დუსელდორფში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

დუსელდორფში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და ცნობილი გერმანელი ინფლუესერის და სომელიეს, ტონი ასკიტისის (Toni Askitis) ორგანიზებით, გერმანიის ქალაქ დუსელდორფში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

ტონი ასკიტისი საკუთარ პოპულარულ არხზე #Asktoni ღვინის სფეროს სიახლეებს და ტენდენციებს გადმოსცემს.

სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა ტონი ასკიტისის ღვინის ბარში „Pelican Fly“ და ასევე ადგილობრივ პარკში დეგუსტაციაზე სახელწოდებით – “Tasting in the park”.

ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა და საექსპორტო ქვეყნების ათეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, აქტიური პოპულარიზაციის კამპანია გერმანიაში მიმდინარე წელსაც გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, დეგუსტაცია-სემინარები გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალების, ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის იმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე, ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები; გარდა ამისა, მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). დუსელდორფში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. 27 აგვისტო, 2026. https://shenisofeli.ge/duseldorfshi-qartuli-ghvinis-tsardgena-gaimarta/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. დუსელდორფში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/duseldorfshi-qartuli-ghvinis-tsardgena-gaimarta/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network