საქართველოში აგვისტოში ყველაზე მეტად, 15.3 პროცენტით ხილი გაძვირდა – საქსტატი

საქართველოში აგვისტოში ყველაზე მეტად | შენი სოფელი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აგვისტოში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე.

ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.35 პროცენტული პუნქტით აისახა.

„ფასები 15.3 პროცენტით მომატებულია ხილსა და ყურძენზე. ზეთი და ცხიმი 14.8 პროცენტით გაძვირდა, ყავა, ჩაი და კაკაო – 13.1 პროცენტით. რძე, ყველი და კვერცხი 11.8 პროცენტითაა გაძვირებული, თევზეული კი 10.8 პროცენტით. ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე ფასებმა 10.8 პროცენტით მოიმატა, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 10.2 პროცენტით გაძვირდა, პური და პურპროდუქტები – 9.4 პროცენტით, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 8.4 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები კი 3.2 პროცენტით.

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.78 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (10.8 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (9.2 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (7.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.7 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.3 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (5.5 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (4.0 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.31 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-3.9 პროცენტი). ამასთან, ფასები გაზრდილია სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (0.5 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.3 პროცენტი)“, – აცხადებენ საქსტატში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). საქართველოში აგვისტოში ყველაზე მეტად, 15.3 პროცენტით ხილი გაძვირდა – საქსტატი. 3 სექტემბერი, 2026. https://shenisofeli.ge/saqartveloshi-agvistoshi-qvelaze-metad-15-3-protsentit/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. საქართველოში აგვისტოში ყველაზე მეტად, 15.3 პროცენტით ხილი გაძვირდა – საქსტატი [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/saqartveloshi-agvistoshi-qvelaze-metad-15-3-protsentit/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network