პარასკევი, ივლისი 17, 2026
- Advertisement -
Google search engine

ფორთოხლის ხე თქვენს ბინაში

0
ფორთოხლის ხე ქოთანში სახლის ფანჯარასთან მწვანე ფოთლებითა და ღია ნაყოფით
ფორთოხლის ხის მოშენება ბინაში შესაძლებელია სწორი მოვლითა და შესაბამისი პირობების შექმნით. ეს უპრეტენზიო მცენარე შესანიშნავი არჩევანია ბუნებრივი ციტრუსის მოსაყვანად.

ფორთოხლის ხე თქვენს ბინაში

როგორც გაირკვა, ფორთოხალი საკმაოდ უპ­რეტენზიო მცენარე ყოფილა, თანაც ძალიან ლამაზიც.

ასე რომ, შეგიძ­ლიათ იგი თქვენი ბინის „მკვიდრადაც“ აქციოთ, თუ მის ნერგს ქოთანში გაახარებთ. ოღონდ დაიმახსოვრეთ, რომ ფორთო­ხალს ძალიან უყვარს სინათლე და თავს მოხერხებულად მ­ხოლოდ სამხრეთით მდებარე ფანჯარაზე გრძნობს. ფორთოხლის ხე არცთუ ისე ძნელი მოსავლელია, არც ხში­რად მორწყვას საჭიროებს, მისი ფოთლები კი ოთახში ჰაერს ასუფთავებს. ფორთოხლის ხე დიდ­ხანს ცოცხლობს და, თუკი შესაფერის პირობებს შეუქმნით, ნაყოფსაც მოგცემთ.

კალანჰოე – ეს მშვენიერი, ხასხასა წითელი ყვავილების მქონე ოთახის მცენარე

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს

0
ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს
#image_title

თურქეთთან მატჩის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ნაკრებს კაპიტნობდა, მიმართვას ავრცელებს.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა ამ ორივე გასვლით მატჩზე ჩამოსულ თითოეულ გულშემატკივარს და ყველას, ვინც გვქომაგობდა. რთული მატჩები გამოვიდა, არასასურველი შედეგებით და სათამაშო ხარისხით. აუცილებელია ყველა პრობლემა გავაანალიზოთ, დავინახოთ, მივიღოთ და შემდეგ თამაშებში გამოვასწოროთ. არ არის პირველი, როდესაც დაბრკოლებების წინაშე ვართ, მაგრამ ერთად აუცილებლად უნდა გადავლახოთ და დავბრუნდეთ გამარჯვებების და პროგრესის გზაზე!“ – წერს ფეხბურთელი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

კალანჰოე გამოიყენება როგორც გარეგანი საშუალება ჩირქოვანი პროცესების, ტროფიკული წყლულების, ნაწოლების, კანის გადანერ­გვის დროს.

0
კალანჰოე გამოიყენება როგორც გარეგანი საშუალება ჩირქოვანი პროცესების, ტროფიკული წყლულების, ნაწოლების, კანის გადანერ­გვის დროს.
#image_title

