iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
როგორც მომსახურების სააგენტოს ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე პირველადი გასვლის საფასური არასრულწლოვანისთვის 15, სრულწლოვნებისთვის კი 55 ლარს შეადგენს. ყოველი შემდეგი გასვლის შემთხვევაში საფასური 40 ლარია.
როგორც უკვე ყველასთვის ცნობილია, B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები ორ ეტაპად ბარდება.
კანდიდატს თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 7 დღის განმავლობაში პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა უფასოდ შეუძლია. 1-კვირიანი ინტერვალის გასვლის შემდეგ, გამოცდაში მონაწილეობის ღირებულება 31 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპს, გეგმური გასვლის საფასური 90 ლარია, არაგეგმური კი 250 ლარი. განაგრძეთ კითხვა
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

გვიცავს თუ არა ცოფის ვირუსისაგან სარეცხი საპნით ნაკბენის დამუშავება,- თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო” ქირურგი, რაბიოლოგი, ბადრი ბაზაევი საუბრობს.
„ცოფის ვირუსი ბინადრობს ცოფით დაავადებული ცხოველის, ან შესაძლო ცოფით დაავადებული ცხოველის დორბლში. სარეცხის საპნით ჩამობანვის მიზეზი არის, რომ ეს დორბლი მოვაცილოთ. ეს არ არის სამკურნალო ღონისძიება. ეს პირველი ნაბიჯია, რაც შეუძლია ადამიანს გააკეთებს. დიდი რაოდენობით, გამდინარე წყალში ჩამობანვა.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
ცხოველებს ჩაუტარდათ შემდეგი მანიპულაციები:
• 3761 აიცრა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით;
• 3172 ჩაუტარდა სტერილიზაცია/კასტრაცია;
• 3733 გაუკეთდა იდენტიფიკაცია, დაედო საყურე ნიშანი;
• 3548 დაბრუნდა ბუნებრივ გარემოში, თავშესაფარშია 213 ცხოველი;
• 213 ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაუბრუნდება გარემოს;
საქართველოს მთავრობის განკარგულებით (N 1019, 2025 წლის 26 ივნისი), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამას ახორციელებს. პროგრამა ითვალისწინებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების კასტრაცია-სტერილიზაციას, ვაქცინაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას, იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას.
აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო გარემოს შექმნას ადამიანისა და ცხოველებისთვის.
პროგრამა, აჭარას, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს და ბორჯომის მუნიციპალიტეტს მოიცავს.
პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად.
ობი აბაზანაში შეიძლება რთული გამოწვევა იყოს, მაგრამ როგორც დასუფთავების ექსპერტი ოლი ლიონი აცხადებს, ამის თავიდან აცილება და მოშორება შესაძლებელია მარტივი გზებით. მისი რჩევები დაგეხმარებათ სუფთა და ჯანსაღ გარემოს შექმნაში.
ლიონი ობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პროფილაქტიკისთვის გამოსავალს გვთავაზობს – თეთრი ძმარი, რომელიც ყველა სახლში გვხვდება.
როგორც ექსპერტი განმარტავს, თეთრ ძმარში შემავალი ძმარმჟავა კარგად აღწევს და სწრაფად კლავს ობის სპორებს. გარდა ამისა, მისი ბუნებრივი ანტიმიკრობული თვისებები ქმნის გარემოს, რომელშიც ბაქტერიები, სოკოები და ობი ვერ იზრდება. ოლი ამბობს, რომ ძმარს შეუძლია ობის 82 პროცენტამდე გაწმენდა.
როგორ გამოვიყენოთ
საკმარისია, ცარიელ სპრეის ბოთლში აურიოთ თანაბარი ნაწილი თეთრი ძმარი და თბილი წყალი, შემდეგ კარგად დაასხათ იმ ადგილას, სადაც ობია. დატოვეთ ხსნარი მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში. უფრო მძიმე ობის ინვაზიისთვის, დატოვეთ იგი უფრო დიდი ხნის განმავლობაში – შესაძლოა ღამით.
დროის გასვლის შემდეგ ჩამობანეთ ადგილი თბილი წყლით, რათა მოაშოროთ დარჩენილი ძმარი, შემდეგ გამოიყენეთ სუფთა პირსახოცი, რათა ტერიტორია მთლიანად გაშრეს.
