თქვენს მამულში დე­­კორატიული კუ­­­თხეც გექნებათ და, თუ არ გაქვთ, ახლავე მო­აწყვეთ – ბა­ლა­ხოვანი ყვა­­ვილებიდან გირჩევთ უმშვენი­ერეს ხმალას, რომ­ლის მრავალი ჯიში არსებობს და, სურვილისამებრ, შეგიძლიათ შეარჩიოთ

თქვენს მამულში დე­­კორატიული კუ­­­თხეც გექნებათ და | შენი სოფელი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ხმალა, ანუ გლადიოლუსი

რა თქმა უნდა, თქვენს მამულში დე­­კორატიული კუ­­­თხეც გექნებათ და, თუ არ გაქვთ, ახლავე მო­აწყვეთ; ამით კარ-მიდამო-საც გა­­ალამაზებთ და ცხოვრებასაც.
ბა­ლა­ხოვანი ყვა­­ვილებიდან გირჩევთ უმშვენი­ერეს ხმალას, რომ­ლის მრავალი ჯიში არსებობს და, სურვილისამებრ, შეგიძლიათ შეარჩიოთ.

გაშენებით კი ასე გააშენეთ:
წინასწარ დამუშავებულ ნიადაგში გააკეთეთ კვლები, რომელთა შორის მანძილი – 1მ, ხოლო მცენარეთა შორის – 50-70 სმ უნდა იყოს. დარგვამდე გააბით კანაფი, მონიშნეთ ადგილები და ჩარგეთ ბოლქვები 6-8 სმ სიღრმეზე, შეიძლება 8-10 სმ-ზეც (მსუბუქ ნიადაგში). ბოლქვები მჭიდროდ დასვით ნიადაგზე და მიაყარეთ მიწა.
ვეგეტაციის პერიოდში, 10 დღეში ერთხელ, გაუფხვიერეთ ნიადაგი, საჭიროების მიხედვით მორწყეთ. მასობრივი აღმოცენების პერიოდში მცენარეებს შემოაყარეთ მიწა 6-8 სმ-ზე ისე, რომ ფოთლის იღლიებში მიწა არ ჩა­ვიდეს. დაყ­­ვავილებული ყვავილედები მოაცალეთ, რაც ხელს უწყობს ბოლქვების უკეთ განვითარებას.
ზრდა-განვითარების პერიოდში ნარგავებს მინე­რალური სასუქებით კვებავენ. პირველად – 3-4 ფოთლის განვითარებისთანავე, მეორედ, როცა 5-6 ფოთოლი განუვითარდება, და მესამედ – ყვავილობის წინ.
გამოკვება შეიძლება მშრალი და სველი წე­სით. მშრალი წესით გამოკვებისას სასუქი შე­აქვთ რიგთაშორისებში 6-8 სმ სიღრმეზე.
სველი წესით გამოკვებისას სასუქი იხსნება წყალში – 10 ლ წყალზე 30-40 გ ამიაკის გვარჯილა და 15-20 გ კალიუმის ქლორიდი.
გვიან შემოდგომით, ყინვების დაწყებამდე, ბოლქვებს თხრიან, ასუფთავებენ, მზეზე აშრო­ბენ და ინახავენ მშრალ ადგილას.

მარცვლოვანი კულტურების განოყიერება

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

სკანირება
QR კოდი
shenisofeli.ge

სტატიის ციტირება

შენი სოფელი. (2025). თქვენს მამულში დე­­კორატიული კუ­­­თხეც გექნებათ და, თუ არ გაქვთ, ახლავე მო­აწყვეთ – ბა­ლა­ხოვანი ყვა­­ვილებიდან გირჩევთ უმშვენი­ერეს ხმალას, რომ­ლის მრავალი ჯიში არსებობს და, სურვილისამებრ, შეგიძლიათ შეარჩიოთ. 7 ოქტომბერი, 2025. https://shenisofeli.ge/tqvens-mamulshi-de-koratiuli-ku-tkhets-geqnebat-da-tu-a/

სტატიის ციტირება
შენი სოფელი. თქვენს მამულში დე­­კორატიული კუ­­­თხეც გექნებათ და, თუ არ გაქვთ, ახლავე მო­აწყვეთ – ბა­ლა­ხოვანი ყვა­­ვილებიდან გირჩევთ უმშვენი­ერეს ხმალას, რომ­ლის მრავალი ჯიში არსებობს და, სურვილისამებრ, შეგიძლიათ შეარჩიოთ [Internet]. თბილისი: Shenisofeli.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 14]. ხელმისაწვდომია: https://shenisofeli.ge/tqvens-mamulshi-de-koratiuli-ku-tkhets-geqnebat-da-tu-a/
shenisofeli.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის
© 2026 შენი სოფელი · PHIG · Sheni Network