მთავარი აგრო სიახლეები განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანე ჩაი ანტისიმსივნური და ანტირადიაციული პროფილაქტიკისათვის

განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანე ჩაი ანტისიმსივნური და ანტირადიაციული პროფილაქტიკისათვის

0
განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანე ჩაი ანტისიმსივნური და ანტირადიაციული პროფილაქტიკისათვის

ჩაი, ეს უბადლო ცხელი სასმელი, ბევრად მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე დღემდე იცოდნენ. დიდხანს ეგონათ, რომ ყველასათვის ცნობილი ნივთიერება ტ­ანინი, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ჩაი, განსაკუთრებით მწვანე (ორჯერ მეტს, ვიდრე შავი ჩაი), უბრალოდ მწკლარტე მთრიმლავ ნივთიერებას წარმოადგენდა, რომელსაც ძირითა­დად ტექნიკური მიზნებისთვის იყე­ნებდნენ. ფერმენტაციის შემდეგ ტანინი შესა­ნიშნავ გემოსაც იძენს და P ვიტამინის წყაროც გახლავთ. P და C ვიტამინი ისე კარგად არის ჩაის ფოთოლში შეზავებული, რომ ერთი ფინჯანი სასმელი სავსებით აკმაყოფილებს ორგანიზმს საჭირო რაოდენობის სასიცოცხლო ნივთიერებით.
გარდა მთრიმლავი ნივთიერებებისა, ჩაი შე­იცავს ალკალოიდებს, ეთერზეთებს, ამინმჟა­ვებს, პიგმენტებსა და ვიტამინებს.
ალკალოიდებს შორის ყველაზე ცნობილია მატონიზებელი ნივთიერება კოფეინი, რომლის გამოც ასე ეტანებიან ჩაის. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ჩაი, ყავასთან შედარებით, უფრო მეტ და ადვილად შესათვისებელ კოფეინს შე­იცავს. თანაც, ჩაიში შემავალი კოფეინი ტანინთან კომპლექსში უფრო მსუბუქად მოქმედებს გულ-სისხლძარღვებსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ჩაის კოფეინს ახასიათებს ერთი შე­სანიშნავი თვისებაც: იგი არ გროვდება ადამიანის ორგანიზმში, რაც გამორიცხავს კოფეინით მოწამვლას ჩაის ყოველდღიურად მიღების შემ­თხვევაშიც.
კოფეინის გარდა ჩაი უმნიშვნელო რაოდენობით შეიცავს წყალში ხსნად ალკალოიდებს – თეობრომინსა და თეოფილინს, რომლებიც წარმოადგენენ სისხლძარღვების გამაფართოებელ და შარდმდენ საშუალებებს. განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანე ჩაი ანტისიმსივნური და ანტირადიაციული პროფილაქტიკისათვის.

ზეთისხილი – მარადმწვანე მცენარეა ზეთისხილისებ­რ­თა ოჯახიდან, ძვირფასი ზეთოვანი კულტურა.

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანე ჩაი ანტისიმსივნური და ანტირადიაციული პროფილაქტიკისათვის [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%97%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9a/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here