დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა გადაცემაში იმედი LIVE“ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში არსებულ სერვისებზე ისაუბრა.
„რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვის სისტემას, ბოლო წლებში აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა რეფორმაზე. ეს სისტემა კიდევ უფრო ორიენტირებული და ფოკუსირებული უნდა იყოს ჩვენს მოქალაქეებზე. თითოეული ჩვენი გადაწყვეტილება ბიუჯეტისა თუ ხარისხის გაზრდის კუთხით, ამასთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მან აქცენტი ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მის ფარგლებში 30-ზე მეტი ბავშვი 3 ქვეყანაში მკურნალობს.
მინისტრმა ასევე საქართველოში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებობს წარჩინებული სტუდენტების საზღვარგარეთ რეზიდენტურის პროგრამის ფარგლებში გაგზავნა.
„ჩვენი მთავარი მიზანია ჩვენს მოქალაქეებს უმკურნალონ მაღალხარისხიანად და ამაში გადავიხადოთ სამართლიანი ტარიფები“, – აღნიშნა აზარაშვილმა.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba
მასალის გამოყენების პირობები