგებლოა, რადგან იქ ჩემს მეუღლესთან ერთად ვმუშაობ”
ნინო ჭანიას სიუჟეტი

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

20 მაისს ფუტკრის მსოფლიო დღე აღინიშნება

0
20 მაისს ფუტკრის მსოფლიო დღე აღინიშნება.
2024 წლის ფუტკრის მსოფლიო დღის თემა ყურადღებას ამახვილებს ახალგაზრდების როლზე მეფუტკრეობის დარგის განვითარებისა და დაცვის ხელშესაწყობად.
ფუტკრის მსოფლიო დღე 2018 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანია ფუტკრებისა და სხვა დამმტვერავების შესახებ ცნობიერების ამაღლება, მათი მნიშვნელობის გაცნობიერება ჯანსაღი პლანეტის არსებობისთვის.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქტიურად არის ჩართული მეფუტკრეების გადამზადება-სწავლებაში. 2023 წელს ცენტრის მიერ 1000-ზე მეტი მეფუტკრე გადამზადდა. მეფუტკრეთა შესაძლებლობების გაძლიერების და დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის გადამზადება 4 ფაზას მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც, ფერმერები გაეცნენ როგორც ტრადიციულ, ასევე თანამედროვე მეთოდებს. ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, რომელიც ხელს უწყობს თაფლის ხარისხის გაუმჯობესებას და ფერმერების სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას, დაავადებებთან ბრძოლას და დარგში თანამედროვე მეთოდების დანერგვას.

„ლაურუსი“ წელიწადში 300 ტონამდე მშრალ დაფნას აწარმოებს

0
„ლაურუსი“ -დაფნა
xr:d:DAGCAK4jeKw:51,j:2407598429789627622,t:24041012

„ლაურუსი“ წელიწადში 300 ტონამდე მშრალ დაფნას აწარმოებს. ჩვენი პლანტაციის გარდა, დაფნას სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონის ფერმერებისგან ვყიდულობთ.

„სახელმწიფო სხვადასხვა პროგრამებით ყველანაირად გვერდში გვიდგას. ამჯერად, სოფლის განვითარების სააგენტო – Rural Development Agency დახმარებით, 12 ჰექტარზე დაფნის ახალ პლანტაციას ვაშენებთ.
წარმატების მისაღწევად აუცილებელია მიზანმიმართული შრომა და პროფესიული ცოდნა“ – ამბობს „ლაურუსის“ დირექტორი ვანო ჯალაღონია.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

ჭონა – მივიწყებული სააღდგომო ტრადიცია

0
აღდგომის დღესასწაულს საქართველოში განსაკუთრებულად აღნიშნავენ. წითელ პარასკევს ყველა ოჯახში წითლად იღებება კვერცხები, აცხობენ პასკებს.

ოჯახები საფლავზე გადიან და კვერცხს აგორებენ.

ძველად, საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში, აღდგომა დღეს ჯგუფად შეკრებილი მოზარდები, ყველა ოჯახთან ჩამოივლიდნენ „ჭონაზე“ და მათთვის წითელი კვერცხები უნდა მიეცათ. ამას ჭონაობას უწოდებდნენ.

მეჭონეები საჭონაო საგალობლით ქრისტეს აღდგომას ულოცავდნენ მართლმადიდებელ მრევლს. ეს ტრადიცია სოფლების უმეტესობაში მიივიწყეს, ნაწილში კი ბავშვების სახალისო მსვლელობდ იქცა.

მეჭონეები ყოველი სახლის წინ ჩერდებოდნენ და მღეროდნენ:

“ალათასა, ბალათასა,

ჩამოვკიდებ კალათასა,

დედი (ბები) ერთი კვერცხი მომე

ღმერთი მოგვცემს ბარაქასა”.

ამ დროს დიასახლისი კალათაში წითელ კვერცხებს ჩაალაგებდა „მეჭონეებს“ გადასცემდა და მეჭონეებიც სხვა ოჯახის ბანზე გადადიოდნენ.

