ნინო კვაჭანტირაძია ტომატის საწებლის რეცეპტი, რომელმაც სოციალური ქსელი ააფეთქა

ირინა დათაშვილი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ნინო კვაჭანტირაძია ტომატის საწებლის რეცეპტი, რომელმაც სოციალური ქსელი ააფეთქა

აი, ვინც ზამთარში ამ საწებლის რეცეპტს მთხოვთ, ახლა გეუბნებით, ამის გაკეთების სეზონი ახლაა და არ დაიზაროთ, უადვილესია:
10 კილო პომიდორს ამოაჭერით ყუნწები, გადაჭერით შუაზე და ჩაყარეთ ქვაბში + 1 კილო გასუფთავებული სტაფილო, 2 კილო გათლილი, დაჭრილი ვაშლი, 2 კილო ბულგარული წიწაკა, 500 გრამი მწარე წითელი წიწაკა, 1 კილო გაფცქვნილი ხახვი, 3 თავი ნიორი, ყველაფერი ერთად უნდა მოიხარშოს.
რომ გაგრილდება, დავაბლენდერებთ, დაvუმატებთ მარილს გემოვნებით და 10 გრ ( 20 აბი) ასპირინს, ჩავასხამთ დამდუღრულ ქილებში ან ბოთლებში და ვინახავთ გრილ ადგილზე. (გამოდის 20-22 ნახევარლიტრიანი)
მოკლედ, ეს საწებელი გემრიელია ხორცთან, კარტოფილთან და წიწიბურასთანაც კი, ასევე აგემრიელებს წვნიანებს და ბოლო-ბოლო პურთან ერთადაც შეგიძლიათ მიირთვათ, განსაკუთრებით მარხვაში.
საწებელი რომელიც ყველაფერთან გემრიელია.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB

Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi

შენი ექიმი – ცოდნა ჯანმრთელობისთვის.
#შენიექიმი #sheniekimi #
გიორგიფხაკაძე #ჯანმრთელობა #აქხარისხია #drpkhakadze
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი — სოფლის მეურნეობა და ფერმერობა. სპეციალიზდება აგრარულ სიახლეებზე, მოსავლის, ბოსტნეულისა და მეცხოველეობის თემებზე.
1 კომენტარი