20 მაისს ფუტკრის მსოფლიო დღე აღინიშნება

SheniSofeli.ge
1 წუთიანი წაკითხვა
20 მაისს მსოფლიო ფუტკრის დღე აღინიშნება, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ამ პატარა შემქმნელების უზარმაზარ როლზე ჩვენი პლანეტის ეკოსისტემის შენარჩუნებაში. საქართველოს მეფუტკრეებისთვის ეს დღე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.
20 მაისს ფუტკრის მსოფლიო დღე აღინიშნება.
2024 წლის ფუტკრის მსოფლიო დღის თემა ყურადღებას ამახვილებს ახალგაზრდების როლზე მეფუტკრეობის დარგის განვითარებისა და დაცვის ხელშესაწყობად.
ფუტკრის მსოფლიო დღე 2018 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანია ფუტკრებისა და სხვა დამმტვერავების შესახებ ცნობიერების ამაღლება, მათი მნიშვნელობის გაცნობიერება ჯანსაღი პლანეტის არსებობისთვის.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქტიურად არის ჩართული მეფუტკრეების გადამზადება-სწავლებაში. 2023 წელს ცენტრის მიერ 1000-ზე მეტი მეფუტკრე გადამზადდა. მეფუტკრეთა შესაძლებლობების გაძლიერების და დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის გადამზადება 4 ფაზას მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც, ფერმერები გაეცნენ როგორც ტრადიციულ, ასევე თანამედროვე მეთოდებს. ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, რომელიც ხელს უწყობს თაფლის ხარისხის გაუმჯობესებას და ფერმერების სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას, დაავადებებთან ბრძოლას და დარგში თანამედროვე მეთოდების დანერგვას.
ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). 20 მაისს ფუტკრის მსოფლიო დღე აღინიშნება. 4 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/20-მაისს-ფუტკრის-მსოფლიო-დღ/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. 20 მაისს ფუტკრის მსოფლიო დღე აღინიშნება [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/20-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%a3%e1%83%a2%e1%83%99%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9d-%e1%83%93%e1%83%a6/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network