საპილოტე პროგრამა ქალებისთვის
პროგრამა ითვალისწინებს, ქალი ბენეფიციარებისათვის, სასათბურე მეურნეობის მოწყობის ღირებულების არაუმეტეს 90%-ით, მაგრამ არა უმეტეს 25,000 ლარის თანადაფინანსებას. დაფინანსდება არანაკლებ 200 კვ.მ ფართის მქონე სასათბურე მეურნეობა.
პროგრამის მიზანი და ამოცანები
• პროგრამის მიზანია, საპილოტე მუნიციპალიტეტებში, ეკონომიკურად არააქტიური ქალების ინტეგრაცია საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად, მათი სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ქალების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართვის სტიმულირების გზით.
• პროგრამის ამოცანას წარმოადგენს, მარნეულის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ახალი სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად პოტენციური ქალი ბენეფიციარების ფინანსური და ტექნიკური დახმარება.
პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალი
პროგრამა ხორციელდება მარნეულის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში.
პროგრამის განმახორციელებელი
პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტო
პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გაეროს ქალთა ორგანიზაცია – UN Women.