ეთნოგრაფის მოკვლეულ მასალაში წერია, რომ მეჭონეებს ოჯახი სურსათით ასაჩუქრებდა. ისინი კი ძირითადად კვერცხს ითხოვდნენ. ზოგან მეჭონეებს ღამე გოდრები დაჰქონდათ, მასპინძელს მომავალ აღდგომას ულოცავდნენ და უმღეროდნენ, რის დროსაც ოჯახს ისეთ სიუხვეს უსურვებდნენ, როგორიც შიოს მარანში იყო, რომ სახლში ყველა ჯანმრთელი და ბედნიერი ყოფილიყო. მეჭონეებს სიმღერის შემდეგ, შესაძლოა, ფერხულიც შეესრულებინათ, დაეკრათ სალამურზე, გაემართათ ჭიდაობა, ცეკვა-თამაში და სხვა.

რითი ებრძოდნენ ჩვენი წინაპრები მცენარეთა დაავადებებს და მავნებლებს

0

მცენარეთა დაცვა

რითი ებრძოდნენ ჩვენი წინაპრები მცენარეთა დაავადებებს და მავნებლებს

რაც დრო გადის, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაავადებათა და მავნებელთა რაოდენობა სულ უფრო მატულობს. მიუხედავად დღეს არსებული მრავალი ქიმიური საშუალებისა, 800 ათასამდე სახეობის მავნებელი და 30 ათასზე მეტი დაავადებაა ცნობილი, რისი მიზეზითაც ყო­ველწლიურად იკარგება მოსავლის 30%. გარდა ამისა, ქიმიური საშუალებებით ბინძურდება გარემო – წყალი, ნიადაგი, ჰაერი, ნადგურდება სასარგებლო მწერები და ნადირ-ფრინველი.
სწორი აგროტექნიკისა და ბუნებრივი საშუ­ალებების გამოყენებით შესაძლებელია მდგომარეობის ნაწილობრივ გამოსწორება.
ჩვენი შორეული წინაპრები მწერებსა და მცე­ნარეთა დაავადებებს ბუნებრივი საშუ­ალე­ბებით ებრძოდნენ. ჯერ კიდევ ძველ რომ­ში მცენარეთა სამკურნალო საშუალებებად იყენებდნენ ნაცარს, ნაკელს, გოგირდს. ამ­ზადებდნენ რთულ ნაერთებსაც. პირველი პრაქტიკული რეკომენდაციები შეიმუშავა დემოკრიტემ ჩვ.წ.-მდე 470 წლის წინ. მას ხორბლეულის გუდაფშუტის საწინააღმდეგო საშუალებად კომბოსტოს წვენში თესლების დალ­ბობა მიაჩნდა. თეოფრასტე ჩვ.წ.-მდე 300 წლის წინ წერდა, რომ `მუხუდო ანადგურებს სარეველა მცენარეებს, პირველ რიგში, კუროსთავს~. თამბაქოში შემავალ ნიკოტინს XVII საუკუნიდან იყენებდნენ მცენარის ტილი­სა და სხვადასხვა ბუგრის საწინააღმდეგოდ. ჩინეთში მრავალი ათასი წლის წინ ბაღლინჯოსთან საბრძოლველად იყე­ნებდნენ ქრიზანთემის გამონაწვლილს.
გლეხები ოდითგანვე აგროვებდნენ ჭიანჭველებს, ჭიამაიებს და ასახლებდნენ თავიანთ მინდვრებზე მავნე მწერების გასანადგურებლად. ჭიანჭველების ერთი ბუდე ზა­ფხულის განმავლობაში ანადგურებს 2 მილიონამდე მა­ვ­ნე მწერს. მაგრამ ჭიანჭველებით დასახლებული, მაგალითად, მარწყვის ბუჩქი ნაყოფს არ იძლევა და იღუპება. ჭიანჭველების თავიდან მოსაცილებელ საშუალებასაც მიაგნეს გლეხებმა: საკმარისია მათ ბუდეს ხის ნაცარი მოაყაროთ, რომ `კუდით ქვას ასროლინებთ~ მათ. ჭიანჭველებს აფრთხობს აგრეთვე ოხრახუში. ნაყოფჭამიას პეპლებს აფრთხობს ვაშლის ხის ტოტებზე მიბმული ასფურცელასა და აბზინდის კონები.

ბაღის მავნებლებსა და დაავადებებთან ბრძოლის კალენდარი.

ნოემბერ-დეკემბერი – დეკემბერში პირდაპირ მისწრებაა მერქნიანი კულტურების დარგვა. მოსაჭრელი მოჭერით, ამოსაძირკვი ამოძირკვეთ.

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)