ღვინის ეროვნული სააგენტო რთველის პერიოდში 100-მდე ახალგაზრდას ასაქმებს

ღვინის ეროვნული სააგენტო რთველის პერიოდში 100-მდე | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
ღვინის ეროვნული სააგენტო რთველის პერიოდში 100-მდე ახალგაზრდას ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე ასაქმებს. პროგრამა ხელს უწყობს ქართული ღვინის ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებას.

რთველის მიმდინარეობის პერიოდში, ღვინის ეროვნული სააგენტო 100-მდე ახალგაზრდას ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე ასაქმებს. ოპერატორის პოზიციაზე დასაქმების მსურველი ახალგაზრდები გასაუბრების საფუძველზე შეირჩნენ.

შერჩეულ კანდიდატებს სპეციალური ტრენინგები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტებმა რთველის საკოორდინაციო შტაბში ჩაუტარეს. რთველის აღრიცხვის პროგრამა ქვეყანაში 2013 წლიდან მუშაობს.

პროგრამა უზრუნველყოფს ჩაბარებული ყურძნის შესახებ სრული და დაზუსტებული მონაცემების შეგროვებას, რაც მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

დასაქმებული ახალგაზრდების ნაწილს ანალოგიური სამუშაო გამოცდილება გასული წლების რთველიდან უკვე აქვს. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათას ტონას შეადგენს. რთველის მიმდინარეობის დროს ყურძნის გადამუშავების პროცესში, ჯამურად, 500-ზე მეტი ღვინის საწარმო იქნება ჩართული.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). ღვინის ეროვნული სააგენტო რთველის პერიოდში 100-მდე ახალგაზრდას ასაქმებს. 27 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/ghvinis-erovnuli-saagento-rtvelis-periodshi-100-mde-akh/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. ღვინის ეროვნული სააგენტო რთველის პერიოდში 100-მდე ახალგაზრდას ასაქმებს [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/ghvinis-erovnuli-saagento-rtvelis-periodshi-100-mde-akh/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network