ჩურჩხელა მსოფლიოში საქართველოს სავიზიტო ბარათია

ჩურჩხელა მსოფლიოში საქართველოს სავიზიტო ბარათია | შენი სოფელი
2 წუთიანი წაკითხვა

ჩურჩხელა მსოფლიოში საქართველოს სავიზიტო ბარათია. თუმცა, ის უნდა იყოს ნატურალური, რომ შესაბამისი ემოცია დაიმსახუროს, რაც ნიშნავს, მწარმოებლები იყვნენ კეთილსინდისიერნები.

თათარა და ჩურჩხელა ყველა ქართველისთვის საყვარელი ნუგბარია. მევენახეობისა და მეღვინეობის ქვეყანაში ყურძნისგან ღვინის დამზადების პარალელურად, თათარისა და ჩურჩხელის დამზადებასაც დიდი ხნის ისტორია და ტრადიცია აქვს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნით დათარიღებული სამარხების არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნია თიხის ფირფიტები, რომლებზეც ჩურჩხელის დამზადების სცენებია ასახული და თიხის სპეციალური ჭურჭელი, რომელშიც ძველი ქართველები ჩურჩხელას ინახავდნენ. ჩურჩხელა ომში მიმავალ მებრძოლთა განუყრელი ატრიბუტი იყო, მას დღესაც განსაკუთრებული ადგილი უკავია მთიელ მწყემსთა აბგაში. დიდი სამამულო ომის დროს ზურგში მყოფი ქართველები ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად და იმუნიტეტის გასაძლიერებლად ფრონტზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სწორედ ყურძნის ბადაგისგან დამზადებულ ტკბილ კვერებსა და ჩურჩხელებს აგზავნიდნენ.

ქართული ჩურჩხელა მზადდება ძაფზე აცმული თხილის ან კაკლის ფქვილით გასქელებულ ყურძნის წვენში, იგივე თათარაში ანუ ფელამუშში ამოვლებით, შემდეგ მზეზე გაშრობით. ბადაგის დასამზადებლად იყენბენ ყურძენს

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ჩურჩხელა მსოფლიოში საქართველოს სავიზიტო ბარათია

მევენახეობისა და მეღვინეობის ქვეყანაში ყურძნისგან ღვინის დამზადების პარალელურად, თათარისა და ჩურჩხელის დამზადებასაც დიდი ხნის ისტორია და ტრადიცია აქვს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნით დათარიღებული სამარხების არქეოლოგიური გათხრებისას ნაპოვნია თიხის ფირფიტები, რომლებზეც ჩურჩხელის დამზადების სცენებია ასახული და თიხის სპეციალური ჭურჭელი, რომელშიც ძველი ქართველები ჩურჩხელას ინახავდნენ. ჩურჩხელა ომში მიმავალ მებრძოლთა განუყრელი ატრიბუტი იყო, მას დღესაც განსაკუთრებული ადგილი უკავია მთიელ მწყემსთა აბგაში. დიდი სამამულო ომის დროს ზურგში მყოფი ქართველები ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად და იმუნიტეტის გასაძლიერებლად ფრონტზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სწორედ ყურძნის ბადაგისგან დამზადებულ ტკბილ კვერებსა და ჩურჩხელებს აგზავნიდნენ.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). ჩურჩხელა მსოფლიოში საქართველოს სავიზიტო ბარათია. 17 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/ჩურჩხელა-მსოფლიოში-საქარ/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. ჩურჩხელა მსოფლიოში საქართველოს სავიზიტო ბარათია [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 22]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a9%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%a9%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network