საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შპს „აგრომაცივარმა“ კახეთში ნუშისა და ხეხილის ბაღები გააშენა

ირინა დათაშვილი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას და რეგიონების გაძლიერებას კვლავ აქტიურად აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, შპს „აგრომაცივარმა“ ნუშის და ხეხილის ბაღები გააშენა.

პროექტის ჯამური ღირებულება 9 მილიონი ლარია. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 6.5 მილიონ ლარს შეადგენს. ფინანსური რესურსი ნუშისა და ხეხილის ნერგების შეძენას, დარგვას, სარწყავი სისტემის პროექტირებას, საჭირო ტექნიკის შეძენასა და ნაწილობრივ, მიმდინარე  ხარჯების დაფარვას მოხმარდა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კახეთში, სოფელ ბოდბისხევში, 75 ჰექტარზე ნუშის, ხოლო სოფელ კარდენახში, 50 ჰექტარზე ხეხილის ბაღი გაშენდა. კომპანია სამომავლოდ ბაღების გაზრდას, ხეხილისთვის სამაცივრე მეურნეობის მოწყობასა და ნუშის გადასამუშავებელი საწარმოს მშენებლობას გეგმავს. კომპანიის გეგმებში ასევეა პროდუქციის ექსპორტზე გატანა.

გააგრძელეთ კითხვა

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — სოფლის მეურნეობა და ფერმერობა. სპეციალიზდება აგრარულ სიახლეებზე, მოსავლის, ბოსტნეულისა და მეცხოველეობის თემებზე.
კომენტარები ჯერ არ არის