მთავარი საზოგადოება საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ჩინელ ტუროპერატორებს ხვდებიან თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ტურების დაგეგმვის მიზნით

საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ჩინელ ტუროპერატორებს ხვდებიან თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ტურების დაგეგმვის მიზნით

0
საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ჩინელ ტუროპერატორებს ხვდებიან თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ტურების დაგეგმვის მიზნით
#image_title

ჩინეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების ზრდის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას მართავს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშორისო მარკეტინგულ კომპანიასთან Dragontrail International თანამშრომლობის ფარგლებში, ჩინეთის 3 უმსხვილეს ქალაქში – პეკინში, შენჟენსა და შანხაიში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაციები და „როუდშოუები“ მიმდინარეობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ღონისძიებაზე ქართული კერძო სექტორის 20-მდე კომპანიაა წარმოდგენილი. თითოეულ პრეზენტაციას დაახლოებით 4 ათასი სტუმარი ესწრება.

პრეზენტაციებზე ჩინეთის მსხვილი ტურისტული კომპანიები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, საზღვაო და ზამთრის კურორტებს, სათავგადასავლო ტურისტულ მიმართულებებს და სამზარეულოს ეცნობიან.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

მასშტაბური კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ჩინელ ტუროპერატორებს ხვდებიან თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ტურების დაგეგმვის მიზნით.

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ჩინელ ტუროპერატორებს ხვდებიან თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ტურების დაგეგმვის მიზნით [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 3]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%96%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%a5/
shenisofeli.ge
author avatar
SheniSofeli.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here