„ზედაპირი კარგად გაამშრალეთ პირსახოცით, რათა თავიდან აიცილოთ ობის უკან გაჩენა. შეინახეთ ძმარი აბაზანაში და შეასხურეთ ობისადმი მიდრეკილ ზედაპირებზე ყოველ რამდენიმე დღეში. ძმარი უზრუნველყოფს, რომ ობის აღარასდროს გაჩნდეს დამუშავებულ ზედაპირებზე“,- გვირჩევს ექსპერტი.
აბაზანაში ჰაერის კარგი მიმოქცევის უზრუნველყოფა ასევე დაგეხმარებათ ობის თავიდან აცილებაში, ამიტომ გახსენით ფანჯარა ან გამოიყენეთ გამწოვი რეგულარულად.
დასკვნა
თეთრი ძმარი არის მარტივი და ეფექტური საშუალება, რომლითაც შეგიძლიათ ობი მოიშოროთ და გააცოცხლოთ თქვენი აბაზანა. მისი რეგულარული გამოყენება და კარგი ჰაერის მიმოქცევა ხელს შეუწყობს ობის თავიდან აცილებას და თქვენი სახლს ჯანსაღ გარემოს შეუქმნის.
„სამი მომაკვდინებელი და მეტად გავრცელებული სოკო, რომელსაც ყველა ჩვენგანი უნდა ცნობდეს.
1. არშიანი გალერინა , Galerina marginata
2. შხამა სოკო, Amanita phalloides
3. თავჭედილა, Amanita pantherina
P.s. შხამიანი სოკო სახიფათოა საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხვედრის შემდეგ, ხელის მოკიდება სახიფათო არ არის. წელს კარგი სეზონია, გამოიჩინეთ სიფრთხილე და იარეთ გამოცდილ მესოკოვეებთან ერთად!“
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფრეთის მიმდებარედ, მოქალაქეს მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებით, კაკლის სახეობის 8 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის მორი უკანონოდ გადაჰქონდა.
სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი 11 ათას ლარს აჭარბებს. ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
„რომელია საუკეთესო ზეთი საკვების მოსამზადებლად/შესაწვავად?
ზეითუნის ზეთი ყველაზე კარგი თვისებების პროდუქტია ზეთებს შორის. ის უპირატესად შედგება მონოგაუჯერებელი ცხიმისგან – 73%, პოლიგაუჯერებელი – 11%, გაჯერებული ცხიმები – 14%. არსებობს მითი, რომ ზეითუნის ზეთის გამოყენება არ შეიძლება უშუალოდ საჭმლის მომზადების დროს, მაგალითად შეწვის დროს. ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მონოგაუჯერებელი ცხიმები, რომელსაც შეადგენს ზეითუნის ზეთის უდიდესი ნაწილი სიცხის მიმართ რეზისტენტულები, გამძლეები არიან.
ასევე მითია, რომ მაღალ ტემპერატურაზე ზეითუნის ზეთი წარმოქმნის ტრანსცხიმებს. ის სტაბილურია ექსტრემალური კონდიციის დროსაც კი, როგორიცაა „ძლიერი შეწვა“.
მრავალი კვლევა სწავლობდა ზეითუნის ზეთის გამოყენებას მაღალ ტემპერატურაზე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. კვლევებით დადასტურდა, რომ ზეითუნის ზეთი უფრო რეზისტენტულია (გამძლეა) მაღალ ტემპერატურაზე, ვიდრე სხვა მცენარეული ზეთები, როგორებიცაა მზესუმზირის, სიმინდის და სოიოს ზეთები.ასე რომ ზეითუნის ზეთი საუკეთესოა,“ – წერს თელია.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

ლიმონის ბუჩქი ციტრუსებიდან ერთადერთია, რომელიც ოთახის პირობებში კარგად ხარობს და მოსავალსაც იძლევა.
ამიტომ გირჩევთ მის მოშენებას ხის კასრში, რაც არცთუ ისე ძნელი საქმეა.
პირველ რიგში, უნდა შეარჩიოთ სათანადო ჯიში. ჩვენში უმთავრესად იყენებენ „ახალქართულს“, „ლისბონისა“ და „ვილაფრანკას“ ჯიშებს, რომლებიც მცირე ზომისა იზრდება, სამაგიეროდ, უხვმოსავლიანია.
გამრავლების ყველაზე ადვილი მეთოდია კალმების დაფესვიანებით და გადაწვენით, ანუ „საჰაერო ქოთნებით“ გამრავლება. ლიმონის კალამი ადვილად ფესვიანდება. ამ გზით გამრავლებული კასრის კულტურა უკვე მეორე-მესამე წელს მსხმოიარობს. საკალმე მასალას იღებენ უკვე მსხმოიარე ხეებიდან. სასურველია, კალმის აღება კასრის კულტურიდან. დასაფესვიანებლად ვარგისია ზრდასრული 2-3-წლიანი ტოტი.
ქოთნის ფსკერზე 2-3 სმ სისქის ფენად ყრიან წვრილად დამტვრეულ აგურს, შემდეგ აყრიან მდინარის მსხვილმარცვლოვან ქვიშასა და ბაღის მიწას, ხოლო სულ ზედა ფენად – მდინარის სილას. კალამს რგავენ ოდნავ დახრილად ისე, რომ ნიადაგში მისი 1/3 ნაწილი მოთავსდეს. დარგვამდე კალმის ქვედა ნაწილს ათავსებენ თბილ წყალში, ან კანს რამდენიმე ადგილას დასერავენ.
დარგვის შემდეგ თითოეულ კალამს ახურავენ მინის ქილას. ქოთნებს ათავსებენ ოთახში, რომ მზის სხივები უშუალოდ არ ხვდებოდეს კალმებს. დაფესვიანება შეიძლება გაზაფხულ-ზაფხულშიც და ზამთარშიც, საჭირო სითბოს რეჟიმის დაცვით.
კასრი, რომელშიც გადაგვაქვს დაფესვიანებული კალმები, უნდა შეივსოს თიხნარი მიწით, რათა ფესვები მჭიდროდ იყოს დაკავშირებული ნიადაგთან. ნერგი კასრში ისე უნდა დაირგოს, რომ ფესვის ყელი მიწის ზედაპირთან ახლოს იყოს. მორწყეთ საჭიროების მიხედვით.
ოთახის ლიმონს რომ ფოთლები არ დასცვივდეს
ხშირ შემთხვევაში ზამთრობით მცენარეს ფოთლები სცვივა, ამის მიზეზია ტემპერატურის მკვეთრი მერყეობა, რომელიც იწვევს ფოთლების ცვენას, ხის დასუსტებას, ხოლო შემდგომში _ მსხმოიარების გაუარესებას. მცენარე არ უნდა მოათავსოთ ისეთ ოთახში, სადაც ტემპერატურა მკვეთრად მერყეობს. უმჯობესია, ის დაიდგას ცივ ოთახში, რომელიც საერთოდ არ თბება, ოღონდ ტემპერატურა 6-7º-ზე დაბლა არ უნდა ეცემოდეს.
ლიმონის ბუჩქი მთელი ზამთრის განმავლობაში ყვავილობს და ნაყოფს იძლევა, თუ ოთახში ტემპერატურა მუდმივად 16-22º-მდეა.
აღსანიშნავია ისიც, რომ, თუ ოთახში ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა დაბალია, ლიმონს ფოთლები სცვივა და, შესაბამისად, მოსავალიც იკარგება. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია კვირაში ერთხელ მაინც ვარჯს შევასხუროთ ოდნავ შემთბარი წყალი.
ფორთოხლის ხე თქვენს ბინაში
წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)
ყველასათვის ცნობილია საოცარი შეფერილობისა და ულამაზესი ყვავილების მქონე კაქტუსები. ზღარბებს, გიგანტურ შანდლებს, ბურთებს, გველებს და, ვინ იცის, კიდევ რას აღარ მოგვაგონებს ეს ეკლიანი მცენარე.
