ფაროსანას გავრცელების არეალის დადგენის მიზნით, მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს

ფაროსანას გავრცელების არეალის დადგენის მიზნით | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრმა, მოზამთრეობის ფაზაში მყოფი აზიური ფაროსანას გავრცელების არეალისა და რაოდენობის დადგენის მიზნით, მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების, საკარმიდამო ნაკვეთების, მიტოვებული შენობების და ტყისპირა ზოლების ვიზუალური დათვალიერება. ბრძოლის ღონისძიებები მონიტორინგის შედეგების მიხედვით განისაზღვრება.

მონიტორინგის პარალელურად, საინფორმაციო შეხვედრები ტარდება მოსახლეობასთან. სპეციალისტები ადგილობრივებს სახლის პირობებში მავნებელთან ბრძოლის მეთოდებს აცნობენ, რომელთა შორის განსაკუთრებით ეფექტიანია მექანიკური მეთოდების გამოყენება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მომდევნო ეტაპზე „მონიტორინგის ხაფანგებს“ დაამონტაჟებენ, ხოლო ტემპერატურის მატებასთან ერთად, „მოიზიდე და გაანადგურე სადგურების“ განთავსება, შემდეგ კი, ცივი შესხურებით წერტილოვანი წამლობები დაიწყება.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). ფაროსანას გავრცელების არეალის დადგენის მიზნით, მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. 23 მარტი, 2026. https://shenisofeli.ge/farosanas-gavrtselebis-arealis-dadgenis-miznit-monitori/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. ფაროსანას გავრცელების არეალის დადგენის მიზნით, მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/farosanas-gavrtselebis-arealis-dadgenis-miznit-monitori/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network