ყველს უნიკალური შემადგენლობა აქვს. ყველი შეიცავს ამინომჟავებს, ვიტამინებსა და მინერალებს, ცილებს და სხვა ძვირფას ნივთიერებებს. ამ პროდუქტის რეგულარულადმოხმარება ხელს შეუწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას.
ყველი მხოლოდ 200 გრამის ოდენობის ფარავს სხეულის ყოველდღიურ მოთხოვნილებას ცხიმებზე, ცილებსა და მინერალებზე.
ყველი დადებითად მოქმედებს მეხსიერებაზე, ამიტომ ის აუცილებლად უნდა იყოს ბავშვთა და მოხუცთა კვების რაციონში. ასევე, ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
გასწავლით გამოცდილი დიასახლისების მეთოდს როგორ შევინახოთ ყველი დიდხანს, ისე რომ არ გაფუჭდეა. დაჭერით ნაჭრებად რომელ ქილაშიც ჩადებთ იმის მიხედვით. ჩაალაგეთ კარგად. სამ ლიტრიან ქილაში ჩადის ორი კგ ყველი. ისე დაჭერით, რომ ამოღების დროს არ გაუჭირდეს ამოსვლა. გააკეთეთ წათხი. 5 ლიტრ წყალს უნდა 1 კგმარილი და 1ჩ/ჭიქა შაქარი. ძმარი დაგჭირდებათ 5 ლიტრა წყალზე 0,5 ღვინის ჭიქა. კარგად გახსენით, დაასხით ქილებს და გააჩერეთ ერთი საღამო. დილით ნახავთ რომ შეიწოვა ყველმა წვენი. დაამატეთ მორჩენილი წათხი და მოხუფეთ. სულ ესაა. არ იცვლის ფერს, გემოსა და სუნს.
მასალის გამოყენების პირობები