ქართული ხორბლის კულტურის UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების პროექტი გამოქვეყნდა

Orange background with a white rounded-square logo in the center containing the letters 'ag60', and a white Georgian wordmark beneath the logo.
2 წუთიანი წაკითხვა
UNESCO-მ ქართული ხორბლის კულტურა არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. გავარკვიოთ რა არის მითი და რა რეალობა ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილების შესახებ.

ქართული ხორბლის კულტურის UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების პროექტი გამოქვეყნდა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ – საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 მარტის №98 დადგენილებით განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.

„საქართველოს მიერ UNESCO-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლობით ნუსხაში 2024 წლის 28 მარტს წარდგენილმა ნომინაციამ განხილვის პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა.

ნომინაციის შინაარსობრივი შეფასების მეორე ეტაპის გავლის შემდეგ, UNESCO-ს მიღებულ დადებით დასკვნაში აღნიშნულია, რომ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში ქართული ხორბლის კულტურის შეტანა ხორბლის შესახებ შემონახულ ტრადიციებთან დაკავშირებული კულტურული ფენომენის მიმართ ინტერესს გააძლიერებს. UNESCO ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ელემენტი ხელს შეუწყობს სურსათის უსაფრთხოებას, გენდერულ თანასწორობას, ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას, ეკოლოგიურ მდგრადობას, ასევე, მშვიდობისა და სოციალური ერთობის განმტკიცებას.

საბოლოო განხილვა UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე, 2025 წლის 8-13 დეკემბერს ინდოეთში, ქალაქ დელიში გაიმართება.

კულტურის სამინისტრო მადლობას უხდის პარლამენტის ვიცე-სპიკერ ნინო წილოსანს ამ საქმეში გაწეული ძალისხმევისთვის, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ნომინაციის მომზადებაში”, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

ქართული ხორბლის კულტურის UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების პროექტი გამოქვეყნდა

გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის