ორი მცირეწლოვანი შვილის დედა ეკოსათამაშოებს ქსოვს – ნატურალური მასალით, ხელით მოქსოვილი ეკოსათამაშოები – ქმარი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

ანა გიგაური
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

25 წლის მარიამ ფხალაძის ხელით მოქსოვილი ეკოსათამაშოები – მარიამი ბავშვობიდან ქსოვს. ნატურალური მასალით ქმნის ნამუშევრებს

მარიამ ფხალაძე ზესტაფონში ცხოვრობს. ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი. მისი მეუღლე 24 წლის ასაკში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ბავშვების გაზრდაში დედა, ბებია და ქმრის მშობლები ეხმარებიან. მარიამ ფხალაძე არის მაგალითი იმისა, რომ არასოდეს დანებდე.

 

შეიძლება იყოს შავ-თეთრი გამოსახულება ბავშვი და მოღიმარი

ეკოსათამაშოების ქსოვა ბავშვობიდან დაიწყო. ხელოვნების ნიმუშებს ქმნის. ის თოჯინებს ქსოვს.

მარიამი ამბობს, რომ ქსოვა მისთვის განტვირთვის საშუალებაა და თავისუფალ დროს ყოველთვის ქსოვს.

გამოფენაზე იყო წარმოდგენილი მისი ნამუშევრები.

„მეგობრის რჩევით გამოფენაზე წარვადგინე ჩემი ნამუშევრები. ყველა სათამაშო გაიყიდა. ძალიან გამიხარდა. ჩემმა ნახელავმა პოპულარობა დაიმსახურა“ – ამბობს მარიამი.

შეიძლება იყოს 2 ადამიანი და სათამაშო გამოსახულება

შვილის დაბადების დღეზე ყაისნაღით მოქსოვა ჩანთა  და იმ დროიდან დაიწყო ეკოსათამაშოების ქსოვა. მარიამი ნატურალური მასალით ქმნის ნამუშევრებს.

„შვილისთვის პირველი სათამაშო მე თვითონ მინდოდა მომექსოვა. დაბადების დღეზე ჩანთა მოვქსოვე და იმ დროიდან დავიწყე ეკოსათამაშოების ქსოვა. “ – ამბობს მარიამ ფხალაძე.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — ინტერვიუ, ბლოგი და სხვადასხვა ამბები. ესაუბრება ფერმერებს, ექსპერტებსა და სოფლის მკვიდრებს; აქვეყნებს ავტორის სვეტებს.
კომენტარები ჯერ არ არის