ამ საინტერესო მცენარის 3000-მდე სახეობას ითვლიან. საოცარი სანახავია კაქტუსი ყვავილობისას. მსხვილი ეკლებით დაფარულ ღეროზე იშვიათი სილამაზის, თეთრად მოქათქათე ან სხვადასხვა ფერის ხასხასა ყვავილები დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს. კაქტუსის სხვადასხვა ჯიშის ღეროები ძალზე განსხვავდება ერთმანეთისგან. კაქტუსებს შორის ყველაზე დიდი ზომისაა ცერეუსის გვარის წარმომადგენლები, ზოგჯერ მათი ღეროს სიმაღლე 20 მ აღწევს. კაქტუსების გვარის ექინოპსისის წარმომადგენლები გიგანტურ ზღარბებს მოგვაგონებს. მათი დიამეტრი 2 მ-ს, ხოლო სიმაღლე 5 მ-ს აღწევს. ასეთი ეკლიანი ბურთის წონა რამდენიმე ტონაა. სელენიცერეუსის გვარისათვის დამახასიათებელია მიწაზე გველივით გართხმული ფორმა. ასტროფიტუმები ვარსკვლავებს ჰგავს. ორიგინალური ფორმა აქვს ოპუნციებს, მათი ღერო შედგება ცალკეული წვნიანი „კვერცხებისაგან“, რომლებიც ერთმანეთზე სხვადასხვა კუთხით არის მიმაგრებული.
კაქტუსები დედამიწის ზურგზე ყველაზე გვალვაგამძლე მცენარეებია – უძლებენ 60º სიცხეს. ამის შესაძლებლობას ქმნის რეზერვუარად ქცეული მათი ტოტები და ტანი, რომლებშიც უამრავი წყალი გროვდება. იმისათვის, რომ წყლის აორთქლება შეფერხდეს, კაქტუსის ტანი დაფარულია ცვილის ფენით, ხოლო მისი ეკლები სახეშეცვლილ ფოთლებს წარმოადგენს, რაც თავისთავად გამორიცხავს წყლის აორთქლებას.
კაქტუსის ყვავილები სხვადასხვა ფერისაა: თეთრი, ყვითელი, ვარდისფერი, წითელი. ზოგიერთი სახეობა ყვავილობის დროს იცვლის გვირგვინის ფერს, ასეთია – მამილარია.
კაქტუსების სამშობლო ცენტრალური, სამხრეთი და ჩრდილო ამერიკაა.
ევროპაში მათი მოხვედრა, ისევე, როგორც მრავალი სხვა მცენარისა, ქრისტეფორე კოლუმბის დამსახურებაა. მექსიკაში, პერუში, არგენტინაში კაქტუსების უამრავი ნაირსახეობა გავრცელებულია კლდოვან უდაბნოებში, სავანებში, მარადმწვანე ტროპიკულ ტყეებში, სადაც ნალექების წლიური რაოდენობა 2000-3000მმ-ია, ხოლო ტემპერატურა 18ºC ქვემოთ არ ჩამოდის. აქაური კაქტუსები „ცხოვრობენ“ ხეების ტანსა და ტოტებზე.
სამხრეთ ამერიკაში განსაკუთრებით პოპულარულია ოპუნციის გვარის კაქტუსები. მისი მომჟავო-მოტკბო ნაყოფი, რომელიც ფორმით ლიმონს ან მსხალს წააგავს, გამოიყენება საკვებად როგორც ნატურალური, ასევე ჩირის ან მურაბის სახით.
მექსიკელები დღესაც იყენებენ ოპუნციის ეკლებგაცლილ ღეროებს ნაციონალური კერძების დასამზადებლად.
საკვებად ხმარობენ აგრეთვე კაქტუსის საკმაოდ ბევრი სახეობის ნაყოფს; წვნიანი ღეროებისგან კი ამზადებენ მარმელადსა და კანფეტებს. გარდა ამისა, კაქტუსების მსხვილ ღეროებსა და ტანს იყენებენ ავეჯის დასამზადებლადაც(!), კარ-ფანჯრებისა და სახურავების მასალად; ოპუნციის ერთ-ერთი სახეობის ღეროს თერმული დამუშავების შედეგად მიიღება ალისფერი საღებავი, რომელიც გამოიყენება როგორც ქსოვილების შესაღებად, ისე კულინარიაშიც.
უძველესი დროიდან კაქტუსების ზოგიერთი სახეობა გამოიყენება სამკურნალოდაც.
კაქტუსების დიდი უმრავლესობა ყვავის აპრილიდან ივნისის ჩათვლით. ყვავილები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან ზომით, ფერითა და აგებულებით.
კაქტუსებს ამრავლებენ თესლით და ვეგეტატიური ნაწილების დაფესვიანებით.
ვარდი – დედამიწის ზურგზე უთვალავი მშვენიერი ყვავილია, მაგრამ, როცა ვინმეს ან რაიმეს ულამაზესად წარმოჩენა სურთ, უმალ ვარდს ადარებენ.