„ადამიანი ჯერ ცოცხალია, სუნთქავს და ძალიან რთულია ასეთ მძიმე მომენტში ჩვენთვის სამძიმრის მოსმენა. გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაცია გავრცელდა“დონარა გვრიტიშვილის ქალიშვილი მიმართვას ავრცელებს

„ადამიანი ჯერ ცოცხალია, სუნთქავს და ძალიან რთულია ასეთ | შენი სოფელი
2 წუთიანი წაკითხვა
დონარა გვრიტიშვილის ოჯახმა უარყო მცდარი ინფორმაცია გავრცელების შესახებ. ეს შემთხვევა აჩვენებს, რატომ არის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ვერიფიკაცია და ოჯახების პრივატულობის პატივისცემა.

დონარა გვრიტიშვილის ქალიშვილი, ხატია ხოსროშვილი მიმართვას ავრცელებს და დედის შესახებ წერს:

არ ვიცოდით, დახმარება ვისთვის გვეთხოვა და ჰაერში ვითხოვეთ. დავინახეთ — როგორ ბუნებრივად, ძალდაუტანებლად და ბრწყინვალედ იქცა ათასობით ადამიანი სიკეთის ზვავად.

დედა-შვილის შეხვედრის სევდიანი ამბავი გადაიქცა ისტორიად, რომელიც არამარტო მათზეა — ეს არის ადამიანობაზე, სიკეთეზე, იმ ემოციებზე, რომლებიც გვალამაზებს ყველას. თუმცა მათი შეხვედრა ისეთი ვერ იყო, როგორსაც ისურვებდა.

მადლობა თითოეული გაზიარებისთვის, კომენტარისთვის, თითოეული სიტყვისთვის, რომელიც ამ ისტორიას შეაწიეთ. მადლობა მეგობრებს, დედას მეგობრებს, უცნობ ადამიანებს, მთელ საქართველოს, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, პრეზიდენტის ინსტიტუციას (პატიმარი შეწყალებულია) — შეუძლებელია ჩამოვთვალო ყველა, ვინც ამ საქმეში ჩაერთო. ვინც ამ პოსტს წაიკითხავთ — თქვენ გეკუთვნით ეს მადლობა. მთელი ჩვენი ოჯახი — მე და ჩემი და, ეკა გვრიტიშვილი— ვაფასებთ თქვენს ჩართულობას, გადაწყვეტილებას, დახმარებას და გულწრფელად მადლობელი ვართ .

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას – ადამიანი ჯერ ცოცხალია, სუნთქავს და ძალიან რთულია ასეთ მძიმე მომენტში ჩვენთვის სამძიმრის მოსმენა. მადლობა, მაგრამ გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაცია გავრცელდა“ – წერს სოციალურ ქსელში მსახიობ დონარა გვრიტიშვილის შვილი, ხატია ხოსროშვილი.

ცნობისთვის, მსახიობ დონარა გვრიტიშვილის შვილი,გიორგი ხოსროშვილი პატიმრობიდან გუშინ გაათავისუფლეს.

მანამდე, მსახიობის კოლეგებმა და ოჯახის ახლობლებმა პრეზიდენტს მიმართეს და სთხოვეს, რომ მსჯავრდებული 2 კვირით ადრე შეეწყალებინა.

დონარა გვრიტიშვილი მძიმე სენს ებრძვის. 5-წლიანი ემიგრაციის შემდეგ, ის ამერიკიდან სამშობლოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ახლობლების ცნობით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

გვიან ღამით, გავრცელდა ინფორმაცია მსახიობ დონარა გვრიტიშვილის გარდაცვალების შესახებ. ინფორმაცია სოციალურ ქსელში მსახიობის მეგობრებმა გაავრცელეს. მათ შორის მომღერალმა ნინი შერმადინმა. რომელმაც მოგვიანებით მიმართვა გაავრცელა და დაწერა, რომ ინფორმაცია მსახიობის გარდაცვალების შესახებ ტყუილია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2025). „ადამიანი ჯერ ცოცხალია, სუნთქავს და ძალიან რთულია ასეთ მძიმე მომენტში ჩვენთვის სამძიმრის მოსმენა. გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაცია გავრცელდა“დონარა გვრიტიშვილის ქალიშვილი მიმართვას ავრცელებს. 23 ოქტომბერი, 2025. https://shenisofeli.ge/adamiani-jer-tsotskhalia-suntqavs-da-dzalian-rtulia-ase/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. „ადამიანი ჯერ ცოცხალია, სუნთქავს და ძალიან რთულია ასეთ მძიმე მომენტში ჩვენთვის სამძიმრის მოსმენა. გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაცია გავრცელდა“დონარა გვრიტიშვილის ქალიშვილი მიმართვას ავრცელებს [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/adamiani-jer-tsotskhalia-suntqavs-da-dzalian-rtulia-ase/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network