მსოფლიო სურსათის ფასები იზრდება

მსოფლიო სურსათის ფასები იზრდება | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ნოემბერში სურსათზე მსოფლიო ფასები 2023 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი იყო. ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ანგარიშში წერია.

ფასები და მისმა ინდექსმა 127,5 პუნქტი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 0,5 პუნქტით მეტია. ზრდა რძის პროდუქტებისა და მცენარეული ზეთების კოტირების მატებამ განაპირობა, რამაც ხორცის, მარცვლეულისა და შაქრის კოტირების მთლიან შემცირებას ოდნავ გადააჭარბა.

მცენარეული ზეთის ფასების ინდექსი ნოემბერში, გასულ თვესთან შედარებით, 7,5%-ით გაიზარდა და 2022 წლის ივლისის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია. ანალიტიკოსები ამ დინამიკას პალმის, რაფსის, სოიოს და მზესუმზირის ზეთების კოტირებების ზრდას უკავშირებენ.

ნოემბერში რძის პროდუქტების ფასების ინდექსი, ოქტომბერთან შედარებით, 0,6%-ით, ხოლო გასულ წელთან შედარებით 20,1%-ით გაიზარდა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ხორცის ფასის ინდექსი, ოქტომბერთან შედარებით, 0,8%-ით შემცირდა, თუმცა გასულ წელთან შედარებით 5,9%-ით გაიზარდა.

შაქრის ფასი, გასულ წელთან შედარებით, 21,7%-ით დაეცა.

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). მსოფლიო სურსათის ფასები იზრდება. 6 იანვარი, 2026. https://shenisofeli.ge/msoflio-sursatis-fasebi-izrdeba/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. მსოფლიო სურსათის ფასები იზრდება [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/msoflio-sursatis-fasebi-izrdeba/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network