კალანჰოე

ეს მშვენიერი, ხასხასა წითელი ყვავილების მქონე ოთახის მცენარე ველურად დღესაც იზრდება ავსტრალიის, ახალი გვინეის, აფრიკის, ცენ­ტრალური ამერიკის, აზიის ტროპიკებში. ამ გვა­რის წარმომადგენლები მარადმწვანე მრავალწლოვანი ბალახოვანი ან ნახევრად ბუ­ჩ­ქებია. გვარში 200 სახეობაა, ყველა დეკორატიულია.
საქართველოში, კერძოდ აჭარაში, კულტივი­რებულია ფრთისებრფოთლოვანი კალანჰოე, რო­­გორც ცნობილი სამკურნალწამლო მცე­ნა­რე. სამკურნა­ლოდ გამოიყენება მცენარის მი­წის­ზე­და ნაწილებისგან გამოწურული წვენი. ახალ­მოკრეფილ ღეროსა და ფოთლებს რეცხავენ გამდინარე წყალში და ინახავენ ბნელ ადგილას 5-7º ტემპერატურის პირობებში არა უმეტეს 7 დღისა, წვრილად აქუცმაცებენ, წვენი რომ ადვილად გამოიწუროს, აჩერებენ 4-10º-ზე, ფილტრავენ, ასტერილებენ და აკონსერვებენ სპირტით, რის შემდეგაც ჩამოასხამენ ამპულებში ან ფლაკონებში.
კალანჰოე გამოიყენება როგორც გარეგანი საშუალება ჩირქოვანი პროცესების, ტროფიკული წყლულების, ნაწოლების, კანის გადანერ­გვის დროს. ხმარობენ პანარიციუმის (დუდკოს), ფურუნკულოზის მკურნალობისას ტამპონებისა და სახვევების სახით. კალანჰოეს წვენი გამოიყენება აგრეთვე წითელი ქარით დაავადებულთა მკურნალობის კომპლექ­სში. ოფთალმოლო­გიაში – რქოვანას ეროზიის დროს, თვალის ბადურის პიგმენტური დეგენერაციისას. ნატურა­ლურ წვენს, 1:1 გაზავებულს, აწვეთებენ თვალში ჯიბლიბოს სამკურნალოდ. მეძუძურ ქალებს, ყოველი მო­წოვების შემდეგ, 2-3 წვეთს აწვეთებენ დამ­სკდარ ძუძუსთავ­ზე. სტომატოლოგი­აში ხმარობენ გინ­გი­ვიტების, პა­რო­დონ­ტოზისა და სტომატიტის სამკურნალოდ.
ოჯახის პირობებში ისევე ამზადებენ კალანჰოეს წვენს, როგორც ქარხნული წესით. ოღონდ ოჯახში არ აკონსერვებენ, წვენს ნატურალური სახით ინახავენ მაცივარში, ქვედა თაროზე, თავდახშულ მინის ჭურჭელში. ამ შემთხვევაშიც წვენი აუცილებლად იფილტრება. ხმარობენ უშუალოდ ფოთლებსაც, რომლის ზედაპირს ააფხე­კენ და ადებენ დამწვრობაზე თუ ჭრილობებზე; კალანჰოე სწრაფად აჩერებს სისხლდენას და ხელს უშლის დაჩირქებას. წვენი გამოიყენება აგრეთვე ეგზემისა და კანის ჩირქოვანი ა­ნთებების სამკურნალოდ.
ვენების გაგანიერების სამკურნალოდ, 0,5-ლ-იან ბოთლში ნახევრამდე ჩაყარეთ წვრი­ლად და­ქუცმაცებული ფოთლები და ბოლომდე შე­ავსეთ 40%-იანი სპირტით, გა­აჩერეთ 1 კვირის განმავლობაში სიბნელეში, პერიოდულად შეანჯღრიეთ ხოლმე. გაწურული ნაყენი თავდახშული ბოთლით შეინახეთ კარადაში (სიბნელეში). ძილის წინ ნა­ყენით დაასველეთ ბამბა და წაისვით ქვემოდან ზემოთ – ქუსლიდან მუხლისკენ; ვე­ნების ბადის გასაქრობად მკურნალობენ 4 თვის განმავლობაში.
კალანჰოეს ნერგები ქოთნიანად იყიდება საყ­ვავილე მაღაზიებში. კალმები ადვილად ფეს­­ვიანდება წყალში, ამის შემდეგ გადააქვთ ქოთ­ნებში.

კაქტუსი – ყველასათვის ცნობილია საოცარი შეფერილობისა და ულამაზესი ყვავილების მქონე კაქ­ტუსები

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში თევზის დაავადებების, მათ შორის, თევზის ვირუსული და ბაქტერიოლოგიური დაავადების დიაგნოსტიკა მიმდინარეობს

0
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში თევზის დაავადებების, მათ შორის, თევზის ვირუსული და ბაქტერიოლოგიური დაავადების დიაგნოსტიკა მიმდინარეობს
#image_title

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში თევზის დაავადებების, მათ შორის, თევზის ვირუსული და ბაქტერიოლოგიური დაავადების დიაგნოსტიკა მიმდინარეობს.

„საქართველოს აკვაკულტურის განვითარებას დიდი პოტენციალი აქვს და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. აღნიშნული მოცემულობის გათვალისწინებით, ჩვენი მიზანია ლაბორატორიული სფეროს გაფართოება, რაც გულისხმობს შესაძლებლობების გაძლიერებას და ახალი კვლევების დანერგვას. იმ დროს, როდესაც ქვეყანაში აკვაკულტურის სფეროს განვითარების მიმართულებას დიდი ყურადღება ეთმობა, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ დროული ნაბიჯები გადადგა და აკვაკულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ადგილობრივ მეწარმეებსა და ბიზნესოპერატორებს შესაძლებლობა მისცა, ადგილზე მიიღონ საერთაშორისო დონის კვლევებით მომსახურება“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტში თევზის დაავადებების დიაგნოსტიკის სფეროს შვიდი ახალი მეთოდი დაემატა.

კვლევათა ნუსხას დაემატა:

• თევზის ენტერალური წითელი პირის;
• ლაქტოკოკოზის (სტრეპტოკოკოზი);
• ვაგოკოკოზის; ფურუნკულოზის;
• თირკმლის ბაქტერიოლოგიური დაავადების;
• ლაყუჩის ბაქტერიოლოგიური დაავადებისა და
• ფლავობაქტერია spp-ს დიაგნოსტიკა.

