ვიდეო – სოფელ ველისციხეში, თამაზ გაბიტაშვილის საცხოვრებელ სახლში, ღვინის მარნის კედელზე, სავარაუდოდ, ფიროსმანის ნახატებია შემოჩენილი

Orange background with a white rounded-square logo in the center containing the letters 'ag60', and a white Georgian wordmark beneath the logo.
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სოფელ ველისციხეში, თამაზ გაბიტაშვილის საცხოვრებელ სახლში, ღვინის მარნის კედელზე, სავარაუდოდ, ფიროსმანის ნახატებია შემოჩენილი.

ვიდეო - სოფელ ველისციხეში, თამაზ გაბიტაშვილის საცხოვრებელ სახლში, ღვინის მარნის კედელზე, სავარაუდოდ, ფიროსმანის ნახატებია შემოჩენილი

გასული საუკუნის 90-იან წლებში, მარნის კედელზე არსებული კირის ნალესი ჩამოიშალა და გამოჩნდა ორი დიდი ზომის ნახატი, რომელიც, შესაძლოა, ნიკალას დახატული იყოს.
ძველ დროში, ეს სახლი წარმოადგენდა სამიკიტნოს, სადაც იკრიბებოდნენ ველისციხის ბაზრობაზე ჩამოსული ხალხი.
გადმოცემით, სამიკიტნოს სწვევია ნიკალა, რამდენიმე დღე დარჩენილა და მასპინძლის საპატივსაცემოდ მოუხატავს, ღვინის მარნის ერთი კედელი.
კედლის მხატვრობა დაზიანებულია ნესტისგან, ალაგ-ალაგ ჩამოშლილია და საჭიროებს, საკონსერვაციო-გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას.
თამაზ მარკოზაშვილი
ისტორიკოსი.
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის