„გარემოსდაცვითი ინტეგრირების ჯგუფში მონაწილე ქვეყნებისთვის გარემოსდაცვითი მიმართულების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება“

Orange background with a white rounded-square logo in the center containing the letters 'ag60', and a white Georgian wordmark beneath the logo.
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციის (COP 29) ფარგლებში, ქართული მხარის ინიციატივით, გარემოსდაცვითი ინტეგრირების ჯგუფის (EIG) წევრ მინისტრებს (შვეიცარია, საქართველო, სამხრეთ კორეა, მექსიკა, ლიხტენშტეინი, მონაკო) ქართულ პავილიონში შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ინტეგრირების ჯგუფს შვეიცარია თავმჯდომარეობს.

როგორც ოთარ შამუგიამ შეხვედრაზე განაცხადა, გარემოსდაცვითი ინტეგრირების ჯგუფში მონაწილე ქვეყნებისთვის გარემოსდაცვითი მიმართულების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება. საერთაშორისო არენაზე ერთიანი პოზიციის გაჟღერება განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. გარემოსდაცვითი ინტეგრირების ჯგუფს აქვს შესაძლებლობები, საერთო ტრიბუნიდან წარმოადგინოს როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ქვეყნების პოზიციები.

„ჩემთვის, როგორც კლიმატის პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყების ხელმძღვანელისთვის, მნიშვნელოვანია, საქართველოსთვის საკვანძო საკითხები გაზიარებული იყოს ჩვენი პარტნიორებისთვის; შეჯერებული ერთიანი პოზიცია წარმოდგენილი იყოს გაეროს კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციის სხვადასხვა ფორმატში“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შეხვედრაზე მინისტრებმა გაეროს კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციის (COP 29) პრიორიტეტებზე იმსჯელეს და გამოხატეს სურვილი კონფერენციის შედეგები იყოს ხელშესახები როგორც განვითარებადი, ისე განვითარებული ქვეყნებისთვის.

„გარემოსდაცვითი ინტეგრირების ჯგუფში მონაწილე ქვეყნებისთვის გარემოსდაცვითი მიმართულების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება“
ფოტო: გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის