სამშაბათი, აგვისტო 25, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარიაგრო სიახლეებისიმინდის ნათესებში მავნებლის დაზიანება არ აღინიშნება და ფერმერები წელსაც უხვ და ხარისხიან...

სიმინდის ნათესებში მავნებლის დაზიანება არ აღინიშნება და ფერმერები წელსაც უხვ და ხარისხიან მოსავალს ელოდებიან

სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი , მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს.

 შეწამვლის პარალელურად,  სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები, უკვე დამუშავებულ ფართობებში მონიტორინგს ატარებენ.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს მიერ  განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, სიმინდის ნათესებში მავნებლის დაზიანება არ აღინიშნება და ფერმერები წელსაც უხვ და ხარისხიან მოსავალს ელოდებიან.

მიმდინარე წელს, ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მავნებლის გავრცელების კერებში, სააგენტოს სპეციალური ტექნიკით  34 500 ჰექტარამდე ფართობი დამუშავდა. მავნებლის იდენტიფიცირების და დროულად რეაგირებისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებულია მონიტორინგის სისტემები და სპეციალური „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები. უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით მოქმედებს მოსახლეობის ინფორმირების სისტემა. ღონისძიებები ადგილობრივ თვითმმართველობებთან კოორდინაციით ხორციელდება.

author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები