საქართველო-სომხეთის მატჩის გამო “დინამო არენას” მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველო-სომხეთის მატჩის გამო “დინამო არენას” მიმდებარე | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

საქართველო-სომხეთის საფეხბურთო მატჩის გამო, 23 მარტს “დინამო არენას” მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა 23 მარტის 14:00 საათიდან დაიწყება და გაგრძელდება მატჩის დასრულებამდე, რის შემდეგაც მოძრაობა სრულად აღდგება.

“საქართველო-სომხეთის მატჩის გამო, „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველო-სომხეთის საფეხბურთო მატჩის გამო, „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 23 მარტის 14:00 საათიდან იმოქმედებს.

მატჩამდე და მატჩის პერიოდში ნაწილობრივ ან საჭიროებიდან გამომდინარე სრულად დაიკეტება აკაკი წერეთლის გამზირი, გიორგი ცაბაძის, მაიკოვსკის, ყიფიანის და მეტრეველის ქუჩები.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

გადაადგილება შესაძლებელი იქნება თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, თამარ მეფის გამზირის, არჩილ ქურდიანის, შოთა იამანიძისა და მურმან ლებანიძის ქუჩებზე.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები და მიკროავტობუსები წერეთლის გამზირიდან დაუკავშირდებიან ქუთაისის ქუჩას, ვახუშტის ხიდით გადავლენ სააკაძის მოედანზე, გმირთა მოედანზე და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა მატჩის დასრულების შემდეგ აღდგება,” — ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ფეხბურთის ქართველი ქომაგები გადამწყვეტი მატჩის მოლოდინში არიან – საქართველო – სომხეთის საპასუხო მატჩი 23 მარტს, თბილისში გაიმართება. შეხვედრა დინამო არენაზე შედგება და 18:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში, 21 მარტს, სომხეთის ნაკრები დაამარცხა. ერევანში ჩატარებული შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა – 0:3.

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). საქართველო-სომხეთის მატჩის გამო “დინამო არენას” მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. 22 მარტი, 2026. https://shenisofeli.ge/saqartvelo-somkhetis-matchis-gamo-dinamo-arenas-mimdeba/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. საქართველო-სომხეთის მატჩის გამო “დინამო არენას” მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/saqartvelo-somkhetis-matchis-gamo-dinamo-arenas-mimdeba/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network