დღეისათვის ლაბორატორიაში შესაძლებელია თევზის ოცამდე დაავადებებზე ჩატარდეს კვლევები.

აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიის ქსელში გეგმურად მიმდინარეობს ახალი კვლევის მეთოდების დანერგვა რაც ვლინდება ლაბორატორიული მომსახურების სფეროს გაფართოებაში. ასევე, მიმდინარეობს რეგიონული ლაბორატორიების გაძლიერება რეგიონის მოთხოვნებიდან გამომდინარე.

სოფელ მუჟავაში, მეგრული ხის ოდა, რომელიც საუკუნეზე მეტს ითვლის, 1894-95 წელს არის აშენებული ლაზი ოსტატების მიერ

0
სოფელ მუჟავაში, მეგრული ხის ოდა, რომელიც საუკუნეზე მეტს ითვლის, 1894-95 წელს არის აშენებული ლაზი ოსტატების მიერ
#image_title

სოფელ მუჟავაში, მეგრული ხის ოდა, რომელიც საუკუნეზე მეტს ითვლის, 1894-95 წელს არის აშენებული ლაზი ოსტატების მიერ.

131 წლის შემდეგაც ოდა ავტენტურად ფიფიების ოჯახმა შემოინახა… უცნაური ის არის, რომ ამ უნიკალურ შენობას, ამ დრომდე, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი არ აქვს და ისტორიის შემონახვას ფიფიების შთამომავლებს უნდა ვუმადლოდეთ.
ოჯახი რუდუნებით ინახავს ოდას და უნიკალურ ისტორიებს, რომელიც მათ წინაპრებს უკავშირდება
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

აქ თუ არ ხართ ჯერ კიდევ ნამყოფი, აუცილებლად მოინდომეთ, ამად ღირს… გადალახეთ მდინარე და აღმოაჩინეთ მუჟავას ჩანჩქერი

0
#image_title

აქ თუ არ ხართ ჯერ კიდევ ნამყოფი, აუცილებლად მოინდომეთ, ამად ღირს… გადალახეთ მდინარე და აღმოაჩინეთ მუჟავას ჩანჩქერი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

„ბუნება თავად გიხატავს თავის სილამაზეს” | ქვისმთლელი პავლე ხარანაული

0
#image_title

„ბუნება თავად გიხატავს თავის სილამაზეს” |

ქვისმთლელი პავლე ხარანაული
„მე კი არა ვმუშაობ, ამით ვერთობი, ადამიანებო“ – ამბობს თიანელი ქვისმთლელი პავლე ხარანაული, რომელიც გამორჩეულ ქვებს ეძებს და მათგან საინტერესო ნიმუშებს ქმნის.
პირველი არხის არქივი

თევზში, ხშირია პარაზიტული ჭიები და ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებები – რა უნდა გაითვალისწინოთ

0
თევზში, ხშირია პარაზიტული ჭიები და ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებები - რა უნდა გაითვალისწინოთ
#image_title

თევზის ყიდვისას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. თევზი სასარგებლოა მაშინ, თუ მისი არჩევა იცით.

თუ თქვენ გირჩევნიათ ცოცხალი თევზის ყიდვა, აუცილებლად გაითვალისწინეთ, თევზი, რომელიც აკვარიუმის ფსკერზე ცურავს, საუკეთესოა. 

მოერიდეთ აკვარიუმის ზედაპირზე მცურავ თევზს. მას უნდა ჰქონდეს ამობურცული, ბზინვარე თვალები, დაუზიანებელი და პრიალა კუდი. ლაყუჩები უნდა იყოს აუცილებლად ვარდისფერი, ან წითელი. თუ თევზის ლაყუჩები ნაცრისფერი ან შავია, არავითარ შემთხვევაში არ იყიდოთ ის!

ბაზარში ხშირად გვთავაზობენ ოკეანის და მდინარის თევზებს, თუმცა დახლზე ასეთი თევზის ნაცვლად, შეიძლება აუზში გაზრდილი თევზი იდოს, არ მოტყუვდეთ და იცოდეთ, რომ თევზი, რომელსაც პატარა ფარფლები აქვს, დიდი ალბათობით აუზისაა, ბუნებრივ პირობებში გაზრდილ თევზს დიდი ფარფლები აქვს.

მდინარის თევზის შავი კოპლები მის ავადობაზე მიუთითებს და არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ ის.

ყველაზე ხშირი ტყუილი, რომელსაც რეალიზატორები ამბობენ, გაყინული თევზის გაუყინავად გასაღებაა. გაუყინავი თევზი თითის დაჭერის შემდეგ, მარტივად დაიბრუნებს პირვანდელ ფორმას.

გაუყინავი თევზი, ხელში აღების შემთხვევაში არ უნდა იღუნებოდეს და თუ მას ძალით მოღუნავთ, მარტივად უნდა დაიბრუნოს პირვანდელი ფორმა. გაყინული თევზი პირვანდელ ფორმას ვერ დაიბრუნებს და მოღუნვისას შესაძლოა, გასკდეს კიდეც.

ხშირად გამლღვალ თევზს დებენ ქიმიურ ნივთიერებებში რომ დაიბრუნოს ის გარეგნული ფორმა, რომელიც გაუყინავ თევზს აქვს, ასეთი პროდუქტის ამოსაცნობად გააცხელეთ დანა, ჩაარჭეთ თევზში, თუ ის თევზისთვის არადამახასიათებელ სუნს აუშვებს, არ მიირთვათ და განსაკუთრებით მოარიდეთ ბავშვებს!

აუცილებლად გასათვალისწინებელია: გაყინული თევზი არ უნდა გაალღოთ ოთახის ტემპერატურაზე და მით უმეტეს არც თბილ წყალში. მოათავსეთ ის მაცივარში და მეორე დღეს გამლღვალი დაგხვდებათ, თუ გეჩქარებათ, გაალღვეთ ის მარილიან, ცივ წყალში.

ხმელი თევზის შემთხვევაში, ის არ უნდა ინახებოდეს ვაკუუმში, მას თითქმის არ უნდა ქონდეს თვალები, თუ ასეთ თევზს ამოვსებული თვალები აქვს, ეს ნიშნავს, რომ ის არასაკმარის მარილში იყო, ასევე არ უნდა ჰქონდეს მარილის კვალიც, ეს ზედმეტი მარილის არსებობაზე მიუთითებს.

კარგი ხიზილალის ცნობაც არ არის რთული. დაასხით მდუღარე წყალი მას, თუ წყალი გათეთრდა ხიზილალა ნატურალურია, თუ წყალი სტაფილოსფერია და წყლის ზედაპირზე ცხიმი ტივტივებს, ასეთი ხიზილალა ფალსიფიცირებულია, გარდა ამისა, არანატურალური ხიზილალის შემთხვევაში, მარცვლები ნელნელა გადნება და მთლიანად შეერწყმება წყალს.

რაც შეეხება შებოლილ თევზს, ხშირად დახლებზე გვხვდება არა შებოლილი, არამედ შეღებილი და არომატიზატორებით გაჯერებული თევზი, რომელსაც შებოლილი თევზისგან ერთი შეხედვით ვერაფრით გაარჩევთ. ასეთი პროდუქტის შესამოწმებლად, დაგჭირდებათ ხელსახოცი. გადაუსვით ხელსახოცი თევზს, თუ მასზე ფერი გადავიდა, ის შეღებილია.

შებოლილი თევზი უნდა იყოს მთლიანად ერთი ფერის და არ უნდა ქონდეს დარჩენილი თეთრი, შეუბოლავი ადგილები, გარდა ამისა, დაფასოებული შებოლილი თევზის ეტიკეტზე შემადგენლობაში უნდა ეწეროს მხოლოდ თევზი და მარილი, თუ პროდუქტს სხვა რაიმე დანამატი აქვს, ის არ არის ნატურალური.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

საუზმის მნიშვნელობა და გავრცელებული მითები – კვების სპეციალისტის განმარტება

0
სოფლის ბუნებრივი პროდუქტები და ქართული ტრადიციული კერძები
ცივ დროს ჯანმრთელი კვება იმუნიტეტის გაძლიერების საფუძველია. სოფლის ტრადიციული პროდუქტები და ქართული კერძები ბუნებრივად აძლიერებს ორგანიზმის თავდაცვას.

ფიტნეს ტრენერი და კვების სპეციალისტი სანდრო გოგოხია  საუზმის მნიშვნელობასა და გავრცელებულ მითებზე საუბრობს,

თუ არ გინდა – არ ისაუზმო. თუ საუზმობ, ისეთი საკვები მიიღე, რომ მთელი დღე არ მოგშივდეს და არ იცმუცნო.  ყველაზე ცუდი საუზმე – სიმინდის ფანტელები; მეორე ყველაზე ცუდი საუზმე – სოსისი და ძეხვეული;მესამე – ყავა უამრავი ტკბილი სიროფით და დანამატებით,“ – განმარტავს სანდრო გოგოხია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

როგორი იყო მამა გაბრიელი… – ქეთევან ბექაური გაბრიელ ბერს პირადად იცნობდა და თითქმის ყოველ დღე მასთან ჩადიოდა მცხეთაში

0
#image_title

როგორი იყო მამა გაბრიელი…

ძალიან მაგარი ინტერვიუ ქალბატონ ქეთევან ბექაურთან, რომელიც გაბრიელ ბერს პირადად იცნობდა და თითქმის ყოველ დღე მასთან ჩადიოდა მცხეთაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.