„მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებსა და ბიზნესს ჰქონდეს შესაძლებლობა, საჭირო სერვისები ადგილზე, სწრაფად და ეფექტიანად მიიღოს“-დავით სონღულაშვილი

„მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებსა და ბიზნესს ჰქონდეს | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ქუთაისში, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისი გახსნა.

მინისტრმა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი და აღჭურვილი შენობა დაათვალიერა. დავით სონღულაშვილი სააგენტოს თანამშრომლებსაც შეხვდა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კომფორტული გარემო კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის საქმიანობას და გაზრდის მომსახურების ხარისხს.

„დასავლეთ საქართველოში მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისის გახსნა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს სააგენტოს სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და რეგიონებში წიაღის სექტორის ეფექტიანი მართვის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებსა და ბიზნესს ჰქონდეს შესაძლებლობა, საჭირო სერვისები ადგილზე, სწრაფად და ეფექტიანად მიიღოს. ჩვენი მიზანია, თანამედროვე მიდგომებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვით შევქმნათ უფრო გამჭვირვალე, შედეგზე ორიენტირებული სერვისები, რომელიც თავსებადი იქნება გარემოსდაცვით სტანდარტებთან“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ახალი რეგიონული ოფისის გახსნას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილეები ლაშა ავალიანი და გიორგი წკრიალაშვილი, ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი აბელ აბესაძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). „მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებსა და ბიზნესს ჰქონდეს შესაძლებლობა, საჭირო სერვისები ადგილზე, სწრაფად და ეფექტიანად მიიღოს“-დავით სონღულაშვილი. 24 ივნისი, 2026. https://shenisofeli.ge/mnishvnelovania-rom-moqalaqeebsa-da-bizness-hqondes-she/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. „მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებსა და ბიზნესს ჰქონდეს შესაძლებლობა, საჭირო სერვისები ადგილზე, სწრაფად და ეფექტიანად მიიღოს“-დავით სონღულაშვილი [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/mnishvnelovania-rom-moqalaqeebsa-da-bizness-hqondes-she/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network