პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისამინისტროქიმიური ნივთიერებებით გარემოს დაბინძურების რისკის შემცირების და დაბინძურებული ტერიტორიების აღდგენის მიმართულებით ქართველ...

ქიმიური ნივთიერებებით გარემოს დაბინძურების რისკის შემცირების და დაბინძურებული ტერიტორიების აღდგენის მიმართულებით ქართველ კოლეგებს ამერიკული გამოცდილება გაუზიარეს

სამუშაო ვიზიტის მიზანია ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო მართვის და საფრთხეების შემცირების საკითხებში საქართველოს მხარდაჭერის საჭიროებებისა და შესაძლებლობების განსაზღვრა და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე კეტრინ ინსლისთან.  „საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ქვეყანაში ქიმიური უსაფრთხოების კუთხით. ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს განაგრძოს ამ მიმართულებით ჯერ კიდევ არსებული რისკების შემცირების  საკითხებში მხარდაჭერა,  რაც არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი როგორც დღეს“, – განაცხადა კეტრინ ინსლიმ.

„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს  სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენი მთავრობა, ევროკავშირის წევრობის  კრიტერიუმებთან შესაბამისობის ფარგლებში, სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით, აგრძელებს აქტიურ მუშაობას  ქიმიური ნივთიერებების  მართვის ჩარჩოს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების სისტემებთან დაახლოების მიზნით“, – აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

დელეგაციის წევრებმა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო დეპარტამენტის სააგენტოების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს ქბრბ  უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობა. გაიმართა დისკუსია საქართველოს გამოწვევებზე, ამ მიმართულებით  მიმდინარე ერთობლივ ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე.

ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენელთან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწის მოადგილე კლიფორდ ვილასთან.
„საქართველოსთვის, როგორც მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებების მონაწილე აქტიური მხარისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, მოლაპარაკებების პროცესში, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციის დაახლოება ჩვენი ქვეყნის ინიციატივების მხარდასაჭერად, რაც ქიმიური ნივთიერებებისა და ნარჩენების უსაფრთხო მართვას უკავშირდება“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

„აშშ-ს გააჩნია ქიმიური დაბინძურების შემთხვევების რისკების პრევენციისა და ასეთ ინციდენტებზე რეაგირების დიდი გამოცდილება და სახელმძღვანელო დოკუმენტები, რაც ქართულმა მხარემ შესაძლოა გამოიყენოს ქიმიურ საფრთხეებზე მზადყოფნისა და დროული რეაგირების კუთხით დაგეგმილი საკანონმდებლო და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების პროცესში. სააგენტო მზად არის ამ მიმართულებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდასაჭერად“,- აღნიშნა კლიფორდ ვილამ.
აშშ-ის გარემოს დაცვის წარმომადგენლებმა ქიმიური ნივთიერებებით გარემოს დაბინძურების რისკის შემცირების და დაბინძურებული ტერიტორიების აღდგენის მიმართულებით ქართველ კოლეგებს ამერიკული გამოცდილება გაუზიარეს და  თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე შეთანხმდნენ.

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSofeli.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

უყურეთ გაეროს მუდმივი კოორდინატორის დიდიე ტღებიუკის ვიდეო მიმართვას გაეროს დღესთან დაკავშირებით

ოქტომბერი 24, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

24 ოქტომბერი 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები