„კომპანიამ წარმოების გაფართოებისა და ტექნოლოგიური განახლებისთვის არაერთხელ ისარგებლა პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“

Orange background with a white rounded-square logo in the center containing the letters 'ag60', and a white Georgian wordmark beneath the logo.
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც ნატახტარში მდებარე გაყინული პურ-ფუნთუშეულის საწარმო შპს „ფუდ ალიანსი“ დაათვალიერა. ინფორმაციას ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დავით სონღულაშვილმა ქვეყანაში წარმოების ზრდის ტენდენციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სახელმწიფო პროგრამებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა აგრარული დარგის განვითარებაში.

„შპს „ფუდ ალიანსი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. კომპანიამ წარმოების გაფართოებისა და ტექნოლოგიური განახლებისთვის არაერთხელ ისარგებლა პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“. საწარმოს, რომელიც 80-მდე სახეობის პროდუქციას აწარმოებს, 135 დასაქმებული ჰყავს.

პროდუქციის რეალიზაცია საქართველოს მასშტაბით, ჰორეკა სექტორსა და სხვადასხვა ქსელურ მაღაზიებში ხდება. საწარმო უახლესი ტექნოლოგიებით, დანადგარებით და სამაცივრე მოწყობილობებით არის აღჭურვილი; დანერგილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი – FSSC 22000.

აღსანიშნავია, რომ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, 2013 წლიდან 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მხოლოდ პურ-პროდუქტების წარმოების მიზნობრიობით ბანკების მიერ გაიცა 29 მილიონი ლარის ღირებულების 8 სესხი, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსებამ 5.5 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში ალექსანდრე ზაგაშვილი, მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ“, – ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის