სეს-მა მეცხოველეობის და მეფრინველეობის ფერმები შეამოწმა, მათ შორის აფლატოქსინზეც – შედეგები

სეს-მა მეცხოველეობის და მეფრინველეობის ფერმები შეამოწმა | შენი სოფელი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტმა, კონტროლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმებში 193 ინსპექტირება განახორციელა;

შემოწმდა ცხოველის საკვების 9 მწარმოებელი. როგორც სააგენტო იტყობინება, შემოწმების პროცესში შეუსაბამობები არ გამოვლენილა.

სეს-ის ცნობით, ინსპექტირების გარდა, მიმდინარეობს ცხოველის საკვების მონიტორინგი სხვადასხვა მაჩვენებელზე. როგორც სააგენტო იტყობინება, ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებლების და მათი ნარჩენების გამოვლენის მიზნით, აღებულია 95 ნიმუში. არც ერთ მათგანში შეუსაბამობა არ აღინიშნა.

რაც შეეხება აფლატოქსინ B1-ის კვლევას, რომელიც 2025 წლიდან, კონტროლის სახელმწიფო პროგრამით დაიგეგმა, აღებული 60 ნიმუშიდან 1 დარღვევა გამოვლინდა. როგორც bm.ge-ის სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, აღნიშნული დარღვევა წვრილ ფერმერთან ცხოველის საკვებში გამოვლინდა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

“გარდა ზემოაღნიშნულისა, წარმოების პროცესის გამჭვირვალობის და რისკების ეფექტიან მართვის მიზნით, ცხოველის საკვების საწარმოებში მიმდინარეობს ხარისხის მართვის სისტემების დანერგვა. 2025 წელს, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის აუდიტი 5 საწარმოში ჩატარდა”, – წერია სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესრელიზში.

აღსანიშნავია, რომ, ამ ეტაპზე, რეგისტრირებულია 13 ცხოველის საკვების საწარმო და 233 პირველადი წარმოების ობიექტი – ფერმა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2025). სეს-მა მეცხოველეობის და მეფრინველეობის ფერმები შეამოწმა, მათ შორის აფლატოქსინზეც – შედეგები. 10 ნოემბერი, 2025. https://shenisofeli.ge/სეს-მა-მეცხოველეობის-და-მ/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. სეს-მა მეცხოველეობის და მეფრინველეობის ფერმები შეამოწმა, მათ შორის აფლატოქსინზეც – შედეგები [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 21]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network