ლოკოკინების ექსპორტი რაოდენობრივად 74%-ით, ხოლო ღირებულებით 76%-ით გაიზარდა. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
კერძოდმ უწყების მონაცემებით, წელს იანვარ-აგვისტოში ექსპორტირებულია 2.7 მლნ აშშ დოლარის ლოკოკინა.
რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტი საფრანგეთსა და თურქეთში განხორციელდა.
„2026 წლის იანვარი – აგვისტოს პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებულია 788.6 ტონა ლოკოკინები, 2.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ლოკოკინების რაოდენობა 74%-ით (335 ტონა), ხოლო ღირებულება 76%-ით (1.2 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.
ლოკოკინების საექსპორტო ბაზრებია საფრანგეთი (70%) და თურქეთი (30%)”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი სოფელი. (2026). „საქართველომ ლოკოკინების ექსპორტით 2.7 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო – რაოდენობრივად ექსპორტი 74%-ით გაიზარდა“. 16 სექტემბერი, 2026. https://shenisofeli.ge/საქართველომ-ლოკოკინები/
