ორკაპში წინასწარ მცირეოდენ თივას ან სხვა რბილ მასალას ვათავსებთ, რათა ტოტი არ გაიხეხოს

SheniSofeli.ge
1 წუთიანი წაკითხვა

აგვისტო 

ბაღი. აგვისტოში იკრიფება საადრეო ჯიშის ვაშლი (პაპიროვკა, სუისლაპერი, ზა­ფხულის ატ­მისებრი, ლეჩხუმური შაფრანა), მსხალი (კა­ხური გულაბი, ქართული გულაბი, სამარიობო, სოხუმის დუშესი, კლაპის ფავორიტი, ვენის ტრი­უმფი, უზუნ-არმუდი) და ქლიავის საადრეო ჯიშები (მწვანე რენკლოდი, ონტარიო, ჭრელი პედრიგონი, დიდი ჰერცოგი და სხვ.).
აგვისტოში (თუ ივლისში გამოგვრჩა მხედველობიდან) აუცილებელია ნაყოფით დახუნძლული ხეებისთვის ორკაპი საყრდენების შეყენება, რისთვისაც ორკაპში წინასწარ მცირეოდენ თივას ან სხვა რბილ მასალას ვათავსებთ, რათა ტოტი არ გაიხეხოს. ამ პერიოდში იცის სარეველების მომრავლება, ამიტომ ნუ დაიზარებთ მამაპაპური თოხით მათ განადგურებას.
ვენახი. საჭიროებისამებრ ტარდება ბორდოს 1%-იანი ხსნარით შესხურება, ასევე გო­გირ­დით შეფრქვევა, ოღონდ წამლობას წინ უნ­და უძღოდეს ზედმეტი ყლორტების – შტამ­ბზე ამონაყარების მოცილება (გარდა იმ ამო­ნა­ყარისა, რომელიც შეიძლება დაგვჭირდეს გა­დასაწიდნად ან დაზიანებული მხარის შესაც­ვლელად). ამ პერიოდში ხდება ყლორტების მიბმა საყრდენზე და ნამხარის შეცლა; მტევნის ზემოთ 10 ფოთლის, ანუ 10 მუხლის, დატოვება და წვერის წაწყვეტა, ხოლო სიმწიფეში შესვლისთანავე იმ ფოთლების მოცილება, რომლებიც მტევნებს ჩრდილავს.

წაიკითხეთ სრულა

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

#datashvil  #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2026). ორკაპში წინასწარ მცირეოდენ თივას ან სხვა რბილ მასალას ვათავსებთ, რათა ტოტი არ გაიხეხოს. 10 ივლისი, 2026. https://shenisofeli.ge/ორკაპში-წინასწარ-მცირეოდ/

სტატიის ციტირება
SheniSofeli.ge. ორკაპში წინასწარ მცირეოდენ თივას ან სხვა რბილ მასალას ვათავსებთ, რათა ტოტი არ გაიხეხოს [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 12]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%99%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%a0-%e1%83%9b%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